ნამწვი უჟანგავი მეტალის ქვაბზე. როგორ მოვაშოროთ

210

როდესაც მაღაზიაში შეძენილი საწმენდი საშუალებები ვერ უმკლავდებიან თავიანთ ამოცანას, ჩვენ ხალხური საშუალებების გამოყენება გვიწევს. ისინი გვეხმარებიან ცხიმოვანი ნადების და ნამწვის მოშორებაში უჟანგავი ფოლადის ქვაბებიდან. ისინი მუშაობენ მარტივად და ძალიან საიმედოდ!

სცადეთ, ვივიენის დღევანდელ სტატიაში აღწერილი ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება და ნახავთ, როგორ დაიბრუნებენ ქვაბები სისუფთავესა და კაშკაშა მბზინვარებას. ნამწვის ხელით ხეხვა არ დაგჭირდებათ. ღრუბლის ერთი მოძრაობა – და თითქოს ჭუჭყი არასდროს ყოფილა!

როგორ მოვაცილოთ ნამწვი უჟანგავი მეტალის ქვაბებიდან

ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტის გამოყენება

აიღეთ დიდი ქვაბი და ჩაასხით მასში წყალი. ქვაბი დადგით ცეცხლზე და წყალში მოათავსეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტი. დაელოდეთ, სანამ ხსნარი ადუღდება. შემდეგ გასაწმენდი ქვაბი მასში მოათავსეთ. შეამცირეთ ცეცხლი და გამორთეთ 15 წუთის შემდეგ. ქვაბი ამოიღეთ და მეორე ეტაპზე გადადით. გაციებას ნუ დაელოდებით. ნესტიანი ღრუბლის და საცხობი სოდის გამოყენებით, გაწმინდეთ ძლიერ დაბინძურებული ადგილები. ნამწვი ნაწილებად დაიშლება. გარეცხეთ ქვაბი და აღფრთოვანდით მისი სისუფთავით!

საკვები სოდისა და საპნის გამოყენება

ქვაბზე არსებული ნამწვის მოცილებაში ადუღება დაგვეხმარება. ჩაასხით ქვაბში წყალი, ჩაყარეთ სოდა და გახეხეთ საყოფაცხოვრებო საპნის პატარა ნაჭერი. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. სუფრის მარილი. ნარევი მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ცეცხლზე ერთი საათის განმავლობაში. მიღებულ ხსნარში მოათავსეთ გასაწმენდი ქვაბი და დატოვეთ მთელი ღამით. შემდეგ გაწმინდეთ ნესტიანი ღრუბლით და კარგად გარეცხეთ.

რძის შრატის გამოყენება

თუ ნამწვი ქვაბის ძირზეა, მაშინ რძის შრატი დაგეხმარებათ. ჩაასხით ქვაბში და გააჩერეთ 10-12 საათის განმავლობაში. დილით ქვაბი დაცალეთ და შეავსეთ სუფთა წყლით. ქვები დადგით ცეცხლზე. ადუღეთ მასში წყალი 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაღვარეთ და ქვაბი გარეცხეთ ღრუბლით, სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე.

ეს პროდუქტები დაგეხმარებათ ქვაბზე არსებული დაბინძურების ეფექტურად მოშორებაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, უკეთესია, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს. ჩვეულებად აქციეთ ქვაბის რეგულარულად გაწმენდა, არა მხოლოდ შიგნიდან, არამედ გარედანაც. არ დაივიწყოთ სახელურები, ნაკეცები და ჩაღრმავებები – და ბედნიერი იქნებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს