ზოგიერთზე ამბობებნ “პირში ოქროს კოვზით დაიბადაო”, იგულისხმება, რომ ადამიანს უმართლებს ყველგან და ყველაფერში, ზოგიერთს კი უძახიან “უიღბლოს”,ეს კი ნიშნავს, რომ ყველა გაუგებრობა და უღიღბლობა მას ერგო. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იღბალიც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ ზოდიაქოს მიეკუთვნებით თქვენ.
ამიტომ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე იღბლიანები, ხოლო იმისათვის რომ სხვებისთვის ეს საწყენი არ იყოს გადახედავენ რაში მდგომარებოს სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ხალხთა იღბლიანობის არსი.
ყველაზე იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძებს უმართლებთ ფაქტიურად ყველაფერში. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ფორტუნამ ისინი თავის საყვარელ ნიშნად აარჩია და რეგულარულად აწვდის მათ იმას,რასაც ჩვენ ბედნიერ შემთხვევაშ ვუწოდებთ. თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების წინ წამოიშვება რაიმე სირთულე, მაშინ იქვე თითქოს და ჯადოსნური ჯოხის გამოყენებით გამოჩნდება ნაცნობი ან უცნობი ადამიანი, რომელებიც იქვე გადაწვეტენ ამ პრობლემას ან სწორ გზას მაინც მიასწავლიან.
ამასტანავე ვერძებს ძალიან უმართლებს აზარტულ თამაშებშიც, თანაც ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი საუკეთესო მოთამაშეები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათვის უფრო მნიშნელოვანია თავად პროცესი და არა შედეგის ფულადი ექვივალენტი. ამასთანავე მათ თან სდევთ იღბალი “ორთაბრძოლებში” -სპორტულ, ინტელექტუალურ, ფინანსურ საკითხებში. მათი თაქტიკები და სტრატეგიები იშვიათად თუ უმუხთლებენ მათ, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა წითელი ფერია “ფორტუნა” აქაც ეხმარება მის ფავორიტს.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელები იღბალმა გულუხვად დააჯილდოვა სხვადასხვა ნიჭით, მატ იღბალი პრაკტიკულად არ სჭირდებათ, თუმცა იღბალიც აქვთ. სწორედ იღბლის დახმარებით მორიელები ხვდებიან საჭირო დროს საჭირო ადგილას, ამიტომაც მათ არ აქვთ მათში არსებული პოტენციალის ვერ გამოყენების ნაკლი. ეს ეხება კარიერასაც, სასიყვარულო სფეროსაც და ყველანერი საიდუმლოს და გასაიდუმლოებული ინფორმაციის შეგროვებას.
ამასთანავე მათ იღბალი უმართლებს სხვადასხვა ხიფათის წინაშეც. მორიელები ამ დროს ახერხებენ არა მხოლოდ საჭირო დოზით ადრენალინის მიღებას, არამედ დროულად განერიდონ სიტუაციას, ისინი ახერხებენ საკუთარი თაბრუსდამხვევი ავანტიურების შესაძლო არასასურველი შედეგებიდან თავის დაღწევას. ფორტუნა უმართლებს მათ ვისაც გარისკვის არ ეშინია, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნამდვილი “იღბლის ბუკეტები” არიან იქ სადაც მოვლენები ნამდვილ გამოცდას უწყობს ნერვებს.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსანი კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია რომელსაც ფორტუნა ანებივრებს. მათ მუდმივად უმართლებს სურვილების ახდენაში, ისევე როგორც გაცნობიერებულზე ასევე ქვეცნობიერზეც. მათი მოთხოვნილებები კმაყოფილდება იმდენად რეგულარულად თითქოს ჯადოსნობასთან გვქონდეს საქმე და ეს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უკვე აღარც უკვირთ და არც იმათ ვინც მათ საკმაოდ კარგად იცნობს.მათი ბედი პრაქტიკულად მუდმივად ლაგდება მათთვის საუკეთესო მხრივ, მაშინაც კი თუკი ისინი ამისათვის არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებენ.
მშვილდოსნები ყოველთვის იმაზე მეტს ნახულობენ ვიდრე კარგავენ, მათ გვერდით ყოველთვის ჩნდებიან ისეთი ადამიანები რომლებიც მზად არიან მისცენ მას სიყვარული, მატერიალური დოვლათი, სასიამოვნო გარემო, საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური. თუკი რომელიმე სფეროში წარმოიშვება უკმარისობა ის აუცილებლად კომპესირდება სხვა სფეროში.
თხის რქნა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თის რქების – იღბალი ეს აღსანიშნავია! ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება წამოიშვება, რომ იღბალი და ფორტუნა სპეციალურად უყრის მათ ფეხს ქვევით სხვადასხვა განძს, თანაც ამას პირდაპირი მნიშვნელობით აკეთებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მუდმივად პოულობენ ქუჩაში საიუველირო ნაკეთობებს ძვირფასი ქვებით, მსხვილ კუპიურებს და საფულეს ნორმალური თანხით, ასევე სახლისთვის საჭირო ნივთებს კარგ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, თხის რქებს უმართლებს სარფიან წინადადებებშიც – ისეთებიც კი რომლებიც მათ თითქმის სასჯელად ეჩვენებად საბოლოო ჯამში მოუბრუნდებათ უზარმაზარი შემოსავლით ან წარმატებით მთელს მათ ცხოვრებაში. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადმაიანებს შეგვიძლია ვუწოდოთ იღბლიანები ყველაფერში, რაც ეხება ჯანმრთელობას – ის მათ ნამდვილად სამეფო აქვთ.
რაში უმართლებთ ზოდიაქოს სხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კუროებს უმართლებს ყველაფერში, რაც ფინანსებთან არის დამოკიდებული. ფულს ისინი უვართ, არმიტომაც მოედინებიან სხვა და სხვა წყაროებიდან – დროულად ხდენიან სასარგებლო კომერციული გარიგებები, მათ გვერდით ჩნდებიან ისეთი ადამიანები რომლებიც მზად არიან უზრუნველყონ კუროები მხოლოდ ლამაზი თვალების გამო, მათ მოულოდნელად ერგებათ მემკვიდრეობა. გარდა ამისა, ფორტუნა რეგულარულად და ყველაზე მისტიური სახით აწვდის კუროებს იმ ნაცნობობას, რომელსაც ჩვენ როგორც წესი “კრიშა”-ს ვუწოდებთ.
ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპებს იღბალი უმართლებს იქ სადაც საჭიროა რამის გაყიდვა, ან ვინმესთვის აზრის შეცვლა. მათ თავში მაშინთვე მოსდით ისეთი ფაქტები, რომელთა წინააღმდეგაც მყიდველები თუ ოპონენტები უძლურები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს უმართლებს ფულთან ურთიერთობაშიც, თუმცა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში – თუკი ისინი თითქმის ნულზე ან ცარიელი საფულით არიან, მაშინ საედანრაც გამოჩნდება საჭირო თანხა (ნათესავი აჩუქებს რამოდენიმე ათას, აღმოაჩენს ძველ დავიწყებულ თანხას და ა.შ.)
კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებს უმართლებს დაბანდებებში. ისინი ინტუიციურად გრძნობენ, სად და რაში არის შესაძლებელი ფულის დაბანდება, ხოლო სად არ შეიძლება. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ფორტუნა მიმართავს მათ ფულით სავსე ხელებს სწორი მიმართულებით და იცავს მათ კაპიტალდაბანდებას – ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სხვებთან შედარებით ყველაზე იშვიათად ღარიბდებიან. გარდა ამისა, კირჩხიბები იმდენად იღბლიანები არიან ოჯახურ ცხოვრებაში, რომ ისინი ყველაზე ხშირად ახერხებენ შეინარჩუნონ და გახადონ ბედნიერი თავისი ქორწინება.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომებს ფორტუნა ეხმარება შემოქმედებაში. თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები დაჯილდოებული არიან რაიმე ნიჭთ, ის აუცილებლად მოახდენს მათ რეალიზებას და გაითვავს სახეს,, უფრო სწორედ მას აუცილებლად ექმნა შესაძლებლობა კვლავ და კვლავ წამოაჩინოს თავისი პოტენციალი. მთავარია ხელიდან არ გაუშვან ასეთი შესაძლებლობები. ლომებს ასევე უმართლებს კეთილ ხალხშიც. მათ გვერდით ყოველთვის არიან ისეთი ადამიანები, ვინც მხარს დაუჭერს და დაეხმარება მათ. ეს ინდივიდები კი ლომებისთვის ძალის, შთაგონების და ცოდნის მიღების წყარო ხდებიან – და ესეც თავისებურად იღბალია.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულებს იღბალთან რაღაც ვერ აეწყოთ საქმე. ყველაფერი რასაც ისინი ფლობენ – დაუღალავი შრომის შედეგია. შეიძლება ითქვას, რომ მათ დაბადებისას ის ნიჭი დაყვათ რომლითაც სხვა ნიშნები ვერ დაიტრაბახებენ – პედანტიზმი,სურვილი ყველაფერი და ყოველთვის აკეთოს სწორედ. შესაძლებლობა იმისა რომ ყოველთვის ჩასწვდენ ყველაფრის აზრს. სწორედ ეს თვისებები ეხმარებათ მათ მიაღწიონ წარმატებას და კეთილსინდისიერად გამოიმუშაონ ის რაც სხვას თავისით მისდის ხელში.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორებს რთულია იღბლიანები უწოდო, ისინი არ შედიან ფორტუნის რჩეულების რიგებში, მიუხედავად ამისა ისინი მაინც ღებულობენ საჩუქრებს მოულოდნელი შემოსავლის, გარემომებების იღბლიანად დალაგების და საფრთხეების მოულოდნელად არიდების სახით. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს დაბადებიდან გაუმართლად ხასიათში – ისინი ხიბლავენ თავიანთ გარემოცვას და იცინიც სიამოვნებით იღებენ საკუთარ თავზე სასწორების მოვალეობების შესრულებას, ასრულებენ მათ მაგიერ რთულ სამუშაოს და უბრალოდ ცდილობენ გაანებივრონ ისინი რაიმე სასიამოვნოთი.
მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
მერწყულებს უმართლებთ აზარტულ თამაშებში და ლატარიებში – ისინი იგებენ იმაზე ხშირად ვიდრე სხვები. ფორტუნა ყოველთვის ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანების მხარეზეა, ხოლო თავად მთვის მოგება თვითმიზანი არ არის. მათ აინტერესებთ თავად პროცესი, მათ მოსწონთ ადრენალინის მოზღვავება, რომელსაც აზარტი წარმოქმის, ისინი ცდილობენ თამაშისგან მიიღონ სიამოვნება და არა მოგებისგან. გარდა ამისა, ისინი იღბლიანები არიან ყველაფერ იმაში რაც ახალი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას ეხება – რაც საუკეთესო მხრივ აღწევს ზოდიაქოს ამ ნიშნამდე და მოაქვს მათვის მოგება.
თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზებს ფორტუნასთან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. თუკი ფორტუნა თევზებს ერთ სფეროში აძლევს არსებობის საშულებას, აუცილებლად ართმევს ამ საშუალებას სხვა სფეროში. თანაც ეს წვრილმანებშიც კი გამოვლინდება. მაგალთად, გარკვეული თანხის შოვნა შესაძლოა შემოუბრუნდეთ რაიმე ტექნიკის დაზიანებით, ხოლო ლატარეაში გამარჯვება საფულის დაკარგვით. მიუხედავად ამისა არსებობს ის რაშიც თევზებს გაუმართლა დაბადებიდან – ეს არის მისტიკური ზემოქმედების უნარი ადამიანებზე, რაც თავისთავად ეხმარება ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. ყველაზე წამგებიან და რთულ სიტუაციაშიც კი გამოჩნდება ისეთი ადამიანი რომელიც მათ დაეხმარებათ. ასევე თევზებს რამეზე უართი უთხრათ პრაქტიკულად შეუძლებელია.