საქონლის ხორცის ჩაშუშული. უხეში ხორცი რბილი და ნაზი გახდება

522

რაც არ უნდა გამოცდილი დიასახლისები ვიყოთ, თითოეულ ჩვენგანს მაინც აქვს საკუთარი სუსტი მხარეები კულინარიაში. ჩემთვის ასეთი სუსტი წერტილი ყოველთვის იყო საქონლის ხორცი. რამდენჯერაც არ უნდა მეცადა მისი მომზადება, ყოველთვის უხეში და არა მადისაღმძვრელი გამოდიოდა. ერთხელ გავსინჯე კერძი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი აზრი ამ ხორცთან დაკავშირებით. და ეს კერძი არის – ჩაშუშული საქონლის ხორცი.

ამ რეცეპტს მთაში დასვენების დროს გავეცანი. ერთ-ერთ ადგილობრივ რესტორანში გავიგე, რომ საქონლის ხორცი შეიძლება იყოს საოცრად ნაზი. აღმოჩნდა, რომ იმ მხარეს საქონლის ხორცის ჩაშუშული ძალიან პოპულარული კერძია და მას თითქმის ყველა ოჯახში ამზადებენ. ეს დამეხმარა უპრობლემოდ გამეგო რეცეპტი, რომელსაც ვივიენის დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ.

საქონლის ხორცის ჩაშუშული: ნაზი და წვნიანი

ამ კერძს რამდენიმე უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და გაზქურასთანაც ნაკლები დროის გატარება მოგიწევთ. გარდა ამისა, ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უხეში და არც ისე ახალი ხორცი. ნებისმიერ შემთხვევაში, მზა ხორცი რბილი და ნაზი იქნება.

ჩაშუშული ხორცის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ საქონლის ხორცი;
  • 400 გ ხახვი;
  • 100 გ ერბო;
  • 50 მლ წყალი;
  • 2-4 კბილი ნიორი;
  • 1–2 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი;
  • 1 ს.კ. მარილი.

მომზადების წესი

1.პირველ რიგში, ხორცი უნდა გარეცხოთ და დაჭრათ მსხვილ ნაჭრებად.

2. შემდეგ უნდა დაჭრათ ხახვი – ნახევარრგოლებად.

3. მოამზადეთ ჭურჭელი, რაშიც ხორცს მოამზადებთ. ამისთვის საუკეთესოდ გამოდგება სქელკედლიანი ქვაბი. ხორცის ნაჭრები თანაბარ ფენად მოათავსეთ ჭურჭლის ძირში. ხორცის ზემოდან მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და თანაბრად გადაანაწილეთ ხორცის ზედაპირზე.

4. ხახვს ზემოდან დაადეთ ერბო. თუ არ გაქვთ, მაშინ ჩვეულებრივი ნაღების კარაქი გამოიყენეთ, მაგრამ ორმაგი რაოდენობის. ქვაბში ჩაასხით წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით საშუალო ცეცხლზე, ერთი საათის განმავლობაში.

5. საჭირო დროის გასვლის შემდეგ, შეგიძლიათ ქვაბს მოხადოთ თავსახური. თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი წვენი გამოუშვა ხახვმა და ხორცმა. შემდეგში ეს წვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სოუსი – გარნირისთვის.

6. სანელებლები სწორედ ამ ეტაპზე უნდა დაამატოთ. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი ნიორი. შეგიძლიათ სხვა სანელებლებიც დაამატოთ, თქვენი გემოვნებით. შეურიეთ ხორცს სანელებლები, დააფარეთ თავსახური და დადგით მინიმალურ ცეცხლზე – 2,5 საათის განმავლობაში.

7. მზა ხორცი ძალიან რბილი და ნაზი იქნება. ის შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე დღისთვის, რადგან მას შესანიშნავად უხდება ნებისმიერი გარნირი. სხვათა შორის, ასეთი ხორცი შეგიძლიათ ქილებშიც დააკონსერვოთ. მისი გემო ნარჩუნდება როგორც ცივ, ასევე ცხელ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, საქონლის ჩაშუშულის მომზადება ძალიან მარტივია, მისი გემო კი – არაჩვეულებრივი!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს