მოვამზადოთ კომბოსტო ტოლმისთვის. 3 სწრაფი მეთოდი

445

უმეტესობა ჩვენგანისთვის ტოლმა – ბავშვობისდროინდელ გემოებთან ასოცირდება. ამიტომაც ბევრს უყვარს კომბოსტოს ფოთლებში საგულდაგულოდ გახვეული ხორცის და ბრინჯის ბურთულები. თუმცა, ყველა დიასახლისს არ უყვარს ამ კერძის მომზადება. და უმეტეს შემთხვევაში მიზეზი კომბოსტოს ფოთლებია. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ კომბოსტო ტოლმისთვის მარტივად და სწრაფად.

ის, რომ კომბოსტოს მომზადებისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი დროის დაკარგვა, ჩემმა მეგობარმა მითხრა. ის რესტორანში მუშაობს, სადაც საჭმელი ქორწილებისთვის და სხვა დიდი ღონისძიებებისთვის მზადდება. როდესაც ვუთხარი, რომ არ მიყვარდა ტოლმისთვის კომბოსტოს ფოთლების მომზადება, მან გამანდო რამდენიმე მეთოდი, რომელსაც მის სამსახურში გამოიყენებენ. როდესაც ძალიან ბევრის მომზადებაა საჭირო, მაშინ ხომ ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს. ახლა ტოლმის მომზადება ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.

როგორ მოვამზადოთ კომბოსტო ტოლმისთვის

კომბოსტოს მომზადებისას მთავარი პირობა არის, რომ ფოთლები უნდა გახდეს ძალიან რბილი და ამავდროულად უნდა შენარჩუნდეს მათი მთლიანობა. როგორც წესი, დიასახლისები კომბოსტოს ხარშავენ, რათა ფოთლებმა მიიღოს საჭირო მდგომარეობა. ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რადგან მთელი თავი კომბოსტოს ერთდროულად მოხარშვა შეუძლებელია. საჭიროა ფოთლების სათითაოდ განცალკევება, შემდეგ კი ხარშვის გაგრძელება, სანამ მთლიანი კომბოსტო არ დაიშლება.

არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ფოთლები მარტივად და სწრაფად მოამზადოთ.

მიკროტალღური ღუმელი

ეს მეთოდი ძალიან მომეწონა, რადგან ის ყველაზე მარტივია.

  • 1.მოაშორეთ კომბოსტოს ყუნწი და მოაცილეთ ზედა უხეში ფოთლები.
  • 2. აიღეთ უბრალო ცელოფანი ან საცხობი ცელოფანი, გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი და კომბოსტო მასში მოათავსეთ.
  • 3. მოათავსეთ კომბოსტო მიკროტალღურ ღუმელში 6 – 7 წუთით. ეს დამოკიდებულია მის სიმძლავრეზე.
  • 4. კომბოსტო ცელოფნიდან ამოიღეთ. გაითვალისწინეთ, რომ ცელოფანში ორთქლი იქნება და ამიტომ ხელი არ დაიწვათ. გაგრილებული ფოთლები იმდენად რბილი იქნება, რომ შეძლებთ ტოლმის შეხვევას. თუ შუაგული ოდნავ უხეში იქნება, ხელახლა მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 1 წუთით. ახლა უკვე კომბოსტო მთლიანად მზად იქნება.

საყინულეში

ეს მეთოდი ყველაზე მარტივია, მაგრამ მეტ დროს მოითხოვს. ამ შემთხვევაში კომბოსტო წინასწარ უნდა მოამზადოთ და არა უშუალოდ კერძის მომზადების წინ.

  • 1.კომბოსტოს მოაჭერით ყუნწი.
  • 2. კომბოსტო მოათავსეთ ცელოფანში ისე, რომ მთლიანად იყოს დაფარული.
  • 3. მოათავსეთ კომბოსტო საყინულეში გარკვეული პერიოდით. თუ ახალია კომბოსტოა, მაშინ 24 საათი საკმარისი იქნება. ძველი კომბოსტო ასეთ მდგომარეობაში 2 – 3 დღის განმავლობაში გააჩერეთ.
  • 4. ამოიღეთ კომბოსტო საყინულიდან კერძის მომზადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ან საღამოს. როგორც კი კომბოსტო გალღვება, ფოთლები რბილი და მორჩილი იქნება, რაც მათთან მუშაობას გააადვილებს.

 

ლიმონმჟავა

იმისთვის, რომ კომბოსტოს ფოთლები მარტივად მოშორდეს, გამოიყენეთ მჟავა. ეს შეიძლება იყოს ლიმონმჟავაც და ძმარიც.

  • 1.მოაჭერით კომბოსტოს ყუნწი.
  • 2. აიღეთ ქვაბი, რომელშიც კომბოსტოს თავი მთლიანად ჩაეტევა. ჩაასხით იმდენი წყალი, რომ კომბოსტო დაიფაროს.
  • 3. წყალში ჩაყარეთ 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ ლიმონმჟავა. ეს უკანასკნელი შეგიძლიათ ძმრით ჩაანაცვლოთ, ან ორივე ინგრედიენტი დაამატოთ.
  • 4. დადგით ქვაბი ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ.
  • 5. ადუღებულ წყალში მოათავსეთ კომბოსტო და თავსახური დააფარეთ. ხარშეთ 2 წუთის განმავლობაში. მჟავას წყალობით ფოთლები ძალიან მალე დარბილდება. კომბოსტო წლიდან ამოიღეთ, დაშალეთ ფოთლებად და მოაჭერით ძალიან უხეში ნაწილები. ფოთლები მზად არის ტოლმის მოსამზადებლად.

როგორც ხედავთ, ამ კერძის მომზადების გამარტივება შესაძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს