პროდუქტები, რომლებიც უნდა მიირთვათ ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად

388

რის გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ იცოცხლო რაც შეიძლება დიდხანს? ამ კითხვაზე პასუხი გასცა უხუცესმა კარპატებიდან, რომელსაც 104 წელი შეუსრულდა. მან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება ახალგაზრდობის გახანგრძლივება ყოველგვარი ჯადოსნური ელექსირების გარეშე.

იმის გათვალისწინებით, რომ მამაკაცი მთიან მხარეში ცხოვრობდა, მისი დღეგრძელობის ერთ-ერთ საიდუმლოს წარმოადგენდა ხელსაყრელი კლიმატი. თუმცა, ის რამაც უხუცესს საშუალება მისცა გადაელახა ასეთი ასაკობრივი ზღვარი, არ იყო მხოლოდ სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები.

როგორ გავახანგრძლივოთ ახალგაზრდობა: კარპატელი უხუცესის პასუხი

სწორად შედგენილი რაციონი

ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარი – სწორი კვებაა. უხუცესის თქმით, ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად საჭიროა საკუთარი კვების რაციონის მუდმივი კონტროლი და მასში ჩვენი ორგანიზმისთვის საჭირო ყველა პროდუქტის დამატება. მან აღიარა, რომ ვერ წარმოუდგენია საკუთარი რაციონი ლობიოს, ოსპის და წიწიბურას გარეშე. ქაშაყი, ტყის სოკო, თხილეული და კვერცხი – ასევე უნდა იყოს რაციონში.

კარპატელმა ბრძენმა თქვა, რომ ბოსტნეული ორგანიზმისთვის წარმოადგენს ცოცხს, რომელიც ყველაფერ არასაჭიროს “გამოგვაში” ეხმარება. ამიტომ, იმ ადამიანის რაციონში, რომელიც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, უნდა იყოს ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, ნიორი და ხახვი. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ მწვანილი! რეგულარულად დაამატეთ კერძს ისპანახი, კამა და ქინძი. სასმელებიდან, უპირატესობა მიანიჭეთ სუფთა წყალს. ასევე რეგულარულად გამოიყენეთ ნატურალური ბალახეულის ჩაი, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს მთელ ორგანიზმზე.

უარის თქმა პურზე

კიდევ ერთი რეკომენდაცია იყო უარის თქმა მაღაზიაში ნაყიდ პურზე. არსებობს მისი უფრო სასარგებლო ალტერნატივა. კარტოფილის ბლინები სტაფილოთი, კარპატული რეცეპტით. ის რაც საჭიროა კარგი განწყობისთვის.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 5 კარტოფილი;
  • 0,5 სტაფილო;
  • 100 გ ფქვილი ქატოთი;
  • 1 კვერცხი;
  • მარილი გემოვნებით;
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა;
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი;
  • 1,5 ს/კ სელის ზეთი.

მომზადების წესი:

  • 1. მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, ოდნავ მარილიან წყალში. აცადეთ გაგრილება. მოაშორეთ კანი. კარტოფილი აქციეთ პიურედ.
  • 2. გაასუფთავეთ სტაფილო და წვრილ სახეხზე გახეხეთ. სტაფილო, კვერცხი, მარილი და შავი პილპილი დაუმატეთ კარტოფილის პიურეს. კარგად აურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • 3. მიღებულ მასას დაამატეთ ფქვილი. დაასხით მცენარეული ზეთი. აურიეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე და მასა დაამრგვალეთ.
  • 4. ცომს ძეხვის ფორმა მიეცით და თანაბარი ზომის ნაწილებად დაყავით. თითოეული მათგანი გააბრტყელეთ.
  • 5. საცხობ ფორმაში დაფინეთ პერგამენტი და ბლინები ზედ მოათავსეთ. შეასხურეთ სელის ზეთი.
  • 6. ბლინები ჩანგლით დახვრიტეთ. მოათავსეთ 200 გრადუსამდე გახურებულ გაზქურაში, 20 – 25 წუთით. გემრიელად მიირთვით!

ასეთი კარტოფილის ბლინები მუდმივად უნდა მოამზადოთ, რადგან მათ დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ. ეს ბლინები ასევე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის. ჩაანაცვლეთ პური კარპატელი უხუცესის რეცეპტის მიხედვით მომზადებული ბლინებით და ცოტა ხანში, დილაობით იგრძნობთ სიმხნევისა და ენერგიის მუხტს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს