ჯანჯაფილის ნიღაბი თმის ზრდისთვის. გრძელი და ჯანსაღი თმა

44

რაც არ უნდა სწრაფად იცვლებოდეს მოდა, გრძელი და სქელი თმა ყოველთვის ითვლებოდა ნებისმიერი ქალის უნივერსალურ სამკაულად. ამიტომ, ყველა დროის ლამაზმანები ეძებდნენ ეფექტურ მეთოდებს, რათა თმა წელამდე გაეზარდათ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მაღაზიის თაროებზე შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერი ბიუჯეტისთვის შესაფერისი პროდუქტები იპოვოთ, უამრავი ადამიანი შინაურული რეცეპტების ერთგულია. მაგალითად, დროში გამოცდილი ჯანჯაფილის ნიღაბი აუცილებლად გაგახარებთ თავისი შედეგებით.

მეგობარმა მითხრა, რომ ჯანჯაფილი სასარგებლოა თმის ზრდისთვის. რამდენიმე თვე არ გვენახა ერთმანეთი, რადგან ის ხანგრძლივ მივლინებაში იმყოფებოდა. როცა შევხვდით, მისი თმა ვერ ვიცანი. ის გახდა მბზინავი, ბევრად სქელი და ასევე საკმაოდ გაიზარდა. მეგონა, რომ ჩემმა მეგობარმა ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტი გამოიყენა, მაგრამ მან გამაკვირვა. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი მეგობარი მხოლოდ საკუთარი ხელით დამზადებულ ჯანჯაფილის ნიღაბს იყენებდა. ეს რეცეპტი საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მუშაობს!

ჯანჯაფილის ნიღაბი თმის ზრდისთვის

ჯანჯაფილის ნიღბების ეფექტურობას მის ფესვში შემავალი საკვები ნივთიერებები უზრუნველყოფს. B ჯგუფის ვიტამინები, ამინმჟავები და მინერალები ხელს უწყობენ იმას რომ თმა იყოს ჯანსაღი, აბრეშუმისებრი და მოვლილი. ეთერზეთები ხელს უწყობს ქერტლის წინააღმდეგ ბრძოლას და ხსნის გაღიზიანებას. ჯანჯაფილის მთავარი კომპონენტი – ჯინჯეროლი, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამაგრებს თავის კანის სისხლძარღვებს, რის გამოც თმა სწრაფად იზრდება და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.

ჯანჯაფილის ნიღბის რეცეპტი თმის ზრდისთვის

ჯანჯაფილით ეფექტური ნიღბის მომზადება სულაც არ არის რთული:

1.აიღეთ ჯანჯაფილის ფესვი დაახლოებით 7 სმ სიგრძის და გარეცხეთ.

2. შემდეგ ჯანჯაფილი დააქუცმაცეთ. ეს შეიძლება გაკეთდეს ბლენდერით ან ფესვის სახეხზე გახეხვით.

3. აიღეთ მარლა და დაკეცეთ რამდენიმე ფენად. მასში მოათავსეთ ჯანჯაფილი და გამოწურეთ წვენი. ის უნდა იყოს დაახლოებით 2 ს.კ. მაგრამ თუ მეტია, არაუშავს.

4. ჯანჯაფილის წვენი ჩაასხით შუშის ქილაში, რომელსაც ეფარება თავსახური. დაამატეთ 2 ს/კ. არარაფინირებული ქოქოსის ზეთი და კარგად აურიეთ. ნიღაბი მზადაა!

ჯანჯაფილის ნიღაბი მაცივარში შეიძლება დაახლოებით 2 კვირა ინახებოდეს. ყოველი გამოყენების წინ, პროდუქტი უნდა გააცხელოთ წყლის აბაზანაზე, რადგან ქოქოსის ზეთი დაბალ ტემპერატურაზე მკვრივდება. თბილ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაჩერების შემდეგ, ნიღაბი მზად იქნება გამოსაყენებლად. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროდუქტი არ უნდა გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში, რადგან ამის გამო ჯანჯაფილი დაკარგავს ეფექტურობას.

წაისვით ნიღაბი თავის კანზე და შეიზილეთ პროდუქტი თითებით. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური ფუნჯი ან პიპეტი. გაანაწილეთ ნიღაბი მთელ სკალპზე, თანაბარი შედეგის უზრუნველსაყოფად. ასევე შეგიძლიათ წაისვათ ცოტაოდენი ნიღაბი თმის სიგრძეზე, რადგან ქოქოსის ზეთი შესანიშნავად კვებავს თმას.

შემდეგ თავზე პოლიეთილენის ქუდი დაიფარეთ და ნიღაბი გაიჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. ნიღაბმა შეიძლება ოდნავ გაათბოს სკალპი – არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია, რადგან ის ჯანჯაფილს შეიცავს. დროის გასვლის შემდეგ კარგად დაიბანეთ თმა შამპუნით.

ნიღაბი უნდა გამოიყენოთ კვირაში 2-3-ჯერ. შედეგი შესამჩნევი იქნება 30 დღის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გირჩევთ კურსის გაგრძელებას სამი თვის განმავლობაში.

ვიმედოვნებთ, რომ ჯანჯაფილის ნიღაბი გრძელი და ჯანსაღი თმის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს