შევამოწმოთ ახალია თუ არა კვერცხი

122

საკმაოდ ადვილია იმის დადგენა, რომ ესა თუ ის პროდუქტი გაფუჭებულია. პური ხმება, ყველი ობით იფარება, თევზს და ხორცს უსიამოვნო სუნი ასდის. კვერცხის სიახლე კი ყოველთვის უამრავ კითხვას ბადებდა. ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ვერ იქნება ის ახალი მთელი თვის განმავლობაში.

მე არ ვიცოდი, როგორ შემემოწმებინა ახალი იყო თუ არა კვერცხი, ამიტომ მცირე რაოდენობას ვყიდულობდი და სწრაფად ვიყენებდი საკვებში. ერთხელ ჩემს დედამთილს ვესტუმრე და ვნახე, როგორ აწყობდა ის კვერცხს წყალში. სწორედ ამ დღეს გავიგე, როგორ უნდა განვსაზღვრო კვერცხის სიახლე. მეთოდი, რომელსაც ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, ძალიან მარტივია და სწრაფი.

როგორ დავადგინოთ კვერცხის სიახლე 10 წამში

რა თქმა უნდა, მაღაზიაში ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. უნდა ვენდოთ მწარმოებელს, რომელიც პროდუქტის შენახვის ვადას უთითებს, გადამზიდებს და სუპერმარკეტებს, რომლებმაც კვერცხი განსაზღვრულ პირობებში უნდა შეინახონ. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გარეგნულად შეაფასოთ კონტეინერი: ის უნდა იყოს სუფთა და დაუზიანებელი. თუ არის ამის შესაძლებლობა, გახსენით შეფუთვა და შეამოწმეთ გატეხილი ხომ არ არის კვერცხი.

სახლში მოსვლისთანავე შეამოწმეთ ნაყიდი კვერცხის ხარისხი. ამისათვის დაგჭირდებათ ქვაბი, ჯამი ან უბრალო ჭიქა. შეავსეთ ჭურჭელი წყლით და კვერცხი ჩაალაგეთ. ამით მიხვდებით, რომელი კვერცხის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში კიდევ ერთი კვრით, რომელი უნდა გამოიყენოთ რამდენიმე დღეში და რომელი უნდა მოათავსოთ სანაგვე ურნაში დაუყოვნებლივ.

მაშ ასე, ახალი კვერცხი ჭურჭლის ძირზე მოთავსდება სიგრძეზე. მის ხარისხში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, კვერცხი ახალი დადებულია. ის კვერცხი, რომელიც უკვე იწყებს გაფუჭებას, ძირიდან ოდნავ ამოწეული იქნება. ასეთი კვერცხი უახლოეს პერიოდში უნდა გამოიყენოთ. და ბოლოს, ის კვერცხი, რომელიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, გადასაგდებია. უმჯობესია, ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნათ.

ახლა უკვე იცით, როგორ დაადგინოთ კვერცხების სიახლე წყალში ჩადებით. მეთოდი ძალიან მარტივია და უფასო. აუცილებლად შეამოწმეთ კვერცხი, რომლის გამოყენებასაც აპირებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს