თეთრი წინდების რეცხვის მეთოდი. გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი

39

მიკროტალღური ღუმელი გამოიყენება არა მხოლოდ საკვების გასათბობად. ამაში უკვე დიდი ხანია დარწმუნდნენ დიასახლისები, რომლებმაც იციან ბევრი სხვადასხვა ხრიკის ფასი. ისინი ხომ მიკროტალღური ღუმლის გამოყენებით ჭრიან ხახვს ცრემლების გარეშე, კანს აცლიან პომიდორს, სუნელებს უბრუნებენ არომატს და კაპუჩინოს ქაფის გაკეთებასაც კი ახერხებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კულინარიასთან არის დაკავშირებული. მაგრამ მიკროტალღური ღუმელი ასევე შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა ნივთისთვის მეორე სიცოცხლის მიცემაში: ტუშით დაწყებული – თეთრი წინდებით დამთავრებული. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაშ ასე, როგორ გავრეცხოთ თეთრი წინდები მიკროტალღურ ღუმელში?

შესაძლოა ეს შეუძლებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მეთოდი ნამდვილად ეხმარება ნივთების რამდენიმე ტონით გათეთრებას. ვინ იფიქრებდა, რომ ჩვეულებრივი მიკროტალღური ღუმელი, რომელიც თითქმის ყველას აქვს სამზარეულოში, ასეთ ფუნქციასაც შეასრულებდა! დროა გამოვიყენოთ ეს არატრადიციული მეთოდი.

როგორ გავრეცხოთ თეთრი წინდები მიკროტალღური ღუმლის გამოყენებით

ამ მეთოდის გამოყენებამდე ნივთები უნდა გაირეცხოს სარეცხი ფხვნილით. შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ გათეთრებაზე მიკროტალღური ღუმელის გამოყენებით. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთები ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გაირეცხება, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ქსოვილზე. თუ იცით, რომ ის პატარავდება, უმჯობესია ეს ხრიკი არ გამოიყენოთ.

პირველი ეტაპი

  • 1.თასში ჩაასხით თბილი წყალი. საფუძვლიანად ააქაფეთ წინდები საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენებით.
  • 2. წინდები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში და მჭიდროდ შეკარით.
  • 3. მოათავსეთ პარკი თეფშზე და შემდეგ მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში – 2 წუთის განმავლობაში, მაქსიმალურ სითბოზე. მნიშვნელოვანია! იმის გათვალისწინებით, რომ მიკროტალღური ღუმელების სხვადასხვა მოდელის სიმძლავრე განსხვავებულია, საჭიროების შემთხვევაში გაახანგრძლივეთ დრო კიდევ 1-2 წუთით.
  • 4. შეეხეთ ცელოფანს, რათა დარწმუნდეთ, რომ ნივთები ცხელია.

მეორე ეტაპი

  • 1. ჩაასხით თასში 3 ლიტრი ცხელი წყალი. დაუმატეთ 3 ს.კ. საკვები სოდა. საფუძვლიანად აურიეთ.
  • 2. ამ ხსნარში მოათავსეთ ცხელი სარეცხი და გააჩერეთ 1,5 – 2 საათის განმავლობაში.
  • 3. შემდეგ ნივთები ფხვნილით გარეცხეთ სარეცხ მანქანაში ან ხელით.

ამ ხელმისაწვდომი მეთოდით შეგიძლიათ ძლიერ დაბინძურებულ წინდებსაც კი დაუბრუნოთ ლამაზი თეთრი ფერი. ამიტომ, ამ ხრიკის გამოყენება სწორი არჩევანია, თუ არ გსურთ უზარმაზარი თანხების დახარჯვა მათეთრებელ საშუალებებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს