ჭარხალი ტაფაში. მარტივი ხემსი ზედმეტი წვალების გარეშე

912

ჭარხალი არის პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ გემოთი, არამედ სასარგებლო ნივთიერებების შემცველობითაც. ჭარხლის მომზადებას დიდი დრო სჭირდება, რის გამოც დიასახლისებს დიდად არ მოსწონთ ამ ბოსტნეულის მომზადება. მაგრამ არსებობს მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ამ პროდუქტის უფრო სწრაფად მომზადება და თან გემოს დაკარგვის გარეშე. ჩემი საყვარელი რეცეპტი – ჭარხალი ტაფაში.

ამ კერძის შესახებ ჩემმა მეზობელმა მითხრა. მან დაინახა, რომ ზამთრის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა დიდი რაოდენობით ჭარხალი, რომელსაც არავინ ჭამდა. დავიჩივლე, რომ მას ძალიან იშვიათად ვამზადებდით, რადგან მის მომზადებას დიდი დრო სჭირდებოდა. ამის შემდეგ მეზობელმა მითხრა, რომ ჭარხლის მომზადება მხოლოდ 20 წუთშიც კი შეიძლება. მე ვცადე და ახლა სახლში ჭარხალი დიდხანს აღარ ჩერდება.

ჭარხალი ტაფაში

ორგანიზმისთვის ჭარხალი ძალიან სასარგებლოა. ეს ბოსტნეული ლიდერია რკინის, მანგანუმის და ბორის შემცველობით. ამის გამო, ჭარხლის დამატება რაციონში აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და სისხლის მიმოქცევის სისტემის მუშაობას. გარდა ამისა, ჭარხალი ხელს უწყობს ნაწლავის ფუნქციის ნორმალიზებას, რაც ძალიან სასარგებლო იქნება ყაბზობით დაავადებული ადამიანებისთვის.

დიასახლისები, ჩვეულებრივ, ჭარხალს უმატებენ სხვადასხვა კერძს ან ცალკე ამზადებენ. ყველაზე ხშირად მას ხარშავენ ან ღუმელში აცხობენ. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ჭარხალი ტაფაში – სულ რაღაც 20 წუთში.

ჭარხლის ხემსის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 400 გ ჭარხალი;
  • 1 ხახვი;
  • 2 პომიდორი;
  • 3 კბილი ნიორი;
  • 1 ჩ/კ ძმარი;
  • 1 ჩ/კ მარილი;
  • 2 ჩ/კ შაქარი;
  • 1 დაფნის ფოთოლი;
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით;
  • ხმელი სუნელი გემოვნებით;
  • წიწაკის მარცვლები გემოვნებით;
  • ოხრახუში გემოვნებით.

მომზადების წესი:

1. გაასუფთავეთ უმი ჭარხალი. შეგიძლიათ დაჭრათ თხელ ნაჭრებად ან გახეხოთ მსხვილ სახეხზე. მე ყველაზე ხშირად კორეული სტაფილოსთვის განკუთვნილ სახეხს ვიყენებ.

2. ამის შემდეგ დაჭერით ხახვი და პომიდორი კუბებად.

3. ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი. ხახვი მოშუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. ამის შემდეგ ტაფაში გადაიტანეთ პომიდორი, დააფარეთ თავსახური და დატოვეთ 7 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე.

4. ბოსტნეულს დაუმატეთ სანელებლები და დაფნის ფოთოლი, კარგად აურიეთ და კიდევ ერთი წუთი გააჩერეთ.

5. ამის შემდეგ ტაფაში გადაიტანეთ ჭარხალი და კარგად აურიეთ. მოშუშეთ სახურავის ქვეშ 10-12 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი და ძმარი და კარგად აურიეთ. დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში.

დასასრულს, მოაყარეთ ოხრახუში და ნიორი, მოურიეთ და ცეცხლზე გააჩერეთ კიდევ 1-2 წუთი. ჭარხალი ტაფაში მზად არის! სხვათა შორის, ამ საჭმლის მირთმევა შესაძლებელია როგორც თბილ, ასევე ცივ მდგომარეობაში – თანაბრად გემრიელია. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, რეცეპტი ძალიან მარტივია, კერძის გემო კი – შესანიშნავი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს