მოვამზადოთ ბრტყელი ღვეზელი „ჩუდუ“. ცომის 2 რეცეპტი, წყლით და რძით

24

ბრტყელი ღვეზელი “ჩუდუ” – თავდაპირველად დაღესტნის ეროვნულ სამზარეულოს ეკუთვნოდა. თუმცა, ახლა ასეთი ცომეული სხვადასხვა ქვეყანაში იძენს პოპულარობას. იტალიურ ფოკაჩიასთან ერთად “ჩუდუ” ჩვეულებრივი პურის შესანიშნავ შემცვლელად ითვლება. ცომი გამოდის რბილი და ჰაეროვანი. გარდა ამისა, არსებობს მომზადების რამდენიმე ვარიანტი. აირჩიე ის, რომელიც მოგწონს.

ცომის რეცეპტები “ჩუდუს” ბრტყელი ღვეზელისთვის

ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ “ჩუდუს” მომზადების ორ განსხვავებულ გზას: ტაფაზე და ღუმელში. ცომის ინგრედიენტები ოდნავ განსხვავებულია. “ჩუდუს” შიგთავსი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გემოვნების მიხედვით. ყველაზე პოპულარულია ხაჭო, მწვანილი, ფარში ან ყველი.

“ჩუდუ” წყლით

ინგრედიენტები:

  • 500გ ფქვილი;
  • 270 მლ თბილი წყალი;
  • 1 ჩ.კ. მარილი;
  • 130 გ კარაქი.

მომზადების წესი

  • 1. დასაწყისისთვის, გაცრილ ფქვილს შეურიეთ მარილი ღრმა ჭურჭელში და დაასხით თბილი წყალი. შემდეგ მოზილეთ ცომი. საკმაოდ მაგარი უნდა გამოვიდეს. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში.
  • 2. ცომის მთელი მასა გაყავით 12 ნაწილად. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ. შემდეგ გააბრტყელეთ და დადეთ მაგიდაზე. 6 ფირფიტაზე მოათავსეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი. შემდეგ გადააფარეთ დარჩენილი ფირფიტები და კიდეები შეკარით.
  • 3. გაზქურაზე დადგით მიწვის საწინააღმდეგო საფარის მქონე ტაფა, რომ გახურდეს. “ჩუდუ” შეწვით ზეთის გარეშე, ოქროსფერი კანის მიღებამდე. როდესაც მზად იქნება, წაუსვით კარაქი. მზადაა!

“ჩუდუ” რძით

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე;
  • 500-600 გ ფქვილი;
  • 1 ჩ.კ. შაქარი;
  • მწიკვი მარილი;
  • 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი;
  • 50 გ კარაქი;
  • 1 კვერცხის გული.

მომზადების წესი

  • 1. პირველ რიგში, რძე გამოიღეთ მაცივრიდან იმისთვის, რომ ოთახის ტემპერატურამდე გათბეს, ან ოდნავ გაათბეთ გაზქურაზე. ცალკე ჯამში გადაიტანეთ წინასწარ გაცრილი ფქვილის ნახევარი, საფუარი, მარილი და შაქარი. დაასხით რძე და მოზილეთ ცომი. გაადნეთ კარაქი და ასევე დაამატეთ ამავე ჭურჭელში. ცომი საკმაოდ თხევადი უნდა იყოს. დააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
  • 2. ამის შემდეგ დაამატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ უფრო მკვრივი ცომი. მთელი მასა გაყავით 4 თანაბარ ნაწილად. ცომები ჯერ დაამრგვალეთ და შემდეგ თხელ ფენად გააბრტყელეთ. როგორც წინა რეცეპტში, ერთ-ერთ ფენაზე მოათავსეთ შიგთავსი და გადააფარეთ მეორე, გვერდები დაამაგრეთ.
  • 3. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და “ჩუდუს” ღვეზელები ზედ გადაიტანეთ. შემდეგ თითოეულს წაუსვით კვერცხის გული ფუნჯის გამოყენებით, რათა გამოცხობისას მადისაღმძვრელი ოქროსფერი კანი გაჩნდეს. გამოაცხვეთ “ჩუდუ” 180 გრადუსზე. შეამოწმეთ ცომის მზადყოფნა ჩხირით. ვინაიდან ცომი თხელია, ჩვეულებრივ, როცა ქერქი დაიბრაწება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ღვეზელები მზად არის.

როგორც ხედავთ, არაფერია რთული “ჩუდუს” მომზადებაში. ეს ორი რეცეპტი დაგეხმარებათ ყოველდღიური მენიუს უჩვეულო ღვეზელებით გამრავალფეროვნებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს