მოვაშოროთ სუნი მაცივრიდან. 2 მეთოდი

83

მაცივარში არსებული სუნი დიდი უსიამოვნებაა ნებისმიერი დიასახლისისთვის. საკმარისია რაიმე გამოგრჩეთ: არ გადაყაროთ გაფუჭებული ბოსტნეული ან ყველი, დაგავიწყდეთ საკვების ცელოფნით დაფარვა ან კონტეინერში ჩადება… და აი, უკვე მაცივრის გახსნისას უსიამოვნო არომატი შეიგრძნობა.

მაგრამ, თუ მაცივარში სუნს იგრძნობთ, ნუ იჩქარებთ მთელი საკვების ამოღებას და მაცივრის გენერალურად დასუფთავებას. რა თქმა უნდა, გაფუჭებული პროდუქტის უბრალოდ გადაყრა საკმარისი არ არის. არომატი, სამწუხაროდ, მაშინვე არ გაქრება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა მოაშოროთ სუნი მაცივრიდან ხელთარსებული საშუალებებით!

როგორ მოვიშოროთ მაცივრიდან სუნი ხელთარსებული საშუალებებით

სოდა

ჩაყარეთ 150 გ სოდა ჭიქაში ან თეფშში და შედგით მაცივარში. ზედ არაფერი დააფაროთ. ეს პროდუქტი სწრაფად გაუმკლავდება უსიამოვნო სუნს. თუ სუნი ძალიან ძლიერი იყო, შეგიძლიათ ცოტა ხნის შემდეგ სოდა ახალი პორციით შეცვალოთ. პრობლემის მარტივი გადაწყვეტა!

ყავა

ყავა არის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის წინააღმდეგ ბრძოლაში. ის თითქმის ყველას აქვს სახლში. შესაფერისია როგორც ყავის მარცვლები, ასევე დაფქული ყავა. ანალოგიურად ჩაყარეთ ყავა რაიმე ჭურჭელში და შედგით მაცივარში. თუ მძაფრი სუნის მქონე საკვებს მაცივარში ხშირად ინახავთ, მაშინ ყავა ყოველ 2 კვირაში ერთხელ შეცვალეთ.

რა თქმა უნდა, სოდის ვარიანტი უფრო უნივერსალურია, რადგან ამ პროდუქტს სუნი არ გააჩნია. თუ მაცივრიდან სუნის მოშორებას ყავის გამოყენებით გადაწყვეტთ, მაშინ მზად უნდა იყოთ მაცივარში ყავის მსუბუქი არომატისთვის. თუმცა, ეს არომატი ყავის მოყვარულებს შეიძლება მოეწონოთ კიდეც!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს