ყოველთვის მეგონა, რომ ვარდს ცოტა გადამეტებულად აქებენ. ვიცი, რომ მას ბაღის დედოფალს ეძახიან, მაგრამ, ჩემი აზრით, ტიტები უფრო საინტერესოდ და ლამაზად გამოიყურება. ეს ყვავილი ლამაზ ხალიჩად გადაეფინება ხოლმე ბაღს და ამშვენებს მას. აგარაკზე ყოველთვის მინდოდა სწორედ ტიტების გაშენება.
წლიდან წლამდე უშედეგოდ ვცდილობდი. რა სასუქიც არ უნდა მიმეცა, ნერგები ან წყვეტდა ზრდას რაღაც ეტაპზე, ან საერთოდ არ ამოდიოდა. რაღაც მომენტში იმედი გადამეწურა, მაგრამ მცოდნე მეზობელი დამეხმარა. მან მითხრა, სად უნდა დავრგო ტიტები შესაშური ყვავილნარის გასაშენებლად.
სად უნდა დავრგოთ ტიტები: დეტალური ინსტრუქცია
ტიტები საკმაოდ ადრე ყვავის, ამიტომ გაზაფხულის შუა პერიოდში უკვე შეგვიძლია დავტკბეთ ფერადი ბაღით. მაგრამ საკმარისი არ არის მხოლოდ ბოლქვების მიწაში ჩარგვა, მორწყვა და სასუქის შეტანა. ტიტის დასარგავად საჭიროა სწორი ადგილის შერჩევა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტიტების დარგვისას.
1. აირჩიეთ სხვა ადგილი. ერთი და იმავე ნაკვეთზე ტიტების ზედიზედ ორჯერ დარგვა არ შეიძლება.
2. ტიტას არ უყვარს ისეთ მცენარეებთან მეზობლობა, როგორიცაა კარტოფილი, ბადრიჯანი და პომიდორი.
3. ტიტის ბოლქვები შეიძლება დალპეს ციცაბო ან არასწორ ზედაპირზე. მათ დასარგავად სხვა ადგილი აირჩიეთ.
4. ტიტა მზის მოყვარული ყვავილია. დარგეთ ტიტა ნაკვეთში, სადაც მზის სხივები ხშირად ეცემა.
5. მნიშვნელოვანია სწორად მიუდგეთ გრუნტის შერჩევას. ამ ყვავილს კატეგორიულად არ მოსწონს თიხნარი ნიადაგი. მას აუცილებლად უნდა შეურიოთ ტორფი, ქვიშა ან ნეშომპალა. ამას გარდა, ტიტისთვის ასევე მავნეა მჟავე ნიადაგი. ის შეგიძლიათ დააბალანსოთ ნაცრით.
დაიცავით ტიტის დარგვის მარტივი წესები და თქვენი ბაღი ყველაზე ლამაზი იქნება სამეზობლოში. ტიტების ფერთა გამა მრავალფეროვანია, ამიტომ თქვენი ყვავილნარი მართლაც ულამაზესი იქნება! შეგახსენებთ, რომ ტიტის ბოლქვების მიწაში ჩარგვა შეიძლება სექტემბრის ბოლოს და ასევე მარტის ბოლოსაც.