რა აშინებს ფულს. ტაბუდადებული სიტყვები

253

როცა მშობლებისგან ცალკე ცხოვრება გადავწყვიტე, ვიპოვე კარგი ბინა და ვიქირავე. ჩემმა დამ მთხოვა, ყველაფერი მეამბო ჩემი ახალი სახლის შესახებ და მე ფერადოვნად აღვწერე ფართო ოთახი, კომფორტული სამზარეულო და თანამედროვე აბაზანა. როცა გადავწყვიტე ორიოდე სიტყვა ბინის მფლობელზეც მეთქვა, ჩემმა დამ მოულოდნელად გამაწყვეტინა. მან ეს იმით ახსნა, რომ სიტყვა „მფლობელი“ ფულს აშინებსო.

ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც კი გონივრულად უდგებიან ცრურწმენებს ჯანმრთელობისა და ფულის ნიშნებთან დაკავშირებით. უმჯობესია, კი არ იხუმრო ამ საკითხებზე, არამედ თავი დაიზღვიო. რა იცი, რა ხდება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ფინანსების დასაფრთხობად. სიტყვებს და აზრებს ხომ ძლიერი ძალა აქვთ.

რა აშინებს ფულს: სიტყვები, რომლებიც არ უნდა თქვა

“საცოდავი”

არასოდეს თქვათ საკუთარ თავზე ან თქვენს ახლობლებზე, რომ ისინი საცოდავები არიან. იგივე ეხება სიტყვებს “თავს ისაცოდავებს”, “საცოდავია”, თუნდაც კონტექსტში ისინი არ იყოს დაკავშირებული ფულთან. ეს სიტყვები ნამდვილად ტაბუდადებულია!

“არა”

ამ კატეგორიულ სიტყვასაც შეუძლია ფულის შეშინება. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ შეძლებთ საერთოდ არ გამოიყენოთ იგი ყოველდღიურ მეტყველებაში, მაგრამ შეეცადეთ შეცვალოთ იგი. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: “ამჯერად არ გამოვა”, “მე ასე არ ვფიქრობ”, “ბოდიში, მაგრამ …”.

“მფლობელი”

ასე ხშირად უწოდებენ იმ ადამიანს, ვისგანაც ბინას ქირაობენ, ან უფროსს, რომელიც ფლობს ჩვენს სამუშაო ადგილს. ეცადეთ, მოერიდოთ ამ სიტყვას: მას ნეგატიური გავლენა აქვს და მონად გაქცევს. მონებს კი, როგორც მოგეხსენებათ, ფულის საკითხში ყოველთვის უჭირთ. სიტყვა “მფლობელი“ ჩაანაცვლეთ სიტყვებით: “მეიჯარე“, „მესაკუთრე“, „უფროსი“, „ხელმძღვანელი“.

“მმართებს”

ძალიან ხშირად მაღაზიის სალაროსთან გესმით ფრაზა: “რამდენი მმართებს?” ის ჩვენს ცნობიერებაში უკვე ისე დამკვიდრდა, რომ არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მაგრამ უმჯობესია თავი აარიდოთ სიტყვას “მმართებს”, რათა ვალი არ დაგედოთ, თუნდაც გონებრივად.

ფულის გამოსამუშავებლად ადამიანი ხარჯავს ენერგიას, დროსა და ჯანმრთელობას. ხელფასი არის გადასახადი თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოსთვის. უპატივცემულობაა ფული რაიმე სხვა სახელით მოიხსენიო. ის არის თქვენი სიმდიდრე, თქვენი ფული.

გახსოვდეთ, თქვენი სიტყვები თქვენი აზრების გამოხატულებაა. თუ ქვეცნობიერად დაუპირისპირდებით ფულს, ის არასოდეს მოვა თქვენთან. ამოიღეთ ჩამოთვლილი სიტყვები თქვენი ლექსიკონიდან, რათა ფინანსები მოიზიდოთ. არავითარი „მმართებს“ და „მფლობელი“!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს