როგორ გავხადოთ საუზმე მრავალფეროვანი? სწრაფი რულეტი მთელი ოჯახისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საუკეთესო არჩევანი არის. გთავაზობთ გემრიელი, ელასტიური და ფუმფულა ბისკვიტის რულეტს ნაზი კრემ-ხაჭოს კარაქით. საკუთარი ხელით მომზადებული ასეთი დესერტი ნებისმიერ მაღაზიაში ნაყიდს დაჩრდილავს.
მის მომზადებაზე საათზე ნაკლები დრო დაგჭირდებათ. ყველაფერი ძალიან მარტივია: გააკეთეთ ისე, როგორც რეცეპტში არის აღწერილი და თქვენ იდეალური რულეტი გამოგივათ! ასეთ დელიკატესი ჩაისთან საუკეთესო მისაყოლებელი იქნება.
ბისკვიტის რულეტი სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 4 ს/კ ძალიან ცხელი წყალი
- 120 გრ შაქარი
- 70 გრ ფქვილი
- 50 გრ კარტოფილის სახამებელი
- 1 ჩ/კ ცომის გამაფხვიერებელი
- 200 გრ რბილი ხაჭო
- 100 გრ არაჟანი 30 %-იანი
- 100 გრ კარაქი
- 5 ს/კ მოხარშული რძე
მომზადება:
1.ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. ხელით ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს შეურიეთ.
2.ცალკე ჭურჭელში კვერცხი ათქვიფეთ და მიქსერით ცხელ წყალში მსხვილი ბუშტების გაჩენამდე ამოიყვანეთ. შაქარი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. შემდეგ ფქვილის მასა დაუმატეთ და კოვზით აურიეთ.
3.პერგამენტის ქაღალდს ცხიმი წაუსვით, ცომი გადაიტანეთ და ღუმელში 12 წუთით გამოაცხვეთ.
4.სანამ ბისკვიტი ცხვება, კრემი მოამზადეთ. ამისთვის ხაჭო არაჟანთან, მოხარშულ რძესთან და კარაქთან ერთად ერთმანეთს აურიეთ. მიქსერით ან ბლენდერით ამოიყვანეთ და ნარევი მაცივარში შეინახეთ.
5.მზა ბისკვიტი ღუმელიდან გამოიღეთ, შაქრის ფხვნილ მოყრილ პირსახოცზე გადმოაბრუნეთ და რულეტი პირსახოცთან ერთად დაახვიეთ. რამდენიმე წუთით გააგრილეთ.
6.გაგრილებული ფენა ფრთხილად გაშალეთ, შიგთავსი წაუსვით, კვლავ დაახვიეთ, საკვები ცელოფანი გადაახვიეთ და მაცივარში 2 საათით გააჩერეთ.
7.შეგიძლიათ რულეტს შოკოლადი ან შაქრის ფხვნილი გასაფორმებლად მოაყარეთ. მზა დესერტი დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
რედაქციის რჩევა
თუ თქვენ საცხობ ქაღალდს იყენებთ, აუცილებლად უნდა მცენარეული ზეთი ან კარაქი უნდა წაუსვათ. შემდეგ ფქვილი უნდა მოაყაროთ, ზედმეტი ფქვილი ჩამოფერთხეთ, ცომი დაასხით, გაასწორეღ და შემდეგ ბისკვიტი გამოაცხვეთ. მზა ფენა სუფთა სამზარეულოს პირსახოცზე დაფარებულ პერგამენტის ქაღალდზე გადმოიტანეთ. ქაღალდი ოდნავ დაასველეთ და მოაშორეთ, სანამ ბისკვიტი ცხელი არის. ეს მეთოდი ოდნავ დამწვარი ფენის მოშორებაში დაგეხმარებათ.
გემრიელი ბისკვიტის რულეტი ისეთივე ნაზი და ჰაეროვანი გამოდის, როგორ საშობაო ფიფქი! ბავშვები ვერც მიხვდებიან, რომ რულეტში მათთვის საძულველი ხაჭო არის!
როგორც ხედავთ, ლამაზი დესერტის მომზადება რთული სულ არ არის!
თუ თქვენ მოგეწონათ ბისკვიტის რულეტის სახლის პირობებში მოსამზადებელი ეს მარტივი რეცეპტი, აუცილებლად შეინახეთ და მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.