განთქმული კრემი “პლომბირი” არაჟნით

146

განთქმულმა არაჟნის კრემმა “პლომბირმა” ეს სახელწოდება იმიტომ მიიღო, რომ ცივ მდგომარეობაში მისი სტრუქტურა ძალიან მოგვაგონებს ნაყინს. ის შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას და არ დნება. ამ კრემით შეგვიძლია მოვრთოთ ტორტი, გამოვიყენოთ ხრაშუნა მილების შესავსებად და ასევე გავაკეთოთ ქუდები კაპქეიქებისთვის.

გახსოვდეთ, რომ კარგი კრემის მისაღებად, აუცილებელია ნაღების კარაქის წინასწარ კარგად ათქვეფა და მხოლოდ ამის შემდეგ შერევა დანარჩენ ინგრედიენტებთან. უნდა მიიღოთ ფუმფულა თეთრი მასა. ასეთი შედეგი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარაქს წინასწარ გამოიღებთ მაცივრიდან და გააჩერებთ ოთახის ტემპერატურაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პროდუქტის კარგად ათქვეფა შეუძლებელი იქნება.

როგორ გამოვიყენოთ არაჟნის კრემი “პლომბირი”

ამ კრემის მომზადებისთანავე გამოყენება არ შეიძლება, რადგან ის ჯერ კიდევ თხევადი იქნება. ამიტომ გირჩევთ, რომ ეს კრემი წინასწარ მოამზადოთ (გამოყენებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე). კრემი სტაბილიზაციისთვის 60 წუთით უნდა შედგათ მაცივარში. მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მას ტორტის მორთვისთვის სასიამოვნო კონსისტენცია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი;
  • 150გ შაქარი;
  • 10გ ვანილის შაქარი;
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი;
  • 350გ არაჟანი;
  • 250გ ნაღების კარაქი.

მომზადების წესი:

1. ქვაბში მოათავსეთ კვერცხი და შაქარი და დაამატეთ ვანილი.

2. დაამატეთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და არაჟანი (25% ცხიმიანობის). შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, სათქვეფის გამოყენებით. ქვაბი მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე.

3. ხარშეთ კრემი დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. მუდმივად ურიეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

4. გაციებულ მასაში დაამატეთ დარბილებული ნაღების კარაქი. ათქვიფეთ მიქსერის მეშვეობით.

5. კარაქს დაამატეთ თითო კოვზი მოხარშული კრემი. არ შეწყვიტოთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კრემი მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. ის გასქელდება და ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ დესერტების მოსართავად. ეს კრემი მაცივრის გარეშეც კი არ დადნება, ის ოთახის ტემპერატურაზეც შეინარჩუნებს ფორმას. იდეალური არჩევანია ახალი კულინარიული შედევრების შესაქმნელად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს