მოვაშოროთ ნადები სარეცხი მანქანიდან

281

ამ დროისთვის ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება სარეცხი მანქანის გარეშე. ის შეუცვლელი თანაშემწეა ნივთების სისუფთავის შენარჩუნებაში. საყოფაცხოვრებო ტექნიკის ეს ელემენტი ზოგავს დიდ დროს და ძალისხმევას. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს სარეცხი მანქანის მოვლა. სათანადო წმენდის გარეშე რეგულარულმა გამოყენებამ, შეიძლება მას ზიანი მიაყენოს. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ტექნიკის შეკეთება ან ახლის ყიდვა. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა იცოდეთ როგორ გაასუფთაოთ თქვენი სარეცხი მანქანა და გაზარდოთ მისი მომსახურების ვადა.

დასუფთავების მხოლოდ სამი ეფექტური მეთოდი საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ სარეცხი მანქანის შემკეთებლის ნომერი. მანქანის მუდმივი გაფუჭება აღარ იქნება თქვენი თავის ტკივილი. სარეცხი მანქანა რაც შეიძლება დიდხანს გაძლებს, თუ ნადების მოსაშორებლად გამოიყენებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში ჩამოთვლილ სასწაულმოქმედ პროდუქტებს.

როგორ მოვაშოროთ ნადები სარეცხი მანქანიდან: 3 მეთოდი

პირველი მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • 1 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი;
  • 2 თავსახური ქსოვილის დამარბილებელი;
  • 10 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება;
  • 40 გ ლიმონმჟავა;
  • 100 მლ წყალი.

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები:

  • 1.აიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი და აქციეთ ფხვნილად. დაამატეთ ლიმონმჟავა.
  • 2. ჩაასხით ქსოვილის დამარბილებელი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება და სუფთა წყალი.
  • 3. ნარევი კარგად ათქვიფეთ ქაფის წარმოქმნამდე.
  • 4. მომზადებული საშუალება ჩაასხით მანქანის დოლურაში. ჩართეთ სარეცხი მანქანა საჭირო ტემპერატურის არჩევით (60 გრადუსი).

მეორე მეთოდი

დაგჭირდებათ:

30 გ ლიმონმჟავა

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები:

  • 1.ჩაყარეთ მჟავა სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში.
  • 2. ჩართეთ მანქანა მაქსიმალურ ტემპერატურაზე.
  • 3. გამოიყენეთ ეს დასუფთავების მეთოდი სამ თვეში ერთხელ, არა უფრო ხშირად.

მესამე მეთოდი

დაგჭირდებათ:

  • 50 გ საკვები სოდა;
  • 50 მლ სუფთა წყალი;
  • 200 მლ ძმარი – 9%-იანი.

ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები:

  • 1.ჩაყარეთ სოდა ღრმა ჭურჭელში და შეავსეთ წყლით. კარგად აურიეთ.
  • 2. მიღებული ნარევი ჩაასხით სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში.
  • 3. ჩაასხით სუფრის ძმარი მანქანის დოლურაში.
  • 4. ჩართეთ მანქანა, აირჩიეთ მაღალი ტემპერატურა და მაქსიმალური რეცხვის ხანგრძლივობა.

მნიშვნელოვანია! ასეთი მეთოდები უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც დოლურა ცარიელია. ამ შემთხვევაში, თქვენი ტანსაცმელი არ გაფუჭდება და ნადები მოშორდება იმ დეტალებს, რომლებიც ძალიან ცხელდება რეცხვის დროს. ამასთან, თქვენ არ დაგჭირდებათ ძვირადღირებული საწმენდი საშუალებების გამოყენება, რადგან თქვენ შეგიძლიათ გაასუფთაოთ სარეცხი მანქანა ხელთარსებული საშუალებების გამოყენებით. ეს მეთოდები ბიუჯეტურია, სწრაფი და ეფექტური!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს