დავრგოთ ნიორი ბოთლის გამოყენებით

50

ნიორი წარმოუდგენლად სასარგებლოა, მიუხედავად მისი საკმაოდ სპეციფიკური არომატისა და სიმწარისა. მაგრამ სწორედ მისი წყალობით იძენს კერძები განსაკუთრებულ გემოს და პიკანტურობას. ნიორი ძალიან სასარგებლოა: ის შეიცავს უამრავ ფიტონციდს და ანტიოქსიდანტს, მას შეუძლია გაანადგუროს ვირუსები და ბაქტერიები და გააძლიეროს იმუნიტეტი. ნივრის დარგვის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა დარგოთ ნიორი სწრაფად და მარტივად – ბოთლის გამოყენებით! ეს მეთოდი ნამდვილად მოგეწონებათ.

როგორ დავრგოთ ნიორი ბოთლის გამოყენებით

ეს მეთოდი ძალიან კარგია, როცა საჭიროა დიდი რაოდენობით ნივრის დარგვა. თუ ამ ბოსტნეულის მოყვარული ხართ (სინამდვილეში ის ბალახოვანი მცენარეა) ან მოგწონთ მისი მწნილის მომზადება, აუცილებლად სცადეთ ნივრის დარგვა ბოთლით.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გადაწყვიტოთ როდის დარგოთ ნიორი. ეს შეიძლება გაკეთდეს როგორც შემოდგომაზე, ასევე გაზაფხულზე – ყველაფერი დამოკიდებულია მცენარის ჯიშზე. უმჯობესია აირჩიოთ თბილი დღეები, როდესაც მიწა მთლიანად გალღვა ყინვისგან (ან ჯერ არ გაყინულა, თუ შემოდგომაა). ჩვენ ახლა ნივრის დარგვის ეტაპებზე ვისაუბრებთ.

ნაკვეთის გაფხვიერება

თუ თქვენი ბოსტანი პატარაა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ჩვეულებრივი ნიჩბით. თუ ნივრის დარგვას გეგმავთ დიდ ფართობზე, უფრო მარტივია კულტივატორის გამოყენება. ნიადაგი კარგად უნდა იყოს გაფხვიერებული, რათა არ იყოს დიდი გუნდები. რაც უფრო ფხვიერია ნიადაგი, მით უფრო მოსახერხებელი იქნება დარგვა.

ნიადაგში სასუქის შეტანა

დიდი რაოდენობით ჯანსაღი მოსავლის მისაღებად მიზანშეწონილია ნიადაგში სასუქის შეტანა. გირჩევთ, არ გამოიყენოთ ორგანული დანამატები, რადგან ნიორი სწრაფად გაიზრდება, მაგრამ შემოდგომაზე ცივი ამინდის დადგომისას ან ზამთარში გვიანი ყინვებისას შეიძლება გაიყინოს. გამოიყენეთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები – მათ სასარგებლო გავლენა აქვთ ნიადაგზე.

ნივრის დარგვა ბოთლით

დაგჭირდებათ ჩვეულებრივი პლასტმასის 1.5 ლიტრიანი ბოთლი, მაკრატელი ან საკანცელარიო დანა. გთავაზობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა დარგოთ ნიორი ამ გზით:

პლასტმასის ბოთლი გაჭერით შუაზე (დაგვჭირდება ზედა ნაწილი) და არ გადააგდოთ თავსახური, დატოვეთ ბოთლზე.

ჩამოიცვით ბოთლი ხელზე და გამოიყენეთ იგი ნიადაგში ჩაღრმავების გასაკეთებლად, თითქმის ბოლომდე ჩაფლობით (ეს არის დაახლოებით 10-15 სმ);

ორმოების რაოდენობა თავად განსაზღვრეთ. მერწმუნეთ, ასე ბევრად უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ტრადიციული გზით დარგვა;

თითოეულში ჩაყარეთ 1-3 კბილი ნიორი (დამოკიდებულია კბილის ზომაზე);

ხვრელები შეავსეთ მიწით და მორწყეთ.

დაელოდეთ ნივრის ამოსვლას!

ბოთლით დარგვის მეთოდის უპირატესობები

ჩვეულებრივი პლასტმასის ბოთლის გამოყენებით ნივრის დარგვას კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს:

დარგვის სიმარტივე;

ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებების გამოყენება;

პროცესის სიჩქარე;

ბოთლით გაკეთებული ხვრელები არ იშლება;

ნიორი ირგვება თანაბარ დონეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად ამოვა;

თუ აიღებთ 2 ლიტრიან ბოთლს, შეგიძლიათ ნივრის მთლიანი თავებიც კი დარგოთ – ეს უფრო მეტ მოსავალს მოგცემთ.

ახლა თქვენ იცით, როგორ დარგოთ ნიორი ბოთლის გამოყენებით და მოიყვანოთ რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ბოსტნეული თქვენს ბოსტანში. მინიმალური ძალისხმევა და დრო – და შესანიშნავი მოსავალი უკვე თქვენს მაგიდაზეა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს