იცოდით, რომ მხოლოდ კარგად შერჩეული ინგრედიენტები არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ კატლეტი ნაზი და წვნიანი იქნება? აღმოჩნდა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ პროდუქტებს, არამედ კიდევ ერთ ნიუანს, რომლის შესახებაც ყველამ არ იცის. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მზარეულმა გვითხრა, თუ როგორ უნდა მომზადდეს წვნიანი და საოცრად გემრიელი კატლეტები.
როგორც იცით, ამ კერძის მომზადებას ვიწყებთ მაღალ ცეცხლზე, შემდეგ კი – შედარებით დაბალზე. ასე წარმოიქმნება ხრაშუნა ქერქი, რომელიც წვენს კატლეტის შიგნით ინარჩუნებს. იმისთვის, რომ კატლეტი ნამდვილად არ იყოს მშრალი, საჭიროა კიდევ ერთი ხერხის გამოყენება.
როგორ მოვამზადოთ წვნიანი კატლეტი: დადასტურებული მეთოდი
გააცხელეთ ღუმელი
თუ გსურთ, რომ ხორცის კერძმა მოწონება დაიმსახუროს, ნუ გადაიტანთ მას შეწვის შემდეგ პირდაპირ თეფშზე. დაასრულეთ კატლეტების მომზადება როგორც წესია. ამისთვის აიღეთ ტაფა, რომლის მოთავსებაც შეიძლება ღუმელში. კატლეტები სწორედ ამ ტაფაში შეწვით, შემდეგ კი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ. ტაფა ღუმელში 5 – 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. არაჩვეულებრივი კერძი მზად არის!
ურბილესი კატლეტების საუკეთესო რეცეპტი
- 700 გრამი ღორის ხორცი (გატარებული);
- 600 გრამი საქონლის ხორცი (გატარებული);
- 150 გრამი თეთრი პური;
- 70 მლ რძე;
- 1 ხახვი;
- 2 კბილი ნიორი;
- 3 ს/კ წყალი;
- მარილი გემოვნებით;
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით;
- ფქვილი;
- მზესუმზირას ზეთი.
მომზადების წესი:
- 1. მოაჭერით პურს ქერქი. რბილობი პატარა ნაჭრებად დაჭრით. პურს დაასხით რძე და დააყოვნეთ 10 წუთით. გაასუფთავეთ ხახვი და ნიორი და წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- 2. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ორივე სახეობის გატარებული ხორცი. დაამატეთ ხახვი, ნიორი და რძეში დასველებული პური. დაასხით წყალი.
- 3. დაამატეთ მარილი და წიწაკა. კარგად აურიეთ. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში, ნახევარი საათით.
- 4. ხელები წყლით დაისველეთ და დაიწყეთ კატლეტების ფორმირება. ამოავლეთ ხორბლის ფქვილში და ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ.
- 5. გააცხელეთ ტაფა, რომლის მოთავსებასაც მოგვიანებით ღუმელშიც შეძლებთ. ჩაასხით მზესუმზირას ზეთი. შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან ხრაშუნა ქერქის მიღებამდე. მოათავსეთ ტაფა 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 5 – 7 წუთით. კატლეტი მზადაა!
მხოლოდ ერთი შტრიხი და თქვენს მიერ მომზადებული კატლეტი რბილი და წვნიანი გამოვა. თქვენ აღარ მოგიწევთ იმაზე ნერვიულობა, რომ თქვენი კატლეტები მშრალი იქნება.