მუსის ნამცხვარი კარამელით. უკეთესი, ვიდრე კაფეში

26

ნაზი დესერტების მოყვარულთათვის რთულია შეარჩიო უფრო შესაფერისი რამ, ვიდრე მუსის ნამცხვარი. ამ დესერტს, საკუთარი მსუბუქი ტექსტურის წყალობით გააჩნია გამოხატული, მაგრამ ნაზი გემო. ამას გარდა, ამ ნამცხვრის კარამელის შიგთავსი ძალიან უხდება ყავას, ჩაის და სხვა სასმელებს. ამ დესერტის მომზადება ძალიან მარტივია. სწორედ მის რეცეპტს წარმოგიდგენთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.

ამ დესერტის რეცეპტი კულინარიულ კურსებზე აღმოვაჩინე. ვინაიდან ძალიან მიყვარს მუსის ნამცხვარი, კაფეებში და საკონდიტროებში მუდმივად მას ვუკვეთავდი. ყოველთვის მეგონა, რომ ამ დესერტის მომზადება ძალიან რთული იყო და დიდი დრო სჭირდებოდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც გავიგე, რომ მისი მომზადება არც ისე რთულია. ახლა ამ დესერტს რეგულარულად ვამზადებ.

მუსის ნამცხვარი კარამელის შიგთავსით

მუსის ნამცხვრის მომზადება შეიძლება არა მხოლოდ კარამელის, არამედ სხვა შიგთავსითაც. მაგრამ მე მომწონს სწორედ კარამელი, რადგან, ჩემი აზრით, ის ყველაზე მეტად უხდება ნაზ, ჰაეროვან შიგთავსს.

მუსის დესერტის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 250გ ნაღები;
  • 100 გ რძე;
  • 310 გ თეთრი შოკოლადი;
  • 8 გ ჟელატინი;
  • 40 გ წყალი;
  • 250 გ ცხიმიანი ნაღები;
  • 45 გ მცენარეული ზეთი;
  • კარამელის შიგთავსი.

მომზადების წესი

1. დავიწყოთ მუსის მომზადებით. ამისთვის, ჟელატინს უნდა დაასხათ წყალი და დააყოვნოთ რამდენიმე წუთით, მოცულობაში მომატებისთვის. ამ დროის განმავლობაში აადუღეთ რძე. გადმოდგით რძე ცეცხლიდან და დაამატეთ აფუებული ჟელატინი. კარგად აურიეთ, რათა ჟელატინი კარგად გაიხსნას.

2. შემდეგ, აიღეთ 160 გ თეთრი შოკოლადი და დაამატეთ რძიან მასას. ბლენდერის მეშვეობით, შოკოლადი ერთგვაროვან მასად აქციეთ და ნარევი გააგრილეთ 40 გრადუსამდე. ნაღები მსუბუქად ათქვიფეთ, რათა შეინარჩუნოს თხევადი კონსისტენცია. ათქვეფილი ნაღები შეურიეთ შოკოლადის და რძის მასას.

3. ამის შემდეგ დაიწყეთ ნამცხვრების ფორმირება. ამისთვის, თითოეული ფორმა ნახევრად შეავსეთ მუსით. ფორმები გასაცივებლად მაცივარში მოათავსეთ 15 – 20 წუთის განმავლობაში.

4. ამ ნამცხვრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკულად ნებისმიერი შიგთავსი, მაგრამ მე უპირატესობას ვანიჭებ სახლურ კარამელის. მუსის გაციების შემდეგ, თითოეულ ფორმაში 1 ჩ/კ შიგთავსი დაამატეთ. შიგთავსის ზემოდან დაამატეთ მუსის ფენა, ფორმის გავსებამდე. ნამცხვრები გასაცივებლად მოათავსეთ საყინულეში – 6 საათის განმავლობაში.

5. მინანქრის მოსამზადებლად დარჩენილი შოკოლადი და მცენარეული ზეთი ერთ თასში შეურიეთ. გააცხელეთ ნარევი 32-34 გრადუს ტემპერატურამდე, მუდმივი მორევით.

6. გაყინული ნამცხვრები სათითაოდ ამოავლეთ მინანქარში. აცადეთ მინანქარს გაციება და შემდეგ ნამცხვარი კარამელის ბადით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!

მუსის ნამცხვარი შეგიძლიათ მოამზადოთ დღესასწაულისთვის ან ჩვეულებრივ დღეებში გაახაროთ საკუთარი თავი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს