სასუქი, რომელიც უნდა მივცეთ პეონს, მსხვილი და ფუმფულა ყვავილებისთვის

30

გაზაფხული არის წელიწადის დრო, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდებით. ამ პერიოდში განსაკუთრებულ სიამოვნებას გვანიჭებენ ყვავილები, რომლებიც თბილი ამინდების დადგომას გვაუწყებენ. გაზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყვავილია – პეონი. კაშკაშა ფერები და არაჩვეულებრივი არომატი განაპირობებს იმას, რომ პეონს რგავენ ქალაქებშიც და სოფლებშიც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა სასუქი უნდა მივცეთ პეონს, მსხვილი და ფუმფულა ყვავილების მისაღებად.

ამ პრობლემას რამდენიმე წლის წინ გადავეყარე, როდესაც ეს ყვავილი აგარაკზე გავაშენეთ. პეონი ძალიან მიყვარს და ამიტომ სწორედ ამ ყვავილის დარგვა გადავწყვიტე პირველ რიგში. მაგრამ ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, პეონის ბუჩქები არც თუ ისე ლამაზად გაიზარდა. აგარაკზე მეზობელმა მითხრა, რომ ამის მიზეზი იყო გარკვეული სასუქი, რომელიც ყვავილებს ძალიან სჭირდება.

რა სასუქი მივცეთ პეონს, მსხვილი და კაშკაშა ყვავილებისთვის

ჯიშის მიხედვით, პეონი ყვავილობას იწყებს მაისის შუა რიცხვებში და ამთავრებს აგვისტოს დასაწყისში. ამრიგად, ამ ყვავილებს შეუძლიათ გაგვახარონ მთელი თბილი სეზონის განმავლობაში. პეონებზე ზრუნვა ჩვენგან გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს. თუ ამ ყვავილებს სწორად გამოვკვებავთ ზრდის პერიოდში, მაშინ ყვავილობისას ისინი აუცილებლად გაგვახარებენ თავიანთი სილამაზით.

რა სასუქი მივცეთ პეონს

1. ვინაიდან პეონს ძალიან უყვარს წყალი, ისინი კარგად უნდა მოირწყოს. ეს უნდა გაკეთდეს ნადგომი წყლით. სასურველია, წყალი იყოს თბილი. მორწყვის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეიძლება პეონის ქვეშ მიწის გაფხვიერება.

2. ყველაზე ეფექტურად მუშაობს რკინის, მაგნიუმის და აზოტის შემცველი სასუქები. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპლექსური სასუქის სახით, ასევე ცალკე, ბუჩქის ქვეშ მიწასთან შერევით. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება თუ ამ სასუქებს წყალთან ერთად შევიტანთ. ამ გზით ისინი ბევრად უფრო სწრაფად მიაღწევენ ფესვებს, რაც მცენარის ზრდას უფრო აქტიურს გახდის.

3. ზრდის ეტაპზე რეკომენდებულია ბუჩქების მორწყვა კალიუმის პერმანგანატის ხსნარით. ის უნდა განზავდეს 2 გრამის ოდენობით – 10 ლიტრ წყალზე. ამ ხსნარით ბუჩქის მორწყვა აჩქარებს კვირტებისა და ფესვების ზრდას. გარდა ამისა, კალიუმის პერმანგანატი იცავს ბუჩქებს ნაცრისფერი ლპობის გავრცელებისგან და ახდენს ნიადაგის დეზინფექციას.

4. ხის ნაცარი შესანიშნავი სასუქია პეონისთვის. მის შემადგენლობაშია უამრავი მიკროელემენტი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია პეონის ზრდისა და ყვავილობისთვის. ნაცარი შეგიძლიათ დაყაროთ უშუალოდ ბუჩქის ქვეშ. ნაცრის შეტანის შემდეგ ნიადაგი უნდა გააფხვიეროთ და მორწყოთ.

გარდა ამისა, ნაცრით უნდა მორწყოთ ბუჩქებიც. ამისთვის, ერთი ჭიქა ნაცარი უნდა გახნათ 2 ლიტრ წყალში, ადუღოთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაწუროთ. მიღებულ ნარევს უნდა შეურიოთ წყალი ისე, რომ 10 ლიტრი მიიღოთ. ამ წყლით უნდა მორწყოთ ბუჩქი მთლიანად, ფოთლებთან ერთად.

5. კიდევ ერთი ეფექტური საშუალება პეონის გასაზრდელად არის ობი. დაობებული ბოსტნეული და ხილი უნდა მოათავსოთ შუშის ჭურჭელში, დაასხათ წყალი და გააჩეროთ რამდენიმე საათით. ეს წყალი ბუჩქების მოსარწყავად გამოიყენება.

პურის სასუქი პეონისთვის

პეონის სასუქებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია პურს. დიახ, სწორედ ორცხობილასგან დამზადებულ სასუქს შეუძლია პეონის ბუჩქის გაძლიერება. ეს სასუქი მცენარეს აზოტით ამდიდრებს. ასეთი სასუქის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხორბლის, ასევე ჭვავის ორცხობილა. ყველაზე მარტივი მეთოდია – პეონის ბუჩქის ქვეშ დასველებული ორცხობილას მიწასთან შერევა. ეს უნდა გაკეთდეს გაზაფხულზე, პირველი ყლორტების გამოჩენასთან ერთად.

ორცხობილასგან უფრო სერიოზული სასუქის მომზადებაც შეიძლება. მის მოსამზადებლად, უნდა აიღოთ ერთი მუჭა ორცხობილა და დაასხათ თბილი წყალი. ორცხობილას უნდა დააფაროთ თავსახური და ზემოდან წონა დაადოთ. დატოვეთ თბილ ადგილას 7 – 14 დღის განმავლობაში. ამასობაში პურის მასა დუღილს დაიწყებს. როდესაც თეთრი ქაფი და უსიამოვნო დამახასიათებელი სუნი გაქრება, ესე იგი, სასუქი მზად იქნება. ის უნდა გააზავოთ წყლით 1:1 თანაფარდობით და გამოიყენოთ მოსარწყავად.

ახლა თქვენ უკვე იცით, რა სასუქი უნდა მისცეთ პეონს, რომ მცენარემ თავისი ლამაზი ყვავილებითა და არომატით გაგახაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს