რატომ არის ნუმეროლოგიაში ნოემბერი წარმოუდგენლად განსაკუთრებული თვე და რას ნიშნავს ჩვენთვის

1516
რატომ არის ნუმეროლოგიაში ნოემბერი წარმოუდგენლად განსაკუთრებული თვე და რას ნიშნავს ჩვენთვის
რატომ არის ნუმეროლოგიაში ნოემბერი წარმოუდგენლად განსაკუთრებული თვე და რას ნიშნავს ჩვენთვის

ნოემბერი წლის მე-11 თვე არის და თუ არ იცოდით, 11 ნუმეროლოგიაში დომინანტი ნომერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველას ბედისგან ნამდვილი საჩუქარი გველოდება.

რიცხვი 11 ხშირად ასოცირდება ინტუიციასთან, მაღალ ცნობიერებასთან და მის მსგავს ნივთებთან. ეს რიცხვი აღნიშნავს სულიერ ცვლილებას ან ევოლუციას, ბევრის მიღწევის საშუალებას გვაძლევს. ეს რიცხვი დაკავშირებულია ქვეცნობიერთან და ჩვენში ღრმა ინსტიქტებს აღვიძებს.

მე-11 თვეში ჩვენ მთელი ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ნოემბრის ძვირფასი ენერგია გავიზიაროთ. ნოემბერი ყველას გვაიძულებს შეჩერებას და შეგვახსენებს იმას, თუ რამდენი რამ გვაქვს. ის ჩვენ გარშემო რეალობის აღქმას გააძლიერებს.

ამ თვეში ორი მნიშვნელოვანი დღე იქნება, რომლებიც დაკავშირებული რიცხვთან 1. 1 ნოემბერი, რომელიც უკვე გავიდა და 11 ნოემბერი. 1 ნოემბერი ყოველთვის იყო დღე, რომელიც ადამიანს განუსაზღვრელ ძალას ანიჭებს. თავისი არსით, 1 ნოემბერი არის ციფრი 111, რომელიც თავისთავად ძალიან ძლიერია.

რიცხვი 111 – ანგელოზის რიცხვია, რომელიც გვიბიძგებს იმისკენ, რომ შინაგან სიბრძნეს დავუჯეროთ. ის გვაიძულებს, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და განვითარებაში ხელს გვიწყობს, წინ გვიბიძგებს. რიცხვის ძალა იმაშია, რომ ის 1 და 11-ის ძალებს ერთდროულად ფლობს.

ახლა კი, ჩვენ 11 ნოემბერი გველოდება. ეს თვის ყველაზე ძლიერი დღე არის ნუმეროლოგიაში – 11/11. ეს დომინანტური რიცხვის გაორმაგებული კარმული ძალა არის. ეს რიცხვი საფრთხისგან გვიცავს. ის შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და წმენდას ახორციელებს. ის გვაიძულებს ფოკუსირება მოვახდინოთ და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ეს არის გააქტიურების რიცხვი, რომელიც ენერგიის ნაკადის მოზიდვას გამოიწვევს. 11 ნოემბერს თქვენ იგრძნობთ ძლიერი ენერგიით დამუხტვას და ირგვლივ დაძაბულობას შეიგრძნობთ. თუ ამ ენერგიას კეთილი საქმეებისთვის გამოიყენებთ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.

ამასთან წელს წელიც 11 რიცხვისაა 2018 = 2+0+1+8 =11

რიცხვების კომბინაცია 11:11:11 თქვენს პირად პოტენციალს გამოავლენს. 2018 წლის 11 ნოემბერს ყველა ადამიანს ექნება შანსი პირად ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს. თითოეული ადამიანი განვითარებისთვის საჭირო ბიძგს მიიღებს.

ბევრი ადამიანი ნუმეროლოგიაზე არ ფიქრობს, და სულ ტყუილად! რიცხვი თავის თავში ბევრ კითხვაზე პასუხს შეიცავს!

მზად ხართ 11 ნოემბრისთვის?