ეს კერძი ფრანგული სამზარეულოს კლასიკაა. მაგრამ ის შიგნიდან უფრო საინტერესოა. ერთი გასინჯა საკმარისია, რომ ძალიან შეგიყვარდეთ. არაჩვეულებრივი არომატი აქვს და პირდაპირ დნება თქვენს პირში.
ჩვენ დღეს გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ ის ისე, რომ იყოს წვნიანი, გემრიელი და დაიპყროს ყველას გული.
მასალები:
- 350 გ ფარში
- 100 გრ მყარი ყველი
- 1 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- 5 კვერცხი
- 5 ს.კ. რძე
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
1. ხახვი და ნიორი შეურიეთ ბლენდერის დახმარებით.
2. შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი და პილპირი გემოვნებით.
3. გახეხეთ ყველი და შეურიეთ ფარშს.
4. ცალკე გატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე და მარილი. მოამზადეთ ბლინები.
5. ბლინები გამოაცხეთ ტაფაზე. ამ ინგრედიენტებით თქვენ 5 ბლინის გამოცხობას შეძლებთ.
6. ფარში გაყავით 5 ნაწილად, შემდეგ დაუმატეთ უკვე მომზადებულ ბლინებს.
7. საცხობ ფურცელზე მოასხით მცენარეული ზეთი, დააწყეთ ბლინები და გამოაცხეთ 30 წუთით. ღუმელი უნდა იყოს 180 გრადუსზე.
მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. ის დაიპყრობს თქვენი სტუმრის გულებს. თუ მოგეწონათ გაუზიარეტ თქვენს მეგობრებსაც.