რა არ უნდა დაამატოთ ბლინებს. 3 ინგრედიენტი

673

საუზმეზე თხელ და ნაზ ბლინებს არაფერი სჯობს. სამწუხაროდ, ბლინები ყოველთვის ასეთი არ გამოდის. ხანდახან ბლინები იხევა და განწყობას გვიფუჭებს. იმისთვის, რომ მსგავს პრობლემას არ წააწყდეთ, საჭიროა ცომის მომზადების სწორი ტექნოლოგიის ცოდნა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რა არ უნდა დაამატოთ ბლინებს.

თუ ბლინების გაფუჭება არ გინდათ, მაშინ უნდა გახსოვდეთ თხელი ბლინების ნამდვილი მტრების შესახებ. დაიმახსოვრეთ სამი ინგრედიენტი, რომელიც არ უნდა დაუმატოთ ცომს, რათა ბლინები გემრიელი გამოვიდეს.

რის დამატება არ შეიძლება ბლინების ცომში: აკრძალული სამეული

საკვები სოდა

ზოგი დიასახლისი ბლინების ცომს სოდას ამატებს, რათა ბლინები უფრო რბილი და ფაფუკი გამოვიდეს. ხშირად ისინი აჭარბებენ რაოდენობას, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. იმისთვის, რომ ბლინები რეზინისმაგვარი არ გამოვიდეს, გახსოვდეთ, რომ 500 მლ ცომზე საჭიროა მხოლოდ 2,5გ სოდა.

ნაღების კარაქი

ამ ინგრედიენტს ამატებენ ხოლმე ბლინების ცომს, საბოლოო შედეგის ცოდნის გარეშე. სინაზის ნაცვლად, რომლის მიღებაც სურთ ცომში ნაღების კარაქის დამატებით, ხშირად ძალიან ცხიმიან ბლინებს იღებენ.

კვერცხი

იმისთვის, რომ ბლინები იყოს ძალიან რბილი და ნაზი, ნამდვილად საჭიროა კვერცხის დამატება, მაგრამ დიდი სიფრთხილით. 500 მლ რძეზე საკმარისია მხოლოდ 1 ცალი კვერცხი. მეტის დამატება საჭირო არ არის.

თხელი ბლინების საუკეთესო რეცეპტი

დაგჭირდებათ:

  • 1 კვერცხი;
  • 500 მლ რძე;
  • 3 ს/კ შაქარი;
  • 200 გ ხორბლის ფქვილი;
  • 1 მწიკვი მარილი;
  • 3 ს/კ მცენარეული ზეთი.

მომზადების წესი:

  • 1. ღრმა ჭურჭელში ვასხამთ რძეს და ვამატებთ კვერცხს, მცენარეულ ზეთს, შაქარს და მარილს.
  • 2. ვცრით ხორბლის ფქვილს და ვამატებთ რძისა და კვერცხის მასას. ვურევთ სათქვეფით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • 3. ვაცხელებთ ტაფას და ვუსვამთ ცოტაოდენ ზეთს. ვასხამთ ცომის მცირე რაოდენობას და ვანაწილებთ მთელ ზედაპირზე, ტაფის დატრიალებით.
  • 4. ვაცხობთ ბლინებს საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან 1- 2 წუთის განმავლობაში. მზადაა!

ბლინების ცომს კვერცხი და სოდა სიფრთხილით დაამატეთ, ნაღების კარაქი კი დაივიწყეთ. ამ შემთხვევაში თქვენი ბლინები ყოველთვის რბილი, ნაზი და ძალიან გემრიელი გამოვა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს