ტაფის თავსახური იცავს საკვებს, ინარჩუნებს მის ტენიანობასა და ტემპერატურას და ასევე ხელს უშლის შხეფების მოხვედრას სამზარეულოს ზედაპირებზე. ამ მოწყობილობის წყალობით დაზოგავთ დროს, რომელიც სამზარეულოს დალაგებისთვის გჭირდებათ, კერძის მომზადების შემდეგ. როგორ მოვიქცეთ, თუ თავსახურის ზომა ტაფის ზომას არ შეესაბამება? ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ შეიძლება გადაგარჩინოთ ტაფის თავსახურის უჩვეულო გამოყენებამ ზოგიერთ სიტუაციაში.
გთავაზობთ ორ ეფექტურ ხრიკს. საჭიროების შემთხვევაში, თავსახური შეგიძლიათ არაპირდაპირი დანიშნულებით გამოიყენოთ. ასე კერძის მომზადება ბევრად უფრო გაგიადვილდებათ. ჩვენ გაძლევთ ამის გარანტიას!
თავსახურის უჩვეულო გამოყენება სამზარეულოში: საინტერესო ხრიკები
პირველი მეთოდი
იცოდით, რომ თავსახური შეგიძლიათ საკვების გადასაბრუნებლად გამოიყენოთ? ის დაგეხმარებათ ერბოკვერცხის ან ბლინების მომზადების დროს. მიიტანეთ სახურავი ტაფასთან და დაიჭირეთ სახელურით ქვემოთ. ტაფა ისე დახარეთ, რომ ერბოკვერცხი ან ბლინი სახურავზე ჩამოცურდეს. შემდეგ კი შემოატრიალეთ იგი და კერძი კვლავ ტაფაში აღმოჩნდება, მაგრამ უკვე მეორე მხრით. მზადაა!
მეორე მეთოდი
თუ სხვადასხვა დიამეტრის თავსახურები არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ერთი. მართალია, სხვა სახურავების ყიდვა აღარ დაგჭირდებათ. აიღეთ ტაფის ზომაზე უფრო პატარა თავსახური და დააფარეთ ტაფას ხის ჩხირების გამოყენებით. მოათავსეთ ისინი ტაფის კიდეებზე, შემდეგ თავსახური დააფარეთ. როგორც ხედავთ, რთული არაფერია.
როგორ გავუმკლავდეთ შხეფებს
იმ შემთხვევაში, თუ სახურავის ტაფაზე მოთავსება ვერ ხერხდება, რადგან ძალიან პატარა ზომის არის, მაგრამ საკვების შეწვა გჭირდებათ, გამოსავალი აქაც არსებობს. უფრო მეტიც, კერძის მომზადების შემდეგ თქვენ არ დაგჭირდებათ სამზარეულოს ცხიმის შხეფებისაგან გასუფთავება. ამის თავიდან ასაცილებლად, აიღეთ სილიკონით გაჟღენთილი პერგამენტის ქაღალდი და ტაფის ძირზე მოათავსეთ. უსაფრთხოდ შეწვით ხორცი ან თევზი. პროდუქტი ტაფის ძირს არ მიეკრობა და არც შხეფები იქნება ჰაერში. ტაფა კი ისევ სუფთა იქნება!
გამოიყენეთ თავსახური საკვების გადასატრიალებლად და დიდი ზომის ტაფაზე დასაფარებლად. ეს საუკეთესო გამოსავალია სიტუაციიდან! ასეთი გენიალური ხრიკების დახმარებით აღარ დაგჭირდებათ სხვადასხვა დიამეტრის თავსახურების ყიდვა, რითაც შეძლებთ გარკვეული თანხის დაზოგვას.