ხასიათის საიდუმლოებების ტესტი. შეხედეთ სურათს და გაარკვიეთ

160

ყველაზე რთული სამუშაო – საკუთარ თავზე მუშაობაა. ეს რომ უკეთ შევძლოთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საკუთარი ხასიათის თავისებურებების შესახებ. ამისთვის, შეგიძლიათ დიდხანს და გულმოდგინედ იმუშაოთ ფსიქოლოგებთან და ქოუჩებთან ერთად და უამრავი დრო და ფული დახარჯოთ. მაგრამ, ამასთანავე, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ მარტივი ტესტი, რომელიც თქვენი ხასიათის საიდუმლოებებს გამოავლენს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი ტესტი – დაგეხმარებათ გაიგოთ, ცხოვრების რომელ სფეროებზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება.

მოცემულ ტესტს ჩემი ფსიქოლოგი მეგობრის წყალობით გავეცანი. სწორედ მას იყენებს იგი ერთ-ერთ პირველ კონსულტაციაზე ახალ კლიენტებთან, რომლებიც მას თერაპიისთვის მიმართავენ. ეს ტესტი ეხმარება ადამიანს უკეთ გაიგოს თავისი შინაგანი ორიენტირები და სურვილები. და თუ თქვენც გსურთ უკეთ გაერკვიოთ საკუთარ ხასიათში, გირჩევთ, ეს მარტივი ტესტი გაიაროთ.

ხასიათის საიდუმლოებების ტესტი

ამ ტესტის თავისებურება ის არის, რომ ის ძალიან მარტივია. საკმარისია, ყურადღებით დააკვირდეთ სურათს. პირველი, რასაც დაინახავთ, იქნება ტესტის გასაღები. მაშ, რა შენიშნეთ სურათზე პირველ რიგში?

ბავშვი

თუ სურათზე, პირველ რიგში, ბავშვი დაინახეთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, დიდი ალბათობით, თქვენ მოგწონთ დროის გატარება სიმარტოვეში. თქვენ არ გაწუხებთ მარტო ყოფნა, რადგან დამოუკიდებლად შეგიძლიათ საკუთარი თავის რაიმეთი დასაქმება. წიგნების კითხვა, სეირნობა, მედიტაცია და მუსიკის მოსმენა არის საკუთარი თავის უკეთ გაგების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, თქვენს ცხოვრებაში ადამიანებსაც აქვთ მნიშვნელობა, მაგრამ მარტო ყოფნას ნამდვილად არ განიცდით.

ხე

თუ პირველი, რაც სურათზე დაინახეთ, არის დიდი ხე, მაშინ შეგვიძლია ნამდვილი ავანტიურისტი გიწოდოთ. თქვენ არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება, რადგან მსოფლიოში ხომ ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო და უცნობი რამ არის. აქტიურობა და დამოუკიდებლობა თქვენი მეორე სახელია. გიყვართ ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთანაც ყოველთვის მოძებნით სალაპარაკოს. რისკის გადაჭარბებულმა სიყვარულმა შეიძლება ზოგჯერ თქვენს საზიანოდ იმოქმედოს, ამიტომ მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ ხანდახან ცივი გონების გამოყენება.

შეყვარებული წყვილი

თუ სურათზე შეყვარებული წყვილი დაინახეთ, მაშინ შეიძლება ჩაითვალოთ ადამიანად, რომელიც ძალიან აფასებს ადამიანებთან ურთიერთობას. თქვენ ძალიან გიყვართ თქვენი მეგობრები, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა გყავთ. თქვენი აზრით, მეგობრობაში მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. არ გიყვართ დიდი კომპანიები, ვინაიდან ძალიან მტკივნეულად აღიქვამთ კრიტიკას. თქვენ ურთიერთობთ მათთან, ვისაც ნამდვილად შეგიძლაით ანდოთ საკუთარი სული.

ქალაქის სილუეტი ტბის სანაპიროზე

მათ, ვინც სურათზე შორს ტბა და ქალაქი შენიშნა, შეიძლება ნამდვილი რომანტიკოსები ეწოდოთ. ასეთი ადამიანებისთვის გულის ხმა ყველაზე ხმამაღალი და მნიშვნელოვანია. მათ აქვთ ძალიან განვითარებული ინტუიცია, რის გამოც ხშირად ნამდვილ იღბლიანებს უწოდებენ. ამ თვისების სწორად გამოყენებით, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა. მთავარია, საკუთარი ნიჭი სამყაროსა და ხალხის საკეთილდღეოდ გამოიყენონ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ხასიათის საიდუმლოებების ამოცნობის ტესტი – საკუთარი თავის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს