საახალწლო კერძები. 5 ორიგინალური იდეა სადღესასწაულო სუფრისთვის

55

თითოეული დიასახლისი ბევრს ფიქრობს საახალწლო მენიუს შედგენაზე. ყველას სურს, რომ ყველაფერი საუკეთესო და ლამაზი იყოს, რათა აღაფრთოვანოს ოჯახის წევრები და სტუმრები. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ შესანიშნავ იდეებს, თუ როგორი კერძების მომზადება შეგიძლიათ საახალწლოდ, რომ ყველა გააოცოთ.

საუკეთესო კერძები ახალი წლისთვის

“ზღარბები” ფარშირებული კვერცხით და ყველით

ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი;
  • 2 ჩ.კ. მარცვლოვანი მდოგვი;
  • 4 ჩ.კ. ტარტარის სოუსი;
  • 80 გ მყარი ყველი;
  • მარილი, დაფქული შავი პილპილი გემოვნებით.
  • მოსართავად:
  • მაიონეზი;
  • შავი პილპილის მარცვლები;
  • შავი სეზამი;
  • ოხრახუში ან ქინძი.

მომზადების წესი

  • 1. უპირველეს ყოვლისა, ქათმის კვერცხები მოხარშეთ. როცა მოიხარშება და გაცივდება, გაჭერით ნახევრად და ამოიღეთ გული.
  • 2. ცალკე თასში შეურიეთ გულები, მდოგვი და ტარტარის სოუსი. ამ უკანასკნელის შეძენა შესაძლებელია მზა სახით მაღაზიაში, ან შეგიძლიათ თავად გააკეთოთ სახლში.
  • 3.მყარი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და დაამატეთ იმავე ჭურჭელში. დააყარეთ მარილი, პილპილი და შემდეგ კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
  • 4. კოვზით ჯერ შიგთავსით შეავსეთ გულის ადგილი. ამის შემდეგ, ხელით მოამზადეთ ზღარბის ფორმის ოვალური ბორცვები.
  • 4. ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ კერძის გაფორმება. თეფშზე მოათავსეთ ოხრახუშის ან ქინძის ფოთლები. ეს იქნება ბალახი ზღარბებისთვის. მწვანილის ზემოდან დაალაგეთ ფარშირებული კვერცხები გამოიყენეთ შავი პილპილის მარცვლები თვალებისა და ცხვირის გასაკეთებლად. შემდეგ მოათავსეთ მაიონეზის პატარა წვეთები “ზურგის” გასწვრივ და მოაყარეთ შავი სეზამის მარცვლები. მზადაა!

ყველის ბურთები კიბორჩხალას ფანტელით

ინგრედიენტები

  • 200 გ მყარი ყველი;
  • 50 გ მდნარი ყველი;
  • 2 კვერცხი;
  • 100 გ მაიონეზი;
  • 120 გ კიბორჩხალას ჩხირები;
  • 2 კბილი ნიორი.

მომზადების წესი:

  • 1.კვერცხი მოხარშეთ. გააგრილეთ, გააცალეთ კანი და გახეხეთ წვრილ სახეხზე. ამავე სახეხზე შეგიძლიათ გახეხოთ როგორც მყარი, ასევე მდნარი ყველი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში.
  • 2. ნიორი დანაყეთ და დაამატეთ იმავე ჭურჭელში. კერძის ძირითად მასას შეურიეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ.
  • 3. ასევე წვრილ სახეხზე გახეხეთ კიბორჩხალას ჩხირები და მოათავსეთ ცალკე კონტეინერში. ძირითადი მასისგან დაამზადეთ ბურთულები და თითოეული კიბორჩხალას ფანტელში ამოავლეთ. მზადაა!

კანაპეები ქაშაყითა და ჭარხლით

ინგრედიენტები

  • მსუბუქად დამარილებული ქაშაყის 2 ფილე;
  • 2 ჭარხალი;
  • ზეთისხილი;
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი;
  • 2 კბილი ნიორი;
  • ოხრახუში მოსართავად;
  • თეთრი პურის კრუტონები.

მომზადების წესი

  • 1.დაიწყეთ ჭარხლის მომზადებით, რადგან ამას ყველაზე მეტი დრო დასჭირდება. მოამზადეთ ორთქლზე ან ღუმელში. ჭარხლის წყალში მოხარშვა არ არის რეკომენდებული, რადგან ის დაკარგავს ფერს და სპეციფიკურ გემოს. მზა ჭარხალი გახეხეთ, შემდეგ გადაიტანეთ საწურში და გააჩერეთ, რომ ზედმეტი სითხე და წვენი ჩამოიწუროს. ამის შემდეგ დაუმატეთ ნიორი, ზეთი და მოურიეთ.
  • 2. მზა ჭარხალი კრუტონებზე გადაიტანეთ. შემდეგ ქაშაყის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და ზემოდან დაადეთ. ჩხირებზე წამოაცვით ზეთისხილები და ჩაარჭვეთ კანაპეებში. დამატებით, შეგიძლიათ თითოეული სენდვიჩი გააფორმოთ ოხრახუშის ფოთლით.

საახალწლო კერძები: კრეკერის სალათა

ინგრედიენტები

  • 200 გ პეკინური კომბოსტო;
  • 80 გ მყარი ყველი;
  • 100 გ ბალიკი (შებოლილი ზუთხი);
  • 10-12 ცალი კრეკერი;
  • 1 ბულგარული წიწაკა;
  • 4 ს.კ. მაიონეზი;
  • მოცვი დეკორაციისთვის.

მომზადების წესი:

  • 1. პეკინური კომბოსტო კარგად გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაჭრილი კომბოსტო მოათავსეთ ღრმა თასში.
  • 2. თევზი შეგიძლიათ დაჭრათ კუბებად ან ჩხირებად, როგორც გსურთ. გადაიტანეთ იგი კონტეინერში კომბოსტოსთან ერთად.
  • 3. იქვე დაამატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი მყარი ყველი.
  • 4. გარეცხეთ ბულგარული წიწაკა გამდინარე წყლის ქვეშ, ამოიღეთ თესლი. ამის შემდეგ დაჭერით ჩხირებად და გადაიტანეთ თასში, დანარჩენ ინგრედიენტებთან.
  • 5. სალათა შეაზავეთ მაიონეზის სოუსით. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მაღაზიაში ნაყიდი, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ თავად მოამზადებთ. მაიონეზი კერძს მირთმევამდე ცოტა ხნით ადრე დაამატეთ.
  • 6. იგივე ეხება კრეკერებს. სალათისთვის ხელით დააქუცმაცეთ პატარა ნაჭრებად. თუმცა, ნუ იჩქარებთ მათ დანარჩენ ინგრედიენტებთან დამატებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, წვენი სწრაფად დაარბილებს კრეკერს და ის არ იქნება ხრაშუნა. ანუ, სალათას სულ ბოლოს დაუმატეთ სოუსი და კრეკერი. კერძი შეგიძლიათ დაამშვენოთ ახალი მოცვით.

საახალწლო კერძი კიბორჩხალას ჩხირებით, ყველით და კიტრით

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა კიბორჩხალას ჩხირები;
  • 2 ახალი კიტრი;
  • 100 გ ნაღების ყველი;
  • 1 კბილი ნიორი;
  • მარილი გემოვნებით;
  • კამა მოსართავად.

მომზადების წესი:

  • 1. ღრმა თეფშში მოათავსეთ კრემ-ყველი და დაუმატეთ დანაყილი ნიორი. 1 ახალი კიტრი დაჭერით პატარა ჩხირებად და დაამატეთ იმავე კონტეინერში. აურიეთ, რომ ბოსტნეული თანაბრად გადანაწილდეს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა მარილი.
  • 2. თითოეული კიბორჩხალას ჩხირი ფრთხილად გაშალეთ და ერთ მხარეს მოათავსეთ ცოტაოდენი ყველის შიგთავსი და გადაახვიეთ. შევსებული ჩხირები შედგით მაცივარში 20 წუთით, რათა არ დაიშალოს. ამ გზით შიგთავსი ოდნავ გამკვრივდება. შემდეგ თითოეული ჩხირი გაჭერით ორ ნაწილად დიაგონალზე.
  • 3. დარჩენილი კიტრი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ეს შეიძლება გაკეთდეს ძალიან მარტივად, ბოსტნეულის სათლელი დანის გამოყენებით. თქვენ მიიღებთ ლამაზ ზოლებს. თითოეულს გოფრეს ფორმა მიეცით და ჩხირით დაამაგრეთ ორ ცალ კიბორჩხალას ნაჭერზე.

როგორც ხედავთ, საახალწლოდ ორიგინალური კერძების მომზადება საკმაოდ მარტივია. უბრალოდ სამზარეულოში უნდა იყოთ ცოტა შემოქმედებითი. ახლა თქვენი სადღესასწაულო მაგიდა იქნება თითქმის ისეთივე, როგორც პროფესიონალების მიერ ორგანიზებული ფურშეტები. გარდა ამისა, ყველა კერძი არა მხოლოდ მადისაღმძვრელი იქნება, არამედ გემრიელიც. დაგენანებათ კიდეც ამ სილამაზის ჭამა. გააოცეთ თქვენი სტუმრები ამ კერძებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს