გავწმინდოთ უთო სწრაფად. 4 მეთოდი

124

ზუსტად ერთი წლის წინ, შევიძინეთ ახალი, თანამედროვე უთო. სულ ცოტა დროა გასული, უთო კი ისე გამოიყურება თითქოს ჩვენს ოჯახს 20 წელია ემსახურება. ჩემი დედამთილის უთო კი ბზინავს და ელვარებს, თუმცა მან ის საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიძინა. რჩევისთვის სწორედ მას მივმართე.

თუ იმ ადამიანებს მიეკუთვნები, ვინც ყველაფერს ნაჩქარევად აუთოებს და ძირის გაგრილებას არ ელოდება, მაშინ ეს რჩევები შენც გამოგადგება. აღმოჩნდა, რომ უთოსთვის პირვანდელი სახის დაბრუნება ხელთ არსებული საშუალებებითაც შეიძლება! ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა მოაშოროთ უთოს ჭუჭყი და ნამწვი.

როგორ გავასუფთაოთ უთო სახლის პირობებში. 4 მარტივი მეთოდი

პარაცეტამოლი

უბრალო და იაფი საშუალება, რომელიც ყველა სახლში მოიპოვება – უთოს სწრაფად გაწმენდაში დაგეხმარებათ. უთო მაქსიმალურ ტემპერატურამდე გააცხელეთ და დაბინძურებულ ადგილებს პარაცეტამოლის აბი წაუსვით. გაიკეთეთ ხელთათმანი, რათა თავიდან აიცილოთ თითების დაწვა. პარაცეტამოლი სწრაფად დაარბილებს ჩამჯდარ ჭუჭყს, ნარჩენების მოშორება კი ჩვეულებრივი ჩვრის მეშვეობით შეგიძლიათ. უსიამოვნო სუნმა არ შეგაშინოთ. უბრალოდ, ოთახი გაანიავეთ.

ძმარი და მარილი

შეურიეთ მარილი და ძმარი თანაბარი პროპორციებით. ნარევი გააცხელეთ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე. მარილი მთლიანად უნდა გაიხსნას. ჩვარი მომზადებული ნარევით დაასველეთ და მოაშორეთ უთოს დაბინძურება. ნარჩენები შეგიძლიათ მოაშოროთ ძმარში დასველებული ჩვრით.

კბილის პასტა

უთოს დაბინძურებულ ძირს ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით. დააყოვნეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი პასტა ჩვრით მოაშორეთ. უთოს მთლიანად გასასუფთავებლად, გააცხელეთ იგი და რაიმე არასაჭირო ქსოვილი დააუთოვეთ.

სოდა

ეს საშუალება ნამდვილი ჯადოსნური ჯოხია ყოველდღიურ ცხოვრებაში! მას უთოს გასუფთავებაც კი შეუძლია. შეურიეთ სოდა და წყალი, რათა მიიღოთ პასტის მსგავსი კონსისტენცია. ამ საშუალებით გაწმინდეთ დაბინძურებული უთო და ნარჩენები ჩვრით მოაშორეთ. ეფექტი მაშინვე შეინიშნება!

აირჩიეთ ჩამოთვლილი მეთოდიდან რომელიმე და გაწმინდეთ უთო ჩამჯდარი ნამწვის და ჭუჭყისგან! თუ სწორად იზრუნებთ თქვენს უთოზე და მის სისუფთავეს შეინარჩუნებთ, ის უფრო დიდხანს და უკეთესად მოგემსახურებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს