თუ არასოდეს გიცდიათ კომბოსტოს დამწნილება თაფლით, მაშინ დროა ეს გამოასწოროთ! ეს მადისაღმძვრელი ხემსი თავისი ხრაშუნითა და სიახლით გაგაოცებთ. თაფლით დამწნილებულ კომბოსტოს აქვს განუმეორებელი გემო, რომელსაც სხვა ვერაფერი შეედრება. ეს საოცარი შედეგი ვერ მიიღწევა ვერც ადუღებული მარილწყლით და ვერც თავისვე წვენში დამწნილებისას.
თაფლის ნარევი – საუკეთესოა, რაც შეგვიძლია დასამწნილებელ კომბოსტოს დავამატოთ. მეტიც, მისი მომზადება ძალიან მარტივია. ადუღებულ თბილ წყალში უნდა გახსნათ თაფლი, შაქარი და მარილი – არომატული ნარევი მზად არის!
კომბოსტოს მწნილი თაფლით: როგორ მოვამზადოთ
იმისთვის, რომ მწნილი ძალიან კარგი გამოვიდეს, არ დაგავიწყდეთ მისი მოთავსება პრესის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ქილას კომბოსტოთი შეავსებთ და მარილწყალს დაასხამთ, დააფარეთ მცირე ზომის თავსახური. ის უნდა იყოს ნაკლები დიამეტრის, რათა ქილაში ჩაეტიოს. ზემოდან დაადგით სიმძიმე. ამისთვის იდეალური იქნება წყლის ბოთლი.
ინგრედიენტები:
- 2 თავი კომბოსტო;
- 1 სტაფილო;
- 4 დაფნის ფოთოლი;
- 10 მარცვალი შავი წიწაკა;
- 1 ლ წყალი;
- 2 ს/კ თაფლი;
- 1 ს/კ შაქარი;
- 1 ს/კ მარილი.
მომზადების წესი:
1. მოაშორეთ კომბოსტოს უხეში ფოთლები. კარგად გარეცხეთ და დაჭერით.
2. გაასუფთავეთ სტაფილო, გარეცხეთ და წვრილ მოგრძო ნაჭრებად დაჭერით. კომბოსტოს თასში გადაიტანეთ სტაფილო, შავი წიწაკა და დაფნის ფოთოლი. კარგად აურიეთ.
3. მოამზადეთ მარილწყალი. ადუღებული წყალი დააყოვნეთ, რომ გათბეს. დაამატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.
4. კომბოსტო და სტაფილო სტერილიზებულ ქილაში გადაიტანეთ. დაასხით მარილწყალი. ქილას უფრო ნაკლები დიამეტრის მქონე თავსახური დააფარეთ და ზემოდან სიმძიმე დაადგით. 3 დღეში ხემსი მზად იქნება!
ამის შემდეგ ქილას თავსახური დააფარეთ და გრილ ადგილას მოათავსეთ. როდესაც გემრიელი ხემსით თავის განებივრება მოგინდებათ, ამოიღეთ ხრაშუნა კომბოსტო და ისიამოვნეთ მისი გემრიელი გემოთი. დამიჯერეთ, მოხარშულ კარტოფილსა და ქაშაყთან ერთად უკეთეს ვერაფერს მიირთმევთ! სცადეთ კომბოსტოს დამწნილება თაფლით და არ ინანებთ. ჩვენ გაძლევთ ამის გარანტიას!