ქაშაყი შუბის ქვეშ ალბათ ყველაზე პოპულარული სადღესასწაულო სალათი არის, თუ არ ჩავთვლით „ოლივიეს“. და თან ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი. მაგრამ ასეთი კონსერვატიული რეცეპტის შემთხვევაში ფანტაზიის ადგილი არსებობს.
გთავაზობთ კლასიკური შუბის სალათის 3 რეცეპტს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, შუბის ასეთი ვარიანტი ძალიან მოგეწონებათ
1.შუბა დალაბული
ინგრედიენტები:
- 3-4 კარტოფილი;
- 2 სტაფილო;
- 2 საშუალო ზომის ჭარხალი;
- 1 ხახვი;
- 4 ქაშაყის ფილე;
- 1 კვერცხი;
- 200 გრ მაიონეზი;
- 1 პაკეტი ჟელატინი;
- 100 გრ წყალი.
მომზადების მეთოდი:
1.მოხარშეთ კვერცხი, სტაფილო, კარტოფილი და ჭარხალი (სტაფილო და ჭარხალი ცალ-ცალკე, რომ ფერები არ გადაუვიდეს). ბოსტნეული კუბებად დაჭერით, ხოლო კვერცხი გახეხეთ.
2.ხახვი წვრილად დაჭერით და მდუღარე წყალში 1 წუთით ჩაუშვით, რომ სიმწარე მოაშოროთ. წყალი გადაასხით, ხახვი გამდინარე წყალში გარეცხეთ და გააშრეთ.
- ფილე პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვი აურიეთ.
4.სოუსისთვის ნახევარი ჭიქა წყალი ჟელატინს დაუმატეთ. რამდენიმე წუთით დატოვეთ, შემდეგ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ, თან მუდმივად მოურიეთ. გაგრილებულ ნარევს დაუმატეთ მაიონეზი, მარილი, წიწაკა, ცოტა შაქარი და ძმარი.
5.ცალკე მაიონეზი მოასხით კარტოფილს, სტაფილოს, ჭარხალს და ხახვს ფილეთი. ღრმა თასში ფენების მიხედვით დაალაგეთ. ზემოდან დარჩენილი მაიონეზი მოასხით და მწვანილი და გახეხილი კვერცხი მოაყარეთ.
მზა „შუბა“ შეგიძლიათ გადმოაბრუნოთ (ჟელატინი ფენებს დააკავებს და სალათი არ აირევა). ამისთვის ჭურჭლის ძირში საკვები ცელოფანი დააფინეთ და ინგრედიენტები დაალაგეთ შემდეგი თანმიმდევრობით: ჭარხალი, კარტოფილი, ხახვი ფილეთი, სტაფილო და კვლავ კარტოფილი. მაცივარში გასამაგრებლად შედგით და მხოლოდ ამის შემდეგ გადმოაბრუნეთ. მიიღებთ ლამაზ სალათა პუდინგს.
2.ქაშაყი შუბის რულეტში
ინგრედიენტები:
- 300 გრ კარტოფილი;
- 200 გრ ქაშაყის ფილე;
- 300 გრ სტაფილო;
- 300 გრ ჭარხალი;
- 100 გრ ხახვი;
- მაიონეზი;
მომზადების მეთოდი:
1.ყველა ინგრედიენტი მოამზადეთ. მოხარშეთ და წვრილ სახეხზე გახეხეთ კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი. ქაშაყი და ხახვი მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.
2.ლანგარს ან ფართო ჭურჭელს საკვები ცელოფანი დააფინეთ. ჭარხლის ფენა კვადრატის ფორმით გადმოიტანეთ და მაიონეზი წაუსვით.
3.ზემოდან სტაფილო და კარტოფილი მოაყარეთ, მთელ კვადრატზე თანაბრად გადაანაწილეთ. თითოეულ ფენას მაიონეზი წაუსვით.
4.შემდეგი ეტაპი ხახვი ქაშაყით. ის კვადრატის შუაგულში მოათავსეთ.
5.რულეტი საკვები ცელოფნის დახმარებით დაახვიეთ. სალათი მაცივარში 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ საკვები ცელოფანი მოაშორეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
3.ქაშაყი შუბაში „საახალწლო სანთლები“
ინგრედიენტები:
- 6 ნაჭერი ჭვავის პური;
- 1 მცირე ზომის ჭარხალი;
- 1 დამარილებული ქაშაყის ფილე;
- 6 ს/კ ზეთისხილის მაიონეზი;
- 1.5 ჩ/კ ჟელატინი;
- 70 მლ წყალი;
- ლიმონის მეოთხედი;
- 1 მწიკვი დაფქული ქინძი;
- შაქარი და მარილი გემოვნებით;
მომზადების მეთოდი:
1.ჟელატინს წყალი დაასხით და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, სანამ არ გაიბერება. შემდეგ გააცხელეთ, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ.
2.მოხარშეთ და გაასუფთავეთ ჭარხალი, შემდეგ მცირე ზომის კუბებად დაჭერით. შემდეგ დააბლენდერეთ, მარილი მოაყარეთ, მაიონეზი და ქინძი დაუმატეთ და პიურედ გადააქციეთ. მასას ლიმონი ჩააწურეთ. თბილი ჟელატინი დაუმატეთ და ჭარხალი კვლავ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
3.პურიდან მრგვალი ფორმები ამოჭერით სანთლებისთვის. ამისთვის ლითონის დესერტის მრგვალი ფორმები დაგჭირდებათ ან ზეთწასმული ქაღალდის ფორმები. პურს ზემოდან ქაშაყის ნაჭერი დაადეთ, შემდეგ ჭარხლის ნარევით აავსეთ.
4.მაცივარში 1 საათით შედგით. ფორმა მოხსენით მხოლოდ სუფრაზე გატანის წინ.
შეინახეთ რეცეპტები და სტუმრები გააოცეთ!