ვაშლის კანი. გამოყენების 7 ვარიანტი

291

ნამცხვრების ან სხვა დესერტების მომზადებისას ყოველთვის ვასუფთავებ ვაშლს, მაგრამ მის კანს არასოდეს ვყრი! მისგან უამრავი გემრიელი და სასარგებლო რამის მომზადება შეიძლება. ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროორგანიზმებით მდიდარი პროდუქტის გადაყრა არ შეიძლება!

დიახ, დიახ… თქვენც არ გირჩევთ მის გადაყრას. ის ცოტა უხეშია, მაგრამ მისი გამოყენება კულინარიაში შესაძლებელია. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ვაშლის კანის გამოყენების 7 მეთოდს.

ვაშლის კანი. როგორ გამოვიყენოთ სასარგებლო პროდუქტი

ვაშლის ჩიფსი

ვაშლის კანისგან შესაძლებელია გემრიელი და სასარგებლო ხემსის მომზადება. 4 ცალ ვაშლის კანს დაამატეთ 10 გ ნაღების კარაქი და მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ. შემდეგ ვაშლის კანს მოაყარეთ 1 ს/კ შაქრისა და 0,5 ჩ/კ დარიჩინის ნარევი. საცხობ ფორმაში ჩაფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასა ზედ გადაიტანეთ. მოათავსეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12 წუთის განმავლობაში. ოდნავ გაგრილებულ ჩიფსს ცოტაოდენი შაქრისა და დარიჩინის ნარევი მოაყარეთ. მზად არის!

ვაშლის კანის გაყინვა

თუ არ იცით, რა მოამზადოთ ვაშლის კანისგან ამ მომენტისთვის, მაშინ გაყინეთ! საბოლოოდ, ამ პროდუქტისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ვიტამინური სმუზი ან კოქტეილები. თუ კანს წვრილად დაჭრით და დარიჩინს მოაყრით, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ნამცხვრებში.

ვაშლის კანის გახმობა

თუ გაყინვა არ გსურთ, მაშინ ვაშლის კანი გაახმეთ მზეზე, ღუმელში ან სპეციალურ საშრობში. ამის შემდეგ, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა საჭიროებებისთვის.

ვაშლის ფხვნილი

ვაშლის კანი ჯერ გაახმეთ, შემდეგ კი ყავის საფქვავში დაფქვით. დაამატეთ ვაშლის ფხვნილი შვრიის ფაფას, ნამცხვარს ან გამოიყენეთ საკმაზად ხილის სალათებისთვის.

ჩაი

ვაშლის კანისგან შესაძლებელია გემრიელი და სასარგებლო ჩაის მომზადება. დაამატეთ ის ჩვეულებრივ ჩაის ნაყენს ან შეურიეთ სხვა ინგრედიენტებს: მელისას, პიტნას, ასკილს, ლიმონის ცედრას. დააყენეთ ვიტამინური ჩაი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ მიირთვით არომატული და სასარგებლო სასმელი.

კომპოტი

ვაშლის კანისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი კომპოტი. ამისთვის ჩაყარეთ ერთი მუჭა მშრალი კანი 1 ქვაბ მდუღარე წყალში. ხარშეთ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამორთეთ ცეცხლი, დააფარეთ თავსახური და მთელი ღამის განმავლობაში გააჩერეთ. შეგიძლიათ ხილის ჩირიც დაამატოთ, სურვილისამებრ. შაქრის რაოდენობა დამოუკიდებლად განსაზღვრეთ.

კისელი

კისელი შეგიძლიათ ზემოთ ნახსენები კომპოტით მოამზადოთ. გაწურეთ კომპოტი და ისევ დადგით ცეცხლზე. დაამატეთ შაქარი. ცალკე ჭურჭელში გახსენით სახამებელი და შემდეგ თბილ კომპოტში ჩაასხით. მუდმივად ურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და გამორთეთ. თუ გნებავთ, რომ უფრო არომატული იყოს, დაამატეთ დარიჩინი ან ვანილი.

აი, რა რამდენი გემრიელი რამის მომზადებას შეძლებთ, თუ ვაშლის კანს არ გადაყრით. გამოიყენეთ როგორც არის ან გაყინეთ და გაახმეთ იმისთვის, რათა შეძლოთ გემრიელი დესერტების, კომპოტების ან ხემსის მომზადება. ვაშლის კანი უდავოდ სასარგებლოა. ნუ მოაკლებთ ორგანიზმს ამ სასარგებლო პროდუქტს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს