გამოვაღვიძოთ თმის ფოლიკულები, რომლებიც არ იზრდება

328

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბევრი ადამიანი ოცნებობს ლამაზ, ხშირ და მბზინვარე თმაზე. თუმცა, ყველას არ შეუძლია დაიკვეხნოს ბუნების ასეთი საჩუქრით. თმის მდგომარეობა და სიხშირე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არა მხოლოდ გენეტიკაა მთავარი, არამედ თმაზე ზრუნვაც. ხშირად სწორედ ამ უკანასკნელის ნაკლებობა უშლის ხელს ოცნების ასრულებას. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა გამოაღვიძოთ თქვენი თმის ფოლიკულები, რათა თმა უფრო ხშირი გახდეს.

როგორ გავაღვიძოთ თმის ფოლიკულები ზრდის სტიმულირებისთვის

ბევრ ადამიანს თავზე აქვს ადგილები, სადაც თმა საერთოდ არ იზრდება. ამის გამო ჩნდება მცირე გამელოტებული ადგილები. ხშირი თმის მქონე ადამიანებიც კი არ არიან დაზღვეული ამისგან. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებში თმის ფოლიკულები არ არის. ისინი შეიძლება უბრალოდ “მიძინებული” იყოს. თუ სწორად გააღვიძებთ თმის ფოლიკულებს, შეძლებთ გაააქტიუროთ თმის ზრდა მოცემულ ნაწილში. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც თმის ზრდის სტიმულირებაში დაგეხმარებათ.

თავის მასაჟი

უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ თავის მასაჟი დადებითად მოქმედებს თმის ზრდაზე. ის არ საჭიროებს სპეციალურ მოწყობილობებს, თუმცა მათი ნახვა საკმარისი რაოდენობით შეიძლება ინტერნეტში. თავის თმიანი ნაწილი უნდა დაიმასაჟოთ შუბლიდან თავის უკანა მიმართულებით. მოძრაობები არ უნდა იყოს ძალიან უხეში და მკვეთრი, რათა არსებული თმა არ დაზიანდეს. ჩაუნაცვლეთ ერთმანეთს ნაზი მასაჟი და მსუბუქი დაწოლა თავის კანზე. ამ გზით ხდება სისხლის ნაკადის სტიმულირება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ფოლიკულების კვებას. მიძინებულმა თმამ, სასარგებლო ნივთიერებების მიღების შემდეგ, შეიძლება ზრდა დაიწყოს.

კვება და ვიტამინები

დაბალანსებული რაციონი გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა პროცესზე. როდესაც სისხლში არ არის საკმარისი ვიტამინები და აუცილებელი მიკროელემენტები, ეს ძლიერ აისახება ადამიანის გარეგნობაზე. თმა კარგავს სიძლიერეს, იწყებს ცვენას და ხუნდება, ხოლო ცვენის შემდეგ ახალი თმა საერთოდ უარს ამბობს ზრდაზე. ადამიანმა უნდა დაიცვას ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების ბალანსი და მიიღოს საკმარისი რაოდენობის კალორიები დღეში. თმის ბზინვარებისა და სიძლიერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავეების, ასევე A, E და C ვიტამინების შემცველი საკვების მიღება.

მოვლის საშუალებები

რა თქმა უნდა, ყველა ირჩევს შამპუნებსა და ნიღბებს საკუთარი თმისა და თავის კანის ტიპის მიხედვით. თუმცა, ამ პროდუქტებში არის რამდენიმე კომპონენტი, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თუ გსურთ თქვენი თმის ფოლიკულების გაღვიძება:

  • არგანის ზეთი;
  • ჟენშენის ექსტრაქტი;
  • კამელიას ზეთი;
  • სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები.

არ დაგავიწყდეთ, რომ დაბანის შემდეგ თმას უნდა აცადოთ გაშრობა. სველი თმის დავარცხნამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ფოლიკულების ამოგლეჯა. რადგან თბილი წყლის ზემოქმედების შედეგად ფორები რბილდება და ფოლიკულები დაუცველი ხდება. ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ პროდუქტების გამოყენების შემდეგ თმა გრილი წყლით ჩამოვიბანოთ.

ხალხური საშუალება თმის ფოლიკულების გასაღვიძებლად

შესაძლოა გსმენიათ ნიკოტინის მჟავას დადებითი ეფექტის შესახებ თმის ზრდაზე. ის ხელს უწყობს მიძინებული ბოლქვების გააქტიურებას. სახლის პირობებში შეგიძლიათ ამ პროდუქტით ნიღბის მომზადება.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხის გული;
  • ნიკოტინის მჟავას 1 ამპულა;
  • 2 ჩ.კ. ბირკავას ზეთი.

მომზადების წესი

  • 1. პატარა ჭურჭელში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თმის შამპუნით დაბანის შემდეგ ნიღაბი ძირებზე წაისვით და მსუბუქად შეიზილეთ.
  • 2. ამის შემდეგ დაიფარეთ სპეციალური შხაპის ქუდი ან უბრალო პოლიეთილენის ცელოფანი და ზემოდან პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ ეს ხალხური საშუალება თავზე – 40 წუთის განმავლობაში.
  • 3. შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით. თუ ამის შემდეგ სადმე წასვლას აპირებთ, გირჩევთ, კიდევ ერთხელ დაიბანოთ თმა მცირე რაოდენობით შამპუნით, რადგან ბირკავას ზეთის გამო შესაძლოა თმა ცხიმიანი მოგეჩვენოთ.

ექიმის კონსულტაცია

თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი თმის ფოლიკულების გაღვიძებისა და თმის ზრდის გასააქტიურებლად არ დაგეხმარებათ, მიმართეთ ტრიქოლოგს. ეს ექიმი დაგეხმარებათ გაარკვიოთ რაში მდგომარეობს პრობლემა, დაგინიშნავთ საჭირო ანალიზებს და ადეკვატურ მკურნალობას. ზოგჯერ თმის ცვენა შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი. ტრიქოლოგი ასევე გირჩევთ ეფექტურ კოსმეტიკურ პროცედურებს.

 

ახლა უკვე თქვენ იცით, რა გზებით შეგიძლიათ გააღვიძოთ თმის ბოლქვები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ იზრდება. თმისა და სკალპის სწორი მოვლა აუცილებლად დაგეხმარებათ მისი ვიზუალისა და სისქის გაუმჯობესებაში. ასევე გახსოვდეთ სწორი კვების მნიშვნელობის შესახებ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს