რა სასუქი მივცეთ ნერგებს ფესვების ზრდისთვის

25

ცოტა ხანში სააგარაკე სეზონი დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ დროა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რომელი კულტურები დავრგოთ პირველ რიგში, როგორ მოვაწყოთ ბაღი და რა სასუქი მივცეთ ნერგებს. როგორც იქნა, დასვენებისა და სუფთა ჰაერზე მუშაობის დრო გვიახლოვდება! დრო, რომელსაც ოჯახთან ერთად ბუნებაში ვატარებ, ჩემთვის ზაფხულის სეზონის ყველაზე საყვარელი პერიოდია.

ახლა კი ისევ ბოსტნის საკითხს დავუბრუნდეთ. თქვენ უკვე იცით, რომელი ნერგები უნდა მოამზადოთ პირველ რიგში? აქვე გეტყვით, რომ სასუქის გარეშე შეუძლებელია! ვიცი, რომ თანამედროვე მებოსტნეები მცენარეებისთვის უპირატესობას ანიჭებენ ნატურალურ სასუქს და არა ქიმიურს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ეკოლოგიურად სუფთა რეცეპტს გაგიზიარებთ.

რა სასუქი მივცეთ ნერგებს: თაფლი და კვერცხის ნაჭუჭი ფესვების ზრდისთვის

1. გახსენით თაფლი 0,5 ლ თბილ წყალში. უნდა გამოიყენოთ ნატურალური თაფლი და არა შაქრის სიროფი.

2. დანაყეთ 3 კვერცხის ნაჭუჭი და ჩაყარეთ თაფლიან წყალში. კარგად აურიეთ და ნარევი გააჩერეთ მინიმუმ 5 საათის განმავლობაში. თუ გაქვთ საშუალება ნარევი უფრო დიდხანს გააჩერეთ – 1-2 დღე.

3. ნაყენი გაწურეთ და 2 ლიტრ წყალში გააზავეთ.

4. მორწყეთ ნერგები მიღებული სასუქით, როდესაც ნიადაგი ნესტიანი იქნება.

5. სასუქი შეიტანეთ სამჯერ – 3 -4 კვირაში ერთხელ.

ასეთი ნატურალური სასუქი უბრალოდ აუცილებელია ახალგაზრდა ნერგებისთვის ფესვთა სისტემის გასაძლიერებლად და სწრაფი ზრდისთვის. ამ სასუქის მომზადება ძალიან მარტივია, ინგრედიენტები კი ყველაზე ხელმისაწვდომი. ეს რეცეპტი ნებისმიერ მებოსტნეს გამოადგება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს