ხელნაკეთი საშუალება დივნებისა და ხალიჩების გასაწმენდად

103

მტვრის ტკიპები საზიზღარი მწერებია, რომლებსაც შეუძლიათ იარსებონ ავეჯის შალითებში, საბნებში, ბალიშებსა და ხალიჩებში. სამწუხაროდ, შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია იმის გაგება, რომ ახლა ესენი შენი ახალი თანამცხოვრებნი არიან. ისინი არ სვამენ სისხლს და არ კბენენ ადამიანებს. მაგრამ მტვრის ტკიპებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები თავიანთი სეკრეციით. შედეგი არის ხველა, ქავილი და გაღიზიანება. ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება როგორც მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საშუალებები, ასევე ხელნაკეთი პროდუქტები დივნებისა და სხვა რბილი ავეჯის გასაწმენდად.

ამ საშუალების დამზადება ძალიან მარტივია. სულ რაღაც 20 წუთის დახარჯვით, შეგიძლიათ შეიარაღდეთ ეფექტური საშუალებით, რომელიც დაგეხმარებათ სამ ასპექტში. ის საშუალებას მოგცემთ გაწმინდოთ ავეჯის ქსოვილები და ხალიჩები ჭუჭყისა და მტვრისგან. ასევე ეს პროდუქტი სასიამოვნო არომატს დატოვებს. გარდა ამისა, ის სირბილეს დაუბრუნებს ინტერიერის ნივთებს.

როგორ დავამზადოთ დივნებისა და ხალიჩების საწმენდი საშუალება

რა დაგჭირდებათ

იმისათვის, რომ დაამზადოთ ეფექტური საწმენდი პროდუქტი საკუთარი ხელით, თქვენ უნდა გამოიყენოთ ყველაზე იაფი ინგრედიენტები, რომლებიც ალბათ ყველა სახლშია. ერთი ლიტრი სუფთა წყალი, ექვსი დაფნის ფოთოლი და მესამედი ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი – ესენი არის ხელნაკეთი საშუალების მთავარი კომპონენტები, რომელსაც შეუძლია თქვენს ხალიჩებს და ავეჯს სიფაფუკე და სისუფთავე დაუბრუნოს.

დამზადების ინსტრუქციები

  • 1. ჩაასხით წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ დაამატეთ დაფქული დარიჩინი და დაფნის ფოთოლი.
  • 2. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი საფუძვლიანად. ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
  • 3. ქვაბი გადმოდგით გაზქურიდან. დაელოდეთ სანამ სითხე ოდნავ გაცივდება. ჩაასხით თბილი სითხე შესასხურებლიან ბოთლში.
  • 4. მიღებული ნარევი გადაანაწილეთ ხალიჩებსა და ავეჯზე. დატოვეთ 20 წუთის განმავლობაში.
  • 5. გამოიყენეთ მტვერსასრუტი ყველა ზედაპირზე, რომელზეც წაუსვით საწმენდი საშუალება.

გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად. თქვენ ნახავთ, რომ ნივთები გაცილებით რბილი გახდება, ბინა კი ყოველთვის სასიამოვნო არომატით იქნება სავსე. არავითარი მტვრის ტკიპები და ჭუჭყი თქვენს ავეჯსა და ხალიჩებზე. მხოლოდ სრულყოფილი სისუფთავე! და ეს ყველაფერი იაფი საშუალების წყალობით, რომლის მომზადებაც ყველას შეუძლია. ნუ დაივიწყებთ მოვლის შესახებ, რომელიც ინტერიერის ნივთებს სჭირდება. თქვენი სახლის სილამაზე და თქვენი ჯანმრთელობა ხომ უშუალოდ ამაზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს