თქვენი თანდაყოლილი ნიჭი დაბადების თარიღის მიხედვით

28

პიროვნების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს ოჯახი და საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობს ის. თუმცა, ადამიანს აქვს თანდაყოლილი ნიჭიც. ასეთი ნიჭი თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. ზოგმა იცის ამის შესახებ და აქტიურად გამოიყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. სხვებს, წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ასეთი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.

საკუთარი თანდაყოლილი ნიჭის გამოსავლენად, პირველ რიგში უნდა ჩაატაროთ ელემენტარული მათემატიკური ოპერაციები. შეკრიბე შენი დაბადების თარიღის ყველა ციფრი, სანამ არ მიიღებთ ერთ რიცხვს. მაგალითად, ადამიანი დაიბადა 1987 წლის 12 აგვისტოს. ეს ნიშნავს, რომ ჯერ უნდა შევკრიბოთ 1 + 2 + 0 + 8 + 1 + 9 + 8 + 7 = 38. მაგრამ ეს მაინც არ არის ერთი რიცხვი, ამიტომ ვამატებთ 3 + 8 = 11. ახლა 1 + 1 = 2. ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება!

შენი თანდაყოლილი ნიჭი დაბადების თარიღის მიხედვით

რიცხვი 1

შენს ნიჭთა შორის პირველი ადგილი ლიდერულ თვისებებს უკავია. ადვილად არწმუნებ ადამიანებს შენს სიმართლეში, სთავაზობ ახალ წარმატებულ იდეებს და ხელმძღვანელობ გუნდს. შენ ხარ პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნება. ხელმძღვანელობის უნარი – ეს არის შენი თანდაყოლილი ნიჭი. თამამად დაისახეთ ამოცანები, მოძებნეთ თანამოაზრეები და იმოქმედეთ!

რიცხვი 2

შენი ძლიერი მხარე არის მოლაპარაკების უნარი, ნებისმიერ ადამიანთან. ხარ დიპლომატი, რომელიც ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი გამონახავს გამოსავალს. დიდ წარმატებას მიაღწევ საქმიანობაში, რომელიც დაკავშირებულია იურისპრუდენციასთან, დიპლომატიასთან ან ფსიქოლოგიასთან.

რიცხვი 3

სხვებისგან განსხვავდები მხიარული ხასიათით და იმით, რომ ყველაფერს შემოქმედებითად უდგები. გაქვს მდიდარი ფანტაზია, რომელიც გეხმარება როგორც შემოქმედებაში, ასევე ყოველდღიური საკითხების არაბანალურად გადაწყვეტაში. გამოცადე თავი მსახიობობაში, მწერლობაში ან ფერწერაში.

რიცხვი 4

შესანიშნავი ადამიანი ხარ, რომელიც ყურადღებით ეკიდება დასახული ამოცანის გადაჭრას. შესანიშნავი კონცენტრაცია გეხმარებათ ნებისმიერი ამოცანის გადაჭრაში, განსაკუთრებით ისეთი ამოცანების, რომელთა გადაჭრასაც სხვები ვერ ბედავენ. წარმატებას მოგიტანთ ზუსტი მეცნიერებები და პროგრამირება – სფეროები, სადაც თქვენი ნიჭი გამოვლინდება.

რიცხვი 5

თუ შედეგად რიცხვი 5 მიიღე, შენ მიეკუთვნები ძალიან ენერგიული და ცნობისმოყვარე ადამიანების იშვიათ ტიპს. სამყაროს შეცნობა და მისი მამოძრავებელი ძალების შესწავლა – შენი ნიჭია. შენ შეგიძლია ახალი ჰორიზონტების დაპყრობა. დიდი წარმატება გელის, როგორც მოგზაურს, არქეოლოგს ან მეცნიერს.

რიცხვი 6

ბუნებამ განსაკუთრებული ნიჭით დაგაჯილდოვა. შენ გხელმძღვანელობენ უმაღლესი ძალები, რათა ემსახურო კაცობრიობას. იქნები შესანიშნავი მასწავლებელი ან ექიმი. ნაცნობი და უცნობი ადამიანებიც კი შენთან ბრძნული რჩევისთვის მოდიან, რადგან სრულიად გენდობიან. მაღალი ღირსების ადამიანი ხარ.

რიცხვი 7

ძალიან გაუმართლა იმას, ვინც რიცხვი 7 მიიღო! ეს ადამიანები აღწევენ წარმატებას თითქმის ნებისმიერ საქმიანობაში, მინიმალური ძალისხმევის დახარჯვით. შენ ადვილად ითვისებ ახალ ინფორმაციას და გაქვს კარგი ანალიტიკური უნარი. ამას გარდა, “შვიდიანები” ხშირად გამოირჩევიან ექსტრასენსორული შესაძლებლობებით.

რიცხვი 8

ნამდვილი მეომარი ხარ, მებრძოლი. მორალურად და ფიზიკურად ვერავინ გაგტეხს, ძლიერი ნებისყოფის წყალობით. ნებისმიერი, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი პოულობ გამოსავალს. გამოიყენე საკუთარი ნიჭი სამხედრო ხელოვნებაში, სპორტში ან სხვა სფეროებში, სადაც საჭიროა მუდმივი ბრძოლა.

რიცხვი 9

შემოქმედებითი მიდგომა ყოველდღიურად გეხმარება იმ სამყაროს შეცვლაში, რომელშიც ცხოვრობ. ასე გააგრძელე! ყველაზე კარგად თავს მაშინ გრძნობ, როდესაც შემოქმედებით ხარ დაკავებული. თუმცა, რუტინულ სამსახურსაც შეგიძლია შესძინო ორიგინალურობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს