ზამთრის პერიოდში ბევრ ჩვენგანს აწუხებს შემაწუხებელი ხველა. მისი მოშორება არც ისე მარტივია. როდესაც სხვა სიმპტომების კვალი უკვე გამქრალია, ის მაშინაც კი აგრძელებს ჩვენი ორგანიზმის ტანჯვას. ამ პრობლემისგან რაც შეიძლება დროულად განთავისუფლებაში მდოგვის კვერი დაგეხმარებათ. მას ერთ დღეში შეუძლია ადამიანის ფეხზე დაყენება!
ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი ეს ეფექტური საშუალება მართლაც საოცრად შედეგიანია. მას ვერავითარი აბები და სიროფები ვერ შეედრება. მოგბეზრდათ შემაწუხებელი ხველა? დროა, ჯადოსნური კვერი მოამზადოთ.
პოპულარული მდოგვის კვერი ხველის საწინააღმდეგოდ
ნამდვილად ეფექტურია თუ არა?
ხველის საწინააღმდეგო ამ შინაურულ საშუალებას მაქსიმალური გათბობის ეფექტის უზრუნველყოფა შეუძლია. ეს შედეგი მიიღწევა მდოგვის ფხვნილის ხარჯზე, რომელიც აჩქარებს იმუნური უჯრედების გავრცელებას მთელ ორგანიზმში. შედეგად ისინი უფრო სწრაფად აწვდიან აქტიურ ნივთიერებებს ვირუსით დაზარალებულ ადგილებს. ეს ხელს უწყობს ბრონქების მოდუნებას და ბლოკავს მშრალი ხველის შეტევებს.
ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია
ნატურალური კვერის მოსამზადებლად ხარისხიანი მდოგვის ფხვნილი დაგჭირდებათ. მას უნდა ჰქონდეს მომწარო სუნი და უნდა იყოს მოყვითალო. შეიძინეთ იგი აფთიაქში და ყურადღება გაამახვილეთ შენახვის ვადაზე. ის არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
ჯერ ვაზავებთ 1 ს/კ (ზრდასრულებისთვის) ან 0,5 ჩ/კ (ბავშვებისთვის) მდოგვის ფხვნილს თბილ წყალში, რომლის ტემპერატურა 40 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. ცალკე კონტეინერში ვურევთ 2 ს/კ თაფლს, იმავე რაოდენობის მზესუმზირას ზეთს და ხორბლის ფქვილს. ამ მასას ვასხამთ მდოგვის ნარევს. ვურევთ ყველაფერს სქელი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
როგორ გამოვიყენოთ კვერი სწორად
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, მდოგვის და თაფლის მასის სხეულზე წასმამდე, კანი დამატენიანებელი კრემით უნდა დამუშავდეს. კვერი გულმკერდის არეზე ძალიან ფრთხილად დაიდეთ და ყურადღება გაამახვილეთ, რომ ის გულის არეს არ შეეხოს. თუ კომპრესს ზურგზე დაიდებთ, შეეცადეთ გაანაწილოთ იგი ფილტვებზე. ასევე გირჩევთ, დააფიქსიროთ გამოყენებული პროდუქტი ისე, რომ არ ჩამოცურდეს. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბამბის საფენი. ზემოდან უნდა შემოიხვიოთ თბილი ზამთრის შარფი. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო ეფექტს.
დაიმახსოვრეთ, რომ მდოგვის ფხვნილზე ძალიან ცხელი წყლის დასხმა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების განადგურება. შედეგად, კვერში გამათბობელი თვისებები შედარებით უფრო სუსტი იქნება. ამასთან, ყურადღება უნდა გაამახვილოთ მიღებული მასის კონსისტენციაზეც. ის უნდა იყოს სქელი, ელასტიური, მაგრამ არ უნდა იღვრებოდეს. ამ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგს პირველი გამოყენებისთანავე მიიღებთ.