ყველა დიასახლისმა იცის, რომ ლოგინის თეთრეული და პირსახოცები ყველაზე რთულად ირეცხება. ამიტომ რეცხვის დროს ხშირად გამოიყენება მაღალი ტემპერატურა და აგრესიული საშუალებები. როგორც გესმით, ეს ქსოვილს აზიანებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გირჩევთ სცადოთ უჩვეულო საშუალება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ზეთით რეცხვაზე, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც ქიმწმენდა.
ამ მეთოდის შესახებ მეზობელმა მითხრა, რომელმაც დაინახა, როგორ შრებოდა გარეცხილი პირსახოცები ჩემს აგარაკზე. მე დავიჩივლე, რომ აგარაკზე შედარებით ახალი პირსახოცების წაღება მომიწია, რადგან ძალიან მათ სწრაფად დაკარგეს პრეზენტაბელური იერსახე. მეზობელმა გამანდო საიდუმლო, თუ როგორ უნდა გავაახლოთ ისინი მზესუმზირას ზეთით. მეთოდი ნამდვილად ეფექტურია!
ზეთით რეხვა: ეფექტური საშუალება ჭუჭყის მოსაშორებლად
თუ ფიქრობთ, რომ მცენარეულ ზეთს მხოლოდ ქსოვილის დაბინძურება შეუძლია, მაშინ გეტყვით, რომ ასე არ არის. საქმე ისაა, რომ რეცხვის დროს წყალში დამატებული ცხიმოვანი კომპონენტი ძველი ჩამჯდარი ცხიმის დაშლაში დაგეხმარებათ. სწორედ ამის წყალობით იძენენ პირსახოცები ახალ იერს.
თურმე ამ სარეცხ საშუალებას ჩვენი ბებიებიც იყენებდნენ. მოხმარების სიმარტივის და დაბალი ფასის გამო მცენარეული ზეთი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მანქანით რეცხვის, ასევე ხელით რეცხვის შემთხვევაში.
მცენარეული ზეთი ხელით რეცხვისთვის
დაგჭირდებათ: 8 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 გ სოდა, საყოფაცხოვრებო საპნის ნაჭერი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი.
- 1.მოამზადეთ საპნის ხსნარი. საპონი გახეხეთ, დაუმატეთ ცხელ წყალს და კარგად ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
- 2. საპნის ხსნარს დაუმატეთ სოდა და მცენარეული ზეთი. მიღებულ ნარევში მოათავსეთ დაბინძურებული თეთრეული. დატოვეთ 8 საათის განმავლობაში, დროდადრო ურიეთ.
- 3. დროის გასვლის შემდეგ სარეცხი ჩვეულებრივად გარეცხეთ – ხელით ან სარეცხ მანქანაში.
რეცხვა ზეთით და მათეთრებლით
ძლიერად დაბინძურებული თეთრი სარეცხისთვის რეკომენდებულია მათეთრებლით რეცხვა. ეს მეთოდი ფერადი ნივთების შემთხვევაშიც შეგიძლიათ სცადოთ, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ.
დაგჭირდებათ: 5 ლიტრი ცხელი წყალი, 1 ს/კ სარეცხი ფხვნილი, 2 ს/კ მათეთრებელი, 2 ს/კ მცენარეული ზეთი.
ცხელ წყალში გახსენით სარეცხი ფხვნილი, მათეთრებელი და ზეთი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე იაფი ფხვნილი. მოათავსეთ სარეცხი ხსნარში და გააჩერეთ მინიმუმ 3 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ სტანდარტულად გარეცხეთ. ძლიერად დაბინძურებული პირსახოცებისთვის რეკომენდებულია გაჟღენთის დროის გახანგრძლივება.
რატომ ასხამენ მცენარეულ ზეთს სარეცხ მანქანაში?
არც ისე ძველი პირსახოცებიც კი დროთა განმავლობაში კარგავს ფერს, სირბილეს და ახლის იერს. ამის გამოსასწორებლად, კვლავ უნდა მიმართოთ მცენარეულ ზეთს. ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ სარეცხის ჩალბობა.
საკმარისია, სარეცხ მანქანაში რეცხვისას უბრალოდ რამდენიმე სუფრის კოვზი მზესუმზირას ზეთის პირდაპირ დოლურაში დამატება. ამის შემდეგ უნდა ჩართოთ სტანდარტული რეცხვის რეჟიმი და ბოლოს სარეცხი გააშროთ. თქვენი პირსახოცები და თეთრეული იქნება რბილი და სუფთა, კონდიციონერის გამოყენების გარეშე.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები ყველაზე რთულ ლაქებთან გამკლავებაშიც კი დაგეხმარებათ.