ცოტა ხნის წინ ტკბილეულის სახლში შევიძინე ნამცხვარი ,,კაკალი,” მაგრამ ის არ იყო ისეთი გემრიელი, როგორც ბავშვობაში.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ასეთი ნამხცხვრები მე თვითონ მომემზადებინა. მინდა, რომ ჩემი შვილებიც იცნობდნენ ამ ნამცხვრის ნამდვილ გემოს. მე ის სწორედ ამ რეცეპტით მოვამზადე, დედას გავასინჯე და მივხვდი რომ მას ნამდვილი გემო ჰქონდა.
დღეს ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომლითაც შეგეძლებად ამ უგემრიელესი ნამცხვრის მომზადება.
მასალები:
- 3.5 ს.კ. ფქვილი
- 2 კვერცხი
- 3/4 ჭიქა შაქარი
- 200 გ კარაქი
- 0.5 ჩ.კ. სოდა
- 1 ჩ.კ. ძმარი
- 1 ს.კ.მცენარეული ზეთი
- მარილი
- შეიძლება მოხარშული შედედებული რძე
მომზადება:
1. მოსახერხებელ კონტეინერში, შეურიეთ შაქარი, კვერცხი და მარილი. კარგად აურიეთ.
2. დაამატეთ კარაქი, სოდა, ძმარი, აურიეთ და შემდეგ დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. შედეგად, ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური.
- გამოსაცხობი ტაფის ძირზე დაასხით მცენარეული ზეთი. ტაფა უნდა იყოს თბილი.
4. ტაფის ზომის შესაბამისად გაყავით ცომი. ბურთები უნდა იყოს დაახლოებით ნახევარი კაკლის ზომა.
5. მოათავსეთ ბურთები საცხობ ჭურჭლში და დახურეთ სახურავი. წინა მხარე უფრო მეტად უნდა იყოს გამომცხვარი ვიდრე შიგნიდან.
6. დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ, ტაფა ამოატრიალეთ.
7. შემდეგ გადმოდგით, და ტაფიდან გადმოყარეთ გამომცხვარი კაკალი.
8. იმისათვის, რომ ნახევარი კაკალი ერთმანეთს დაადოთ, გამოიყენეთ მოხარშული სგუშონი.
9. ესეც ასე, დესერტი მზადაა,
აუცილებლად მოამზადეთ, გაიხსენეთ ბავშვობის გემო და რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ.