გაეროს კვლევის მიხედვით, ოზონის ფენა ნელა, მაგრამ აღდგენის პროცესშია.
ოზონის ფენა ატმოსფეროში მზის საშიში რადიაციისგან გვიცავს. ოზონის ფენაში „ხვრელი“ პირველად 1980 წელს ანტარქტიდის თავზე აღმოაჩინეს. ითვლება, რომ ხვრელი ატმოსფეროში მავნე ქიმიური ნივთიერებების მოხვედრის შედეგად გაჩნდა.
ოზონის შრის გარღვევის გამო ჩვენთან ძლიერი ულტრაიისფერი სხივები ხვდება. ამან კანის კიბოთი დაავადებული ადამიანების რიცხვი გაზარდა. თავის მხრივ, ამან მწარმოებლების მიერ მავნე ქიმიური ნივთიერებების გადაყრის აკრძალვა გამოიწვია.
ამ შეზღუდვის წყალობით ოზონის შრემ აღდგენა დაიწყო.
და მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა ნელი პროცესით მიმდინარეობს – 10 წლის განმავლობაში მხოლოდ 3%-ის აღდგენა ხდება, ხვრელი შეიძლება სრულად 2060 წელს გაქრეს!
„ანტარქტიდის ოზონის ხვრელი ივსება, მაგრამ ჯერჯერობით ყოველწლიური კვლევა აჩვენებს, რომ ხვრელი ჯერ კიდევ არსებობს“ – ნათქვამია ანგარიშში.
„მონრეალის შეთანხმების შედეგად პოლარულ რეგიონში ოზონის შრის ძლიერი შემცირება თავიდან იქცა აცილებული“.
ასეთი კვლევები ყოველ 4 წელიწადში ტარდება, როგორც მონრეალის შეთანხმების ნაწილი. 1987 წელს ამ შეთანხმების მიხედვით, ტექნოგენური გაზები აკრძალეს, რომლეიც ოზონის შრეს ზიანს აყენებს. დაკვირვებების შედეგად ნათელი გახდა, რომ ეს გაზები ატმოსფეროდან ხანგრძლივი დროის შემდეგ ქრება.
მონრეალის შეთანხმების მიხედვით მთელი რიგი ოზონის დამანგრეველი ქიმიური ნივთიერებების გადაგდების აკრძალვა მოხდა. მათ შორის ქლოროფლორკარბონები, რომლებიც ადრე მაცივრების და აეროზოლის ბალონში ფართოდ გამოიყენებოდა.
ახლა მოსალოდნელია, რომ ოზონის შრის ხვრელი თანდათანობით აღდგენას გააგრძელებს და ფენის დონე დაუბრუნდება მდგომარეობას, როგორის 1980-იან წლებში ხვრელის გაჩენამდე იყო.
„მონაცემები აჩვენებს, რომ ოზონის შრის ზოგიერთი ნაწილი 2000 წლიდან 10 წლის განმავლობაში 1-3%-იანი სიჩქარით აღდგენილია“ – ნათქვამია გაეროს გარემოს დაცვისა და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში.
„პროგნოზის მიხედვით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შუალედურ განედში სრულად 2030 წელს აღდგენა, სამხრეთ ნახევარსფეროში 2050 წელს, პოლარულ რეგიონებში კი 2060 წელს“
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2000 წლიდან პირველად ოზონის ხვრელი როგორ ზომაში ასევე სისქეში შემცირდა.
მაგრამ კვლევებმა შეთანხმების დარღვევის ფაქტებიც გამოავლინა. ქიმიური ნივთიერებების ეტაპობრივი აკრძალვის მიუხედავად აღმოსავლეთ აზიაში ქიმიური ნივთიერებების წარმოება და გადაგება 2012 წლიდან გაზრდილია. ეს დანაშაულის ჩამდენი ქვეყნები ჯერ გამოვლენილი არ არის.
თქვენ უფრო პოზიტიური თუ ნეგატიური პროგნოზის გჯერათ? როგორ ფიქრობთ – ოზონთან მიმართებაში ყველაფერი დალაგდება?