შეიძლება თუ არა ბანაობა საყოფაცხოვრებო საპნით

67

ბავშვობაში მასწავლეს, რომ საყოფაცხოვრებო საპნით უნდა მებანავა. ბებია ამბობდა, რომ ის შესანიშნავად ასუფთავებს კანს და მოზარდობის პერიოდის აკნეს კვალსაც კი არ ტოვებს. ის თმისთვისაც სასარგებლოა: აძლიერებს თმას და ზედმეტ ცხიმიანობას აშორებს.

იმ დროს სულაც არ მეჩვენებოდა უცნაურად საყოფაცხოვრებო საპნით სახის დაბანა, რომელიც ძირითადად დაბინძურებული ტანსაცმლის გასარეცხად გამოიყენება. ახლა კი სახის, ტანის და თმის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს! მრავალ კვლევას, რომელიც პირად ჰიგიენაში საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენებას ეხება, ამ კითხვაზე უარყოფითი პასუხი აქვს. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.

შეიძლება თუ არა ბანაობა საყოფაცხოვრებო საპნით: ექიმის პასუხი

სინამდვილეში, საყოფაცხოვრებო საპნით სახის დაბანა, თავის დაბანა და ბანაობა – არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ის შესანიშნავად უმკლავდება ქსოვილზე არსებულ ჭუჭყს, მაგრამ კანისთვის და თმისთვის არ არის შესაფერისი. საქმე ისაა, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ტუტეს, რის გამოც საპონი აგრესიულად მოქმედებს კანზე.

საყოფაცხოვრებო საპონი არღვევს კანის დამცავ ბარიერს, იწვევს დეჰიდრატაციას და აშრობს მას. ამას გარდა, ასეთმა ძლიერმა საშუალებამ შეიძლება თმის გარსი დააზიანოს. საყოფაცხოვრებო საპონი იწვევს გაღიზიანებას და ქავილს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საყოფაცხოვრებო საპონი პირადი ჰიგიენის საშუალებებიდან უნდა გამოირიცხოს.

თუ პრობლემური კანი ან თმა გაქვთ, რომელიც სწრაფად ცხიმიანდება, საყოფაცხოვრებო საპონი ცუდი გამოსავალია. უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც შესაფერის მოვლის საშუალებებს შეგირჩევენ. ნუ გამოიყენებთ აგრესიულ საყოფაცხოვრებო საპონს, რომელიც მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს