ჰაეროვანი ვაშლის დესერტი გამოცხობის გარეშე

100

ოთხი დიდი ვაშლისგან შეგვიძლია მოვამზადოთ ზღაპრულად გემრიელი დესერტი მთელი ოჯახისთვის. ის გამოვა ჰაეროვანი, არომატული და ზომიერად ტკბილი. უბრალოდ შესანიშნავი კომბინაცია! თუ ნაკლებად ცხიმიანი ტკბილი კერძები მოგწონთ, მაშინ ჟელატინიანი ვაშლის დესერტი ნამდვილად მოგეწონებათ.

ეს ჰაეროვანი დესერტი – რაღაც ახალი და არაჩვეულებრივია! ის ძალიან მსუბუქი და არაკალორიული გამოდის. ამ ნატურალური დესერტის მირთმევა თამამად შეუძლიათ მათაც, ვინც სწორად იკვებება. ფიგურას ის ნამდვილად არ ავნებს.

როგორ მოვამზადოთ უწონო ვაშლის დესერტი გამოცხობის გარეშე

ახალი ხილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო ვაშლის პიურე. ამისთვის დაგჭირდებათ 2 ქილა (360გ პროდუქტი). ღრმა ჭურჭელში შეურიეთ იგი სწრაფად ხსნად ჟელატინს. კარგად აურიეთ და დატოვეთ მოცულობაში გასაზრდელად 5 – 7 წუთის განმავლობაში. ჟელატინის გორგლები ორთქლის აბაზანის მეშვეობით დაშალეთ, აქტიური მორევით. თბილი ერთგვაროვანი პიურე მზად არის შემდგომი გამოყენებისთვის!

საჭირო ინგრედიენტები

  • 700გ ვაშლი;
  • 14 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი.

მომზადების წესი:

1. გაასუფთავეთ ვაშლი, მოაშორეთ გული. დაჭერით ოთხ ნაწილად. ნაჭრები მოათავსეთ პოლიეთილენის პარკში. პარკს ჩხირების მეშვეობით გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი, ორთქლის გამოსასვლელად.

2. მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში (დრო დამოკიდებულია მიკროტალღური ღუმლის სიმძლავრეზე). ამის შემდეგ ვაშლი დააბლენდერეთ.

3. ვამატებთ სწრაფად ხსნად ჟელატინს და კარგად ვურევთ. ვაყოვნებთ 5 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. ნარევს ვაცხელებთ და ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. გაციებულ პიურეს ვთქვეფთ მიქსერით ღია ფერის ფუმფულა მასის მიღებამდე (მოცულობაში უნდა გაიზარდოს).

5. ფორმას თხლად ვუსვამთ მცენარეულ ზეთს ან ვფენთ საკვებ ცელოფანს. ვაშლის პიურეს ვასხამთ ფორმაში.

6. ხილის მასას კოვზით ვათანაბრებთ და ვდგამთ მაცივარში, მთელი ღამით.

დესერტი ძალიან მარტივად იჭრება, ამაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. მზა დესერტი თხილეულით უნდა მორთოთ და ისე მიიტანოთ მაგიდასთან. ახლობლები აუცილებლად დააფასებენ თქვენს შრომას და კომპლიმენტებით აგავსებენ. ამ დესერტის ჭამა დიეტაზე მყოფ ადამიანებსაც შეუძლიათ, რადგან მისი შემადგენლობა შეუდარებელია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს