გავყინოთ ფარში სწორად

275

რამდენი კერძის მომზადება შეიძლება გატარებული ხორცისგან: ხორციანი ღვეზელების, კატლეტის, გუფთის, ტოლმის. ამ უგემრიელესი კერძების სია უსასრულოა! ერთი რამ ცხადია: გატარებული ხორცი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროდუქტია.

სწორედ ამიტომ, ჩვენ მიჩვეულები ვართ ხორცის დიდი პორციების მომზადებას. უმარტივესი გზაა მისი საყინულეში შენახვა და საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ გამოღება და გალღობა. ფარშს თავად ამზადებთ თუ მაღაზიაში ყიდულობთ, უნდა იცოდეთ, თუ როგორ უნდა გაყინოთ სწორად.

როგორ გავყინოთ ფარში სახლის პირობებში

სიახლე

დაიმახსოვრეთ, რომ ფარში მომზადების ან შეძენისთანავე უნდა მოათავსოთ საყინულეში. მაცივარში რამდენიმე საათით შენახვა შეიძლება დამღუპველი იყოს მისთვის. საქმე ისაა, რომ ხორცში ასეთ მოკლე დროშიც კი იწყება ბაქტერიების გამრავლება. ასე რომ, ნუ დააყოვნებთ!

დაყავით ნაწილებად

იმისათვის, რომ რამდენიმე საათი არ დაელოდოთ ფარშის გალღობას, საჭიროა პროდუქტის სწორად შენახვა საყინულეში. არ არის საჭირო მთელი ფარშის დიდ პარკში მოთავსება. დაყავით იგი ნაწილებად. თქვენ ხომ იცით, რამდენი პროდუქტი გჭირდებათ ოჯახისთვის კატლეტების ან ტოლმის მოსამზადებლად? გატარებული ხორცი მოათავსეთ პატარა პარკებში და ამ ფორმით შეინახეთ. გარდა ამისა, ხელით დატკეპნეთ თითოეულ ნაწილი, რომ პროდუქტი „გაბრტყელდეს“. ასე ფარში უფრო სწრაფად გალღვება.

როგორ გავალღოთ ფარში სწორად

  • 1. მაცივარში. ეს არის ფარშის გალღობის ყველაზე უსაფრთხო გზა. ეტაპობრივი პროცესი არ მისცემს საშუალებას ბაქტერიების განვითარებას და პროდუქტი არ დაკარგავს გემოს და ფერს. მინუსი: მაცივარში ფარშის გალღობას დიდი დრო სჭირდება.
  • 2. ცივ წყალში. თუ ლოდინის დრო არ გაქვთ, ფარში ცივ წყალში მოათავსეთ. ამ გზით ის უფრო სწრაფად გალღვება. თუმცა მისგან კერძი დაუყოვნებლივ უნდა მოამზადოთ.
  • 3. მიკროტალღურ ღუმელში. ეს არის ფარშის გალღობის ყველაზე სწრაფი გზა. დააყენეთ მიკროტალღური ღუმლის სიმძლავრე 50%-ზე და გაალღვეთ პროდუქტი დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში. ხშირად გადაატრიალეთ იგი მეორე მხარეს, რომ პროცესი თანაბრად წარიმართოს.

დაიმახსოვრეთ, რომ გამლღვალი ხორცის ხელახლა გაყინვა არ შეიძლება. გამონაკლისი არის, როდესაც პროდუქტის გალღობა ხდება მაცივარში და თუ მას საყინულეში 12 საათის განმავლობაში გადაიტანთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს