ადამიანის დაბადების დრო როგორ მოქმედებს მის ბედზე

755

როგორც ცნობილია, ადამიანის დაბადების თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს მის ბედზე. მაგრამ მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ დაბადების დღეს. დაბადების დრომაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს ადამიანის ბედზე, რასაც ნუმეროლოგებიც ადასტურებენ.

ამის შესახებ მეგობარმა მიამბო, რომელიც ადამიანებისთვის ინდივიდუალურ ჰოროსკოპებს ადგენს. გამოდის, რომ ისრის ამა თუ იმ მიმართულებით მცირე გადახრამაც კი შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ახალშობილის ბედი. სწორედ ამიტომ უნდა გაარკვიოთ ზუსტად თქვენი დაბადების დრო და განმარტებებისთვის წაიკითხოთ ჩვენი სტატია.

რა გავლენას ახდენს დაბადების დრო ადამიანის ბედზე

დაბადების დროიდან გამომდინარე, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თავისებურებები და ხასიათის თვისებები. მიზეზი ის არის, რომ ყოველ პერიოდს აკონტროლებს სხვადასხვა პლანეტა, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე.

00:00–02:00

ამ დროს დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და აზროვნების სისწრაფით. ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რის გამოც ადამიანებს უყვართ. მათი მფარველი პლანეტა მერკურია, რის წყალობითაც ისინი ძალიან კომუნიკაბელურები და შეკრებების მოყვარულები არიან. თუმცა, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ბევრი ლაპარაკის სიყვარულმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნათ, თუ ამას არ გააკონტროლებენ.

02:00–04:00

დროის ამ მონაკვეთში ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანები იბადებიან. ჩვეულებრივ, ისინი სწრაფად და მარტივად გადაადგილდებიან კარიერულ კიბეზე, რადგან თავიანთი საქმე გულწრფელად უყვართ. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებს მფარველობს პლანეტა ვენერა. მიზნების მიღწევაში მათ შეიძლება ხელი შეუშალოს მხოლოდ საკუთარმა სიჯიუტემ და ფინანსების სწორად მართვის არ ცოდნამ.

04:00–06:00

დროის ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების მთავარ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს მიზანსწრაფულობა. მათ მართავთ პლანეტა მარსი, რითაც მათი ცეცხლოვანი ხასიათი აიხსნება. ასეთ ადამიანები წარმატებულნი არიან არა მხოლოდ სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოთ ეს არის ზედმეტი თავდაჯერებულობა და პირდაპირობა. ამიტომ ზოგჯერ ამის გამო ისინი არ უყვართ.

06:00–08:00

ამ დროს დაბადებულ ადამიანებს შეიძლება ეწოდოთ ნამდვილი მეოცნებეები. მათი მფარველი პლანეტა არის ნეპტუნი. ისინი შემოქმედებითი ადამიანები არიან, რის წყალობითაც მათ მატერიალური პრობლემები უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე სულიერი. ასეთი ადამიანები ბევრს ორჭოფობენ, რაც ხელს უშლის მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მათ წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისწავლიან საკუთარი ემოციების გაკონტროლებას და თავდაჯერებულად მოქმედებას.

08:00–10:00

დროს ამ პერიოდში დაბადებულებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ადამიანთა სულების მკურნალები. ამ ადამიანებს მფარველობს პლანეტა ურანი. მათი ემპათიურობის დონე საკმაოდ მაღალია, რის წყალობითაც შეუძლიათ ადამიანის მხარდაჭერა ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ამ ადამიანებს მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ ყველაფერს აქვს საკუთარი საზღვარი.

10:00–12:00

დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანს მფარველობს პლანეტა სატურნი. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ამბიციურობით, შრომისუნარიანობითა და ძლიერი ხასიათით. ისინი მარტივად ხდებიან ავტორიტეტულნი გარშემომყოფთა თვალში, რაც ეხმარებათ იმაში, რომ გახდნენ კარგი ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები. მთავარია გახსოვდეთ, რომ ასეთ ადამიანებს არასოდეს უნდა უღალატოთ, რადგან მათი შურისძიება დამანგრეველი იქნება.

12:00–14:00

დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს პლანეტა იუპიტერი მფარველობთ. ამ ადამიანებს უყვართ ადრენალინი და არასოდეს ჩერდებიან ერთ ადგილზე. ისინი მუდმივად ეცნობიან სიახლეებს და უამრავ სფეროში მწვერვალებს აღწევენ. ხშირ შემთხვევებში, ასეთი ადამიანები საკუთარ მიზნებს ძალიან სწრაფად აღწევენ, რადგან ზუსტად იციან, რა სურთ.

14:00–16:00

დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს შეგვიძლია ვუწოდოთ ოპტიმისტები. პლუტონის მფარველობის წყალობით, ისინი ყველაზე სერიოზულ პრობლემებსაც კი პოზიტივით უყურებენ. ისინი ყოველთვის დარწმუნებულნი არიან სიტუაციის დადებით დასასრულში, ამიტომაც ხშირად აღწევენ წარმატებებს. ნაკლოვანებებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტი, რომ ზოგჯერ მათი სიტყვები არ ემთხვევა მათ ქმედებებს.

16:00–18:00

ადამიანებს, რომლებიც დროის ამ პერიოდში დაიბადნენ მფარველობს პლანეტა ვენერა. ამის წყალობით ისინი განსაკუთრებულად აფასებენ სიყვარულს და მეგობრობას. ისინი არ გამოირჩევიან იმპულსურობით, პირიქით, გააზრებულად და ლოგიკურად მოქმედებენ. ისინი შესანიშნავად აგვარებენ კონფლიქტებს და არასოდეს იწვევენ გაუგებრობას.

18:00–20:00

დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მეომრები. მათ მფარველობს პლანეტა მერკური, რაც მათ ნათელ და ძლიერ ადამიანებად აქცევს. ასეთი ადამიანები დაუბრკოლებლად მიდიან საკუთარი მიზნისკენ და ზოგჯერ ვერ ამჩნევენ სხვებს. სწორედ ამიტომ, მათთან ურთიერთობა შესაძლოა ზოგჯერ უსაფრთხო არ იყოს.

20:00–22:00

დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მზის ენერგია მფარველობთ. სწორედ ამიტომ, მათი ცეცხლოვანი განწყობა სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობად. მათი სიძლიერე და ენერგია სხვებისთვის ხშირად შურის მიზეზად იქცევა, რადგან ეს მათ ყველაზე გაბედული მიზნების მიღწევაში ეხმარება. ნაკლოვანებებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ მანიპულაციები და სხვა ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენების ტენდენცია.

22:00–00:00

თუ დროის ამ მონაკვეთში დაიბადეთ, თქვენ შეიძლება გეწოდოთ ჭეშმარიტი მოაზროვნე. დროის ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს მთვარე მფარველობთ. მათ უყვართ ფიქრი ყველაფერზე და ყველაფრის გაანალიზება. სწორედ ამიტომ, ასეთი ადამიანებს უჭირთ ახლო ურთიერთობები, რადგან ცოტა ადამიანი უძლებს მუდმივად მიკროსკოპის ქვეშ ყოფნას.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სტატია საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს