მყარი ყველი სახლის პირობებში

111

დღესდღეობით მაღაზიაში ნაყიდი ყველი არ გვახარებს თავისი შედგენილობით. სამწუხაროდ, ჩვენ ვყიდულობთ არა ნატურალურ პროდუქტს, არამედ გაურკვეველ მასას, რომელიც შეიძლება პალმის ზეთსაც კი შეიცავდეს. აი, რატომ არის სწორი გადაწყვეტილება მყარი ყველის დამზადება სახლის პირობებში. ამ შემთხვევაში სრულიად დარწმუნებული იქნებით მის ხარისხში. სახლში დამზადებული ყველით შეგიძლიათ მოამზადოთ ბუტერბროდები საუზმისთვის და ასევე დაჭრათ თხელ ნაჭებად – ჭიქა ნახევრადტკბილ ღვინოსთან ერთად საღამოს რელაქსისთვის.

ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების ყველის მომზადების დროს! თქვენ შეგიძლიათ ყველის გემო გახადოთ უფრო მდიდრული და საინტერესო. დაამატეთ მას სანელებლები, დაქუცმაცებული მწვანილი, პაპრიკა ან ნიგოზი. ამ დამატებითი ინგრედიენტების მეშვეობით დაამზადეთ ყველის რამდენიმე სახეობა, რომელთა გემოც არასოდეს მოგბეზრდებათ.

როგორ დავამზადოთ მყარი ყველი სახლის პირობებში

პატარა რჩევა. ყველის მასა გააცხელეთ ორთქლის აბაზანაზე ან დაბალ ცეცხლზე. მუდმივად უნდა ურიოთ, რათა ყველის მასა არ დაიწვას. ნახავთ, როგორ გადნება ყველის მასა სოდის ზემოქმედებით. ამ დროს მთავარია, ჭურჭელი არ მოატოვოთ და აქტიურად ურიოთ.

აუცილებელი ინგრედიენტები:

  • 400 გ ხაჭო;
  • 400 გ რძე;
  • 10 გ ნაღების კარაქი;
  • 0,5 ჩ/კ სოდა;
  • 0,5 ჩ/კ მარილი.

მომზადების წესი:

1. ხაჭო მოათავსეთ ქვაბში და დაასხით რძე. გააცხელეთ ღია მოყვითალო შრატის გამოყოფამდე (არ უნდა ადუღოთ).

2. გადაიტანეთ ხაჭო საწურზე, რათა მთელი სითხე ჩამოიწუროს. ვამატებთ სოდას და მარილს და კარგად ვურევთ.

3. ვდგამთ სუსტ ცეცხლზე და ხაჭოს მასას გამუდმებით ვურევთ. ვამატებთ ნაღების კარაქს და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. მიღებულ მასას ვათავსებთ ფორმაში, რომელსაც კარაქი აქვს წასმული. კარგად ვტკეპნით.

5. ვაფარებთ საკვებ ცელოფანს. ვაყოვნებთ სრულ გაგრილებამდე ოთახის ტემპერატურაზე.

კარაქი პროდუქტს ნაზ ნაღების გემოს აძლევს, მაგრამ თუ ნაკლებად ცხიმიანი ყველი გინდათ, მაშინ ნუ დაამატებთ. ნებისმიერ შემთხვევაში. ყველი მაინც უჩვეულოდ გემრიელი გამოვა. ყველი საკვების ცელოფანში შეახვიეთ, რათა არ გაშრეს და შეინახეთ მაცივარში. მოამზადეთ ბუტერბროდები ან გამოიყენეთ პასტის და ლაზანიის მომზადებისას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს