დავატკბოთ მჟავე მანდარინი

135

როგორც კი მაღაზიებში მანდარინი გამოჩნდება, მაშინვე მექმნება საახალწლო განწყობა. რა კარგია, რომ ეს სასარგებლო ციტრუსი სწორედ ცივ სეზონზე მწიფდება! მაგრამ რა უნდა ქნა, თუ შემთხვევით მჟავე მანდარინს იყიდი? ასეთი ნამცხვრებშიც კი არ გამოგადგება.

რა თქმა უნდა, მჟავე მანდარინით ყოველთვის შეგიძლიათ მოამზადოთ მურაბა. თუმცა არსებობს რამდენიმე ხრიკიც, რომელიც მანდარინის დატკბობაში დაგეხმარებათ. დიახ, ციტრუსის გემოს შეცვლა, სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი! ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ვივიენის დღევანდელ სტატიაში.

როგორ დავატკბოთ მჟავე მანდარინი: 2 მარტივი მეთოდი

მიკროტალღური ღუმელი

ხშირად მანდარინი მჟავე იმის გამო არის, რომ დროზე ადრეა დაკრეფილი. ესე იგი, ნაყოფი უნდა დამწიფდეს. მანდარინი არ გაფცქვნათ და ისე მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში – 30 წამის განმავლობაში. ჩართეთ მაქსიმალური სიმძლავრე და დაელოდეთ. აცადეთ მანდარინს ბოლომდე გაციება და ისე მიირთვით. ეს ხრიკი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ მანდარინის, არამედ სხვა ხილის შემთხვევაშიც. სხვათა შორის მიკროტალღურ ღუმელში მომწიფებული მანდარინი უფრო დიდხანს ინახება.

წყალში მოთავსება

გაუფცქვნელ მანდარინს დაასხით თბილი წყალი (დაახლოებით 40°С) და დააყოვნეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ამოიღეთ 1 ცალი და გასინჯეთ. თუ საკმარისად ტკბილი იქნება, შეგიძლიათ ამოიღოთ დანარჩენებიც. და თუ ჯერ კიდევ მჟავე იქნება, მაშინ სწრაფად გადაიტანეთ მანდარინი ყინულიან წყალში.

გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მანდარინის გემო დამოკიდებულია არა ხილის სიმწიფეზე, არამედ მანდარინის ჯიშზე. წაიკითხეთ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან მანდარინი და კლემენტინი და როგორ უნდა აირჩიოთ ის, რაც გჭირდებათ. მაგრამ თუ მოუმწიფებელ ხილს იყიდით, არ გადაყაროთ. დახარჯეთ რამდენიმე წუთი და მიიყვანეთ სიმწიფემდე ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს