როგორ მოვამზადოთ “ფრიკადელკები” ხელების დასვრის გარეშე

94

რის მომზადება აღარ შეიძლება გატარებული ხორცისგან? ფრიკადელკები, გუფთა და კატლეტი – ყველასთვის საყვარელი საჭმელებია. იშვიათად თუ იტყვის ვინმე უარს ცხელ წვნიანზე ხორცის ბურთულებით ან გემრიელ ფრიკადელკებზე ნაღების სოუსში. რა აერთიანებს ყველა ამ ხორცის კერძს? უმეტეს შემთხვევაში, ისინი უნდა დამზადდეს დიდი რაოდენობით. ამავდროულად, გატარებული ხორცი აჭუჭყიანებს ხელებს და ეწებება სამუშაო ზედაპირს. აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მარტივია. როგორ მოვამზადოთ გუფთა, ფრიკადელკები და კატლეტები, წაიკითხეთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.

ხორცის ბურთულების დამზადების ყველაზე მოსახერხებელი გზა ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლია. უდავოა, გამოცდილი დიასახლისი ყველაფერს საკუთარი ხელებით გააკეთებს. თუმცა, ეს ხრიკი გენიალურად მარტივია და კარგ დიასახლისს არასოდეს ავნებს კარგი რჩევები.

როგორ დავამზადოთ მარტივად ერთი ზომის ფრიკადელკები

ხელების დასვრის გარეშე ფრიკადელკების დასამზადებლად, საჭიროა მარტივი მოწყობილობის აწყობა პლასტმასის ბოთლისგან. არ ინერვიულოთ, ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება! ამისათვის დაგჭირდებათ, მხოლოდ ბოთლი (1,5 ლიტრი მოცულობის) და მაკრატელი.

პირველ რიგში, ლიტრა ნახევრიან ბოთლს მოაჭერით ზედა ნაწილი, შემდეგ კი ბოთლი შუაზე გაჭერით.

შემდეგ გააკეთეთ სუფრის კოვზის ზომის ხვრელი.

მარტივი ხელნაკეთი მოწყობილობა მზად არის! ერთი ზომოს ფრიკადელკების დასამზადებლად, პლასტმასის მოწყობილობა ჩაყავით ფარშში. ამის შემდეგ ხორცის გამოყოფილი ნაწილი სველი კოვზით ამოიღეთ.

ხორცის ბურთულები გამოდის თანაბარი ზედაპირის და ერთი ზომის, რაც აადვილებს მოხარშვას და შეწვას. გარდა ამისა, ხვრელის დიამეტრიდან გამომდინარე, ხორცის ბურთულები შეიძლება გაკეთდეს როგორც პატარა, ასევე დიდი ზომის. ამიტომ, ამ გზით შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ფრიკადელკები, არამედ გუფთაც და კატლეტებიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს