გსურთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და გამოიყურებოდეთ მუდამ ახალგაზრდად? მაშინ ამ წუთიდანვე შეუდექით თქვენი ორგანიზმის გაწმენდას ტოქსინებისა და სხვა მავნე ნივთიერებებისგან, რაშიც ეს ხუთი პროდუქტი დაგეხმარებათ!
1. წითელი ჭარხალი
ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის: ცელულოზა, სპილენძი, ვიტამინ C და სასარგებლო მჟავეების ძალიან დიდი ჯგუფი, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელების პროცეს და ხოცავენ ბაქტერიებს კუჭ-ნაწლავში, ხოლო ლიპოტროპული ნივთიერება ”ბეტამინი”, რომლითაც ეს პროდუქტია გამდიდრებული, ეფექტურად ნდევნის ტოქსინებს ჩვენი ორგანიზმიდან. ჭარხალი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ორგანიზმის გაწმენდაში, არამედ გაგაახალგაზრდავებთ საგრძნობლად, რაც მასში შემავალი ფოლიუმის მჟავისა და კვარცის დამსახურებაა.
2. ხახვი
ხახვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი გახლავთ ფიტონციდი, რომელიც ინახევა ეთერზეთებში. ეს ნივთიერება ძალიან მალე ხოცავს ბაქტერიებსა და სოკოებს. გარდა ამისა, ხახვი ეხმარება ორგანიზმს საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებაში.
3. ნიორი
ნივრის სულ რაღაც ერთ კბილში თავმოყრილია 400 სასარგებლო კომპონენტი, რომელიც წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში და კლავს მულტიფორმული გლიობლასტომის უჯრედებს, რომლებიც იწვევს ტვინის სიმსივნეს. გარდა ამისა, ნივთიერება, რომელიც შედის ნივრის შემადგენლობაში, ანადგურებს ჰელიკობაქტერიას, ჭიებს, დიფტერიულ და ტუბერკოლიოზურ ჩხირებს.
4. კომბოსტო
საკვები ბოჭკოების წყალობით კომბოსტო მარტივად ნდევნის ორგანიზმიდან მძიმე მეტალებსა და ტოქსინებს. ასევე ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ორგანული მჟავეები, რომლებიც დადებითან მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე და არეგულირებს მიკროფლორას, ხოლო უიშვიათესი ვიტამინი ”U” ანადგურებს ჩვენი ორგანიზმისთვის საშიშ ნივთიერებებს და იღებს აქტიურ მონაწილეობას ვიტამინების სინთეზში.
5. ვაშლი
ეს ხილი არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, რასაც განაპირობებს მასში შემავალი პექტინი. სწორედ ეს ნივთიერება ნდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებსა და მავნე ნივთიერებებს. ვაშლი აუმჯობესებს მადას, დადებით გავლენას ახდენს კუჭის წვენის გამოყოფაზე და ანადგურებს პათოგენურ მიკროორგანიზმებს.
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა!