სუბპროდუქტები ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ყველაზე იაფი ღვიძლიც კი შეგვიძლია გადავაქციოთ შესანიშნავ კერძად, რომელიც აუცილებლად მოუხდება თქვენს საყვარელ გარნირს. ქათმის ღვიძლი კლიარში, მსუბუქი ბოსტნეულის სალათა პომიდვრითა და კიტრით და უგემრიელესი ვახშამი მზად არის.
მთავარია, მოამზადოთ კარგი კლიარი მაიონეზითა და ხორბლის ფქვილით. დაიცავით პროპორციები და მიიღებთ ფუმფულა ქერქს სუბპროდუქტისთვის, რომელიც ნაზად იხრაშუნებს ჩაკბეჩისას. იდეალურია!
როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვიძლი კლიარში სწორად
კარგი კლიარის მისაღებად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის კონსისტენციაზე. თუ ის ძალიან თხევადი გამოვა, საჭიროა ცოტაოდენი ფქვილის დამატება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ნახავთ, რომ კლიარი სქელია, უნდა დაამატოთ ცოტაოდენი წყალი. მნიშვნელოვანია! კლიარი ღვიძლის ნაჭრებს უკეთესად მიეკრობა, თუ მათ წინასწარ ამოავლებთ ხორბლის ფქვილში.
საჭირო ინგრედიენტები
- 400 გ ქათმის ღვიძლი;
- 2 ს/კ მაიონეზი;
- 2 ს/კ ხორბლის ფქვილი;
- მარილი გემოვნებით;
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
- 3 ს/კ წყალი;
- მწიკვი ხმელი ნიორი;
- მზესუმზირას ზეთი შესაწვავად.
მომზადების წესი:
1. ღვიძლი კარგად გარეცხეთ. მოაშორეთ ზედმეტი ნაწილები და ცხიმი.
2. დაჭერით ღვიძლი პორციულ ნაჭრებად. გააშრეთ ქაღალდის პირსახოცების გამოყენებით. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
3. ღრმა ჭურჭელში ჩატეხეთ კვერცხი. დაამატეთ მაიონეზი, მშრალი ნიორი, მარილი და დაფქული წიწაკა. კარგად შეურიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი.
4. კვერცხის მასას დაამატეთ ხორბლის ფქვილი. ჩაასხით სუფთა წყალი და კარგად აურიეთ.
5. ტაფაში ჩაასხით მზესუმზირას ზეთი და გააცხელეთ. ღვიძლი ამოავლეთ კლიარში.
6. შეწვით 4 – 5 წუთის განმავლობაში, თითოეულ მხარეს.
თუ ჩხვლეტისას შეამჩნევთ, რომ სისხლი არ ჩანს, ღვიძლი კი ოდნავ ვარდისფერია, მაშინ ის უკვე მზად არის. შემწვარი ნაჭრები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი. ქათმის ღვიძლი კლიარში შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ გარნირთან ერთად. ის შესანიშნავი იქნება კარტოფილის პიურესთან, მაკარონთან და ფაფებთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ ტომატის სოუსი მწვანილებით. ძალიან გემრიელი იქნება!