ნატურალური სასმელის რეცეპტი ღვიძლის გასაწმენდად

5911
ნატურალური სასმელის რეცეპტი ღვიძლის გასაწმენდად
ნატურალური სასმელის რეცეპტი ღვიძლის გასაწმენდად

ღვიძლი ჩვენი ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს და თითქმის ერთადერთი ორგანო, რომელიც აღდგენას ექვემდებარება. თუმცა, თუ მას სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, სხვა ორგანოები დაზიანდება, რომელთა მუშაობაც ღვიძლზე არის დამოკიდებული და ბუმერანგის სახით ყველა ორგანოს დაარტყამს.

„იზრუნეთ ღვიძლზე, მასზე ყველა ორგანო არის დამოკიდებული. დაიმახსოვრეთ, მასში ყველა საფუძველის საფუძველი არის. ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელ ორგანიზმს ნიშნავს“ – წერდა შუა საუკუნეების მეცნიერი და ექიმი ავიცენა ჯანმრთელობისთვის ბუნებრივი ფილტრის მნიშვნელობაზე.

ბევრმა ადამიანმა შეიძლება თქვას: „მე ღვიძლი არ მტკივა“. და ეს მართალიც არის, მაშინაც კი თუ ღვიძლი განადგურებულია, თქვენ ღვიძლი არ გტკივათ, რადგან მას ნერვული დაბოლოება არ აქვს. ჩვენ შეიძლება ვიგრძნოთ სიმძიმე და დისკომფორტი, როცა გაზრდილი ღვიძლი სხვა ორგანოებს აწვება.

დღეს გთავაზობთ უძველეს ნატურალურ რეცეპტს ღვიძლის გასაწმენდად, რომელიც შეგიძლიათ ადვილად და სწრაფად მოამზადოთ სახლის პირობებში. სცადეთ და თქვენი ორგანიზმი „მადლობას“ გეტყვით.

ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში

ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნება, გვერდის ტკივილი, სისუსტე, გახშირებული სუნთქვა? დროა ღვიძლის გაწმენდაზე იზრუნოთ. უმჯობესია თუ ამას მოსავლის აღების შემდეგ გააკეთებთ, რადგან ჭარხალში ამ დროს მაქსიმალური რაოდენობით საკვები ნივთიერებები არის. ეცადეთ გამოიყენოთ ფესვიანი ნაყოფი, რომელიც თქვენს მიერ არის მოყვანილი ყოველგვარი დანამატების და ქიმიკატების გარეშე.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი
  • ½ ჭიქა ქიშმიში
  • 1 ლიმონის წვენი
  • 2 ჭიქა წყალი

მომზადება:

1.გაასუფთავეთ და დაჭერით ჭარხალი პატარა კუბებად.

2.ქვაბი წყლით აავსეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. როცა წყალი ადუღდება, ჭარხალი და ქიშმიში დაუმატეთ.

3.გაზი გამორთეთ, ქვაბს თავსახური დაახურეთ. 45-60 წუთით დააყენეთ.

4.გაგრილებული ნარევი ბლენდერში გადაიტანეთ და ლიმონის წვენი დაუმატეთ.

5.ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ და შედეგი მარლაში გადაწურეთ.

6.ბუნებრივი ელექსირი ღვიძლისთვის მზად არის!

7.სასმელის დალევა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ 200 მლ. დილით უზმოზე და სადილის წინ.

რედაქციის რჩევა

დეტოქსიკაციის დღეს შეგიძლიათ კარგად გატარებული პიურე მარილის და ზეთის გარეშე მიიღოთ. თავად ნაყენზე მარილის ან რაიმე სანელებლის მოყრა რეკომენდებული არ არის. ყველა მანიპულაცია უმჯობესია დასვენების დღეს ჩაატაროთ, რადგან ჭარხალს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს.

უკუჩვენებულია

ჭარხლის სამკურნალო თვისებების მიუხედავად, ღვიძლის ამ საშუალებით გაწმენდის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ყველა „კი“ და „არა“ კარგად აწონ-დაწონეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს.

1.თირკმლების დაავადება და ართრიტი

ჭარხალში შემავალი მჟაუნმჟავა ამ დაავადების მქონე ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს.

2.დაბალი წნევა

ჭარხლის ნაყენი არტერიულ წნევას ამცირებს, რაც ჰიპოტენიის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

3.სისხლში შაქრის დონის მომატება

ჭარხალი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, რომელმაც შეიძლება დიაბეტის განვითარების რისკი გაზარდოს.

ხალხური საშუალებებით ღვიძლის გაწმენდა პანაცეას არ წარმოადგენს. მხოლოდ ის საკმარისი არ არის. ღვიძლის დაავადების თავიდან ასაცილებლად, ცხოვრების სტილი შეცვალეთ, წონა გააკონტროლეთ, საკვებში ცხიმების რაოდენობა შეამცირეთ. რაც მთავარია – უფრო მეტი იმოძრავეთ!

ღვიძლი ჩვენი ორგანიზმის ფილტრი არის, რომელიც დღე-ღამეში 400-ჯერ ჩვენ სისხლს ატარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს