პომიდვრის მოყვანა მასლოვის მეთოდით, შესანიშნავი მოსავლის მისაღებად

71

ბოსტნეული ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის რაციონში. ის აჯერებს ორგანიზმს უჯრედისით და ასევე ხელს უწყობს ვიტამინების, მინერალებისა და საკვები ნივთიერებების სწორი რაოდენობით მიღებას. ყველა ბოსტნეულს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა პომიდორმა მოიპოვა. ის მეტ-ნაკლებად არის წარმოდგენილი მსოფლიოს ყველა სამზარეულოს რეცეპტებში. პომიდვრის მოყვანა არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ არსებობს რამდენიმე საიდუმლო მისი გამარტივებისთვის. ვივიენის დღევანდელ სტატიაში მასლოვის მეთოდზე ვისაუბრებთ.

პირველად პომიდვრის მოყვანისას სირთულეები შემხვდა, როცა აგარაკი ვიყიდეთ. გადავწყვიტეთ ნაკვეთზე ჩვენი ოჯახის საყვარელი ბოსტნეული და მწვანილი დაგვერგო, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანის ყიდვა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ხელით მოყვანა. ეს განსაკუთრებით ეხებოდა პომიდორს, რომლის ღეროები ტყდებოდა ქარისა და ძლიერი წვიმის გამო. რა თქმა უნდა, ვცდილობდით მათ შეკვრას, მაგრამ ამას იმდენი დრო სჭირდებოდა, რომ უკვე გვინდოდა პომიდვრის დარგვის იდეაზე უარი გვეთქვა. მაგრამ რჩევით მეზობელი დაგვეხმარა, რომელმაც ერთი საინტერესო მეთოდის შესახებ გვიამბო. გასაოცარია, მაგრამ მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა!

პომიდვრის მოყვანა მასლოვის მეთოდით

პომიდვრის დარგვის ეს მეთოდი გამოიგონა ინჟინერმა იგორ მასლოვმა. ის მრავალი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ იზრდებოდა და ვითარდებოდა პომიდორი. მასლოვმა დაინახა, რომ მცენარეებს აქტიურად გამოჰქონდათ ღეროზე გვერდითი ფესვები. ისინი წააგავს პატარა ღია ფერის ბორცვებს. ამავდროულად, გვერდით ფესვებს შეუძლიათ შეაღწიონ ნიადაგის დიდ სისქეში და მყარად ჩაეჭიდონ მასში.

ბევრი მებოსტნე პომიდორს ორმოში ვერტიკალურად რგავს. ამავდროულად, ისინი ინარჩუნებენ ღეროს ამ პოზიციას მცენარის რეგულარულად შეკვრით. რადგან დარგვის შემდეგ სრულფასოვანი ფესვი ვერ ასწრებს ჩამოყალიბებას, მცენარე საჭიროებს დამატებით სასუქს და გაძლიერებულ მოვლას. პომიდორი ყვავის, მაგრამ ნაყოფი ხშირად ვერ აღწევს სიმწიფეს და ცვივა.

მასლოვმა შეამჩნია, რომ ბუნებრივ პირობებში, დაბმის გარეშე, პომიდორი დევს მიწაზე, შემდეგ კი ფესვები ჩნდება ღეროს ქვედა ნაწილზე, რომლებიც ძალიან სწრაფად მაგრდება მიწაზე. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პომიდორი ბუნებრივ გარემოში იხვევა. სწორედ ამას ეფუძნება მასლოვის მეთოდი.

როგორ გავზარდოთ პომიდორი: საიდუმლო მეთოდი

მასლოვის მეთოდით პომიდვრის გაშენების ორი ვარიანტი არსებობს. ორივე დაფუძნებულია პომიდვრის ყლორტების ბუნებრივი ზრდის მხარდაჭერაზე.

პირველი მეთოდი

იმ ადგილას, სადაც აპირებთ პომიდვრის დარგვას, უნდა გაკეთდეს პატარა თხრილი, რომლის სიღრმე იქნება 10-12 სმ. გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა გაკეთდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით.

მოამზადეთ ნიადაგი და შემდეგ ჩაუშვით ნერგები მასში, ჩადეთ ისინი არა პირდაპირ, არამედ კუთხით. ამრიგად, ნიადაგში მოხვდება არა მხოლოდ ფესვი, არამედ ღეროს დიდი ნაწილიც. ღეროს იმ ნაწილს, რომელიც მიწაში მოხვდება, ფოთლები წინასწარ უნდა მოაშოროთ. პომიდვრის ზედა ნაწილიც გვერდით იქნება მიმართული. ვინაიდან ის სამხრეთისაკენ მიისწრაფვის, მცენარე თანდათანობით გასწორდება.

ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ პომიდვრის დარგვას გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე კლასიკური მეთოდით. გარდა ამისა, პომიდვრის ამ გზით მოყვანა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ნერგები, რომლებმაც გადააჭარბეს გადარგვისთვის საჭირო დონეს. ამავდროულად, მცენარეს უვითარდება ფესვების დიდი რაოდენობა, რაც შემდეგ მას ნიადაგში კარგად დამაგრების საშუალებას მისცემს.

 

მეორე მეთოდი

მეორე მეთოდის გამოსაყენებლად, ჯერ უნდა დარგოთ პომიდვრის ნერგები ერთმანეთისგან დიდ მანძილზე. ეს უნდა იყოს დაახლოებით 80-100 სმ. მცენარეს ჩვეული წესით უნდა მოუაროთ. მას შემდეგ, რაც ის ცოტათი დამაგრება მიწაში და ღერო გაიზრდება, გადადით თავად მეთოდზე.

  • 1.ღეროს ქვედა ნაწილს მოაშორეთ ფოთლები.
  • 2. შემდეგ ფრთხილად გადახარეთ ღერო მიწისკენ და დაამაგრეთ ან მიწა დააყარეთ, ზედაპირზე დატოვეთ მხოლოდ 10-12 სმ სიმაღლის ზედა ნაწილი.
  • 3.მორწყეთ თბილი წყლით.

ძალიან მალე ტოტები დაიწყებს აქტიურ ზრდას. პომიდვრის ამ გზით დარგვა დიდ და ძლიერ ბუჩქებს იძლევა. და ვინაიდან კვირტები იზრდება ღეროს მთელ ზედაპირზე და არა მხოლოდ ზედა ნაწილში, ნაყოფი ასევე მთელი ღეროს გასწვრივ იქნება. ამრიგად, მძიმე პომიდორი ღეროს არ დაამტვრევს, რაც გაცილებით გაზრდის მოსავლიანობას. მებაღეების თქმით, ამ გზით დარგული პომიდვრის მოსავლიანობა 80%-ით იზრდება.

როგორც ხედავთ, მასლოვის მეთოდით პომიდვრის მოყვანა ხელს შეუწყობს მოსავლის გაზრდას და ასევე შეამცირებს მცენარის მოვლაზე დახარჯულ დროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს