როცა აკადემიკოს ალექსანდრ მიკულინს, ცნობილ ავიაკონსტრუქტორს, თვითმფრინავის ტურბოხრახნიანი და ტურბორეაქტიული ძრავის შემქმნელს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო, ის დაინტერესდა მეთოდით, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაივიწყოთ დაავადება და დიდხანს სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროთ.
ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო
აკადემიკოსმა მიკულინმა შექმნა ტანვარჯიში, რომელიც მარტივი ვარჯიშებისგან შედგებოდა, ეს თავისებური რყევები – იატაკზე ქუსლებით დაცემა იყო. ეს მეთოდი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ვენების დაცობას ხელს უშლის და არტერიულ წნევას არეგულირებს. ასევე აუმჯობესებს ტვინის მუშაობას: თავის სიმძიმის და ტკივილის კვალიც კი არ დარჩება.
სწორად დადექით, ფეხები შეაერთეთ, კბილები ერთმანეთს დააჭირეთ. ქუსლები 3-5 სმ-ით იატაკიდან ასწიეთ, შემდეგ სწრაფად დაეშვით ქვემოთ. სწრაფი რყევის შედეგად ვენები დამატებით იმპულსს ღებულობს რომ სისხლის ზემოთ მიწოდება მოხდეს.
გააკეთეთ 30-ჯერ ასეთი ასვლა-ჩამოსვლა დღეში 5-ჯერ და დაავადებაზე ფიქრიც კი დაგავიწყდებათ! ვარჯიში ნელა, აუჩქარებლად შეასრულეთ: 1 რყევა 1 წამში.
ასეთი ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანებისთვის, ვისაც მჯდომარე სამსახური აქვს და დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა უწევს. ამ ვარჯიშის შესრულება შეუძლიათ მათ, ვისთვისაც სირბილი და სწრაფი სიარული აკრძალული არის.
ორგანიზმის რყევა ეფექტური პროფილაქტიკაა თრომბის, მიოკარდული ინფარქტის და ინსულტის საწინააღმდეგოდდ. გასაოცარია, რომ 1 მარტივი ვარჯიში ასეთი სასარგებლოა!
ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო ვარჯიშის შესახებ მეგობრებს გაუზიარეთ!